GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ეკოლოგიურად სუფთა ფლორისტიკა

Homepage მსოფლიო ეკოლოგიურად სუფთა ფლორისტიკა
მსოფლიო, შემეცნებითი

ეკოლოგიურად სუფთა ფლორისტიკა

აპრილი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
531 ნახვა

ნათქვამია, რომ ბუნებაში სწორი ფორმები არ არსებობს. ზოგჯერ პატარა და ნატიფი, ხშირად გაშლილი და გადატვირთული. გარეთ ბუნება თავს იჩენს მთელი თავისი დაუმორჩილებლობით. საინტერესო ძირები, უჩვეულო ყლორტები, ასიმეტრიული ფორმები და უცნაური ფოთლების სტრუქტურები. თუ ამ ყველაფერს ჩვენი ყვავილების თაიგულებში ვხვდებით, ის ასახავს ჩვენს გარშემო არსებულ ლანდშაფტს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ზოგჯერ ფუჭია, მაინც აზრი აქვს მას პატივისცემით მოვეპყროთ, როდესაც ყვავილების კომპოზიციებს აკეთებთ. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ როდესაც აკეთებთ ეკოლოგიურ-ფლორისტულ ნაკეთობებს, ტოვებთ რაც შეიძლება მცირე ზომის ეკოლოგიურ კვალს.

განვიხილოთ ეკოლოგიურად სუფთა ფლორისტიკა რამდენიმე ასპექტში.

ეკოლოგიური ასპექტები

თუ თქვენ თვითონ არ მოაშენებთ ყვავილებს, ლოგიკურად იძულებული ხდებით, რომ მოახდინოთ სხვა ქვეყნიდან ყვავილების იმპორტი. დასავლეთის მაღაზიებში ნაყიდი ყვავილების 80% ნიდერლანდებიდან, კენიიდან, ეკვადორიდან, კოლუმბიიდან, ან ვიეტნამიდან მოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნებში  მცენარეებისთვის  უკეთესი პირობებია, როგორიცაა ტემპერატურა, წვიმა და  ,,მზის საათების” მიღება დღის განმავლობაში, აყვავებულ საექსპორტო ბიზნესს სთავაზობს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს. მაგ: ვალენტინობის დღეს მხოლოდ აშშ–ში 10000 მილიონი იმპორტირებული ვარდისთვის 9000 ტონა CO2 გამოიყოფა. მეორეს მხრივ, კენიის სათბურები არ საჭიროებს ხელოვნურ განათებას, გათბობას, ან გაგრილებას. შედეგად, შედარებისთვის კენიიდან ვარდებმა ფრენის მარშრუტის მიუხედავად 6,034 კგ CO2 წარმოქმნეს, ხოლო ჰოლანდიურმა ვარდებმა – 37,110 კგ CO2.

შხამ- ქიმიკატები და მოწამლული წყალი

ყვავილების კულტივაცია პესტიციდების ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. გამომდინარე იქიდან, რომ  ყვავილები არ არის საკვები, მათი  კანონიერი დაკვირვება არ ხდება. ,,ჯანმოს” მავნე პესტიციდების სიის თანახმად, კოლუმბიაში გამოიყენება 12, ხოლო ეთიოპიაში 120 პესტიციდი, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის კულტურული ქვეყნის მუშებს და საფრთხის შემცველია წყლის თევზის მარაგისათვის. პესტიციდების 90% აორთქლდება ჰაერში და გადაადგილდება 1500 კმ-მდე.

პლასტმასის ნარჩენები

2017 წელს ავსტრალიამ ვალენტინობის დღისთვის 5,22 მილიონი ვარდი შემოიტანა.  თაიგულების შესაფუთად გამოყენებული პლასტმასის ფურცლების რაოდენობა ძალიან მაღალია, მხოლოდ ვალენტინობის დღეს, ავსტრალიაში ვარდებისათვის გამოიყენეს 163 კმ პლასტიკური ფურცელი. ეს ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობაა! შეფუთვის დროს გამოყენებული ,,მცურავი ღრუბლით” გამოწვეული ზიანი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი იქნება. იგი გამოიყენება ყვავილების კომპოზიციებისთვის და მის შესანარჩუნებლად, რადგან წყლით არის  გაჟღენთილი, ამის საშუალებით   ყვავილები უფრო დიდხანს გამოიყურებიან ცოცხლად. წებოვანი ღრუბელი არ არის ბიოდეგრადირებადი, ის მხოლოდ პატარა პლასტმასის ნაწილებად იშლება. ეს არის მასალა, რომელიც მზადდება ზეთისგან კიბოს გამომწვევი ქიმიკატებით, როგორიცაა ფორმალდეჰიდი.

სოციალური ასპექტები

ექსპლუატაცია საწარმოო ჯაჭვში

კოლუმბიის ყოველი მეასე მკვიდრი მუშაობს ყვავილების ინდუსტრიაში. ქალები, რომლებსაც აქვთ ვადიანი კონტრაქტი 15 საათამდე დღეში, იღებენ დაახლოებით 26 ევროს კვირაში. კენიაში ყვავილების ინდუსტრიის მუშაკს კვირაში დაახლოებით 6 ევრო აქვს შემოსავალი, ფერმის მუშებისთვის კი, მინიმალური ხელფასი არის 1,20 ევრო დღეში, ხოლო ტანზანიაში 0,96 ევრო.

მომუშავეთა უმეტესობა არიან ძირითადად ქალები. ხშირად ფიქსირდება მათი მოწამვლა გამოყენებული შხამ-ქიმიკატების გამო, გამომდინარე აქედან, მათი   ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია თავაძე და ვალერი გელოვანი

წყარო : https://inspiring-teatime.de/umweltfreundliche-floristik

ნახვები : 107 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქებები ვრცელდება გაუტყეურებულ ტერიტორიებზე და მონოკულტურულ პლანტაციებში.
შემდეგი პოსტი
თბილისის მერია “მარშრუტკ​ებში” მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,