GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქებები ვრცელდება გაუტყეურებულ ტერიტორიებზე და მონოკულტურულ პლანტაციებში.

Homepage მსოფლიო ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქებები ვრცელდება გაუტყეურებულ ტერიტორიებზე და მონოკულტურულ პლანტაციებში.
მსოფლიო

ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქებები ვრცელდება გაუტყეურებულ ტერიტორიებზე და მონოკულტურულ პლანტაციებში.

აპრილი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
379 ნახვა

კვლევები ადასტურებს, რომ ეპიდემიების რაოდენობა იზრდება, რაც უფრო მცირდება ბიომრავალფეროვნება. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გაზეთში, (Frontiers in Veterinary Science) ,,საზღვრები ვეტერინარული მეცნიერებაში’’ ნათქვამია, რომ ნიადაგის მოხმარების ცვლილება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ზოონოზიური ვირუსების გავრცელებისთვის (ვირუსები, რომლებიც ცხოველიდან ვრცელდება ადამიანზე), როგორიცაა კოვიდ 19 და ასევე დაავადებები, რომლებიც მკბენარებს გადააქვთ, მაგალითად როგორიცაა მალარია.

კვლევებით დასტურდება, რომ ხეების დარგვაც კი შესაძლებელია იყოს რისკის შემცველი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, თუ ფოკუსირებული იქნება ძალიან ცოტა სახეობაზე, როგორც ხდება კომერციულ ტყეებში. ავტორები ამბობენ, რომ ჯანსაღ და ბიო მრავალფეროვან გარემოში დაავადებები იფილტრება და იბლოკება, ცხოველებისა და მათი გავრცელების არეალით. როდესაც ყველაფერი ჩანაცვლებულია ზეთის პალმის პლანტაციებით, სოიის მარცვლის ან ევკალიპტის ხეებით, სხვა სახეობები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. ამიტომ ვირთხები და მოსკიტები იწყებენ ვირუსების გავრცელებას ადამიანებსა და სხვა სახეობებზე. შედეგად კი ვიღებთ უმართავი, ბუნებრივი დაავადებების გავრცელებას.

,,ძალიან გაკვირვებული ვიყავი, თუ როგორი ნათელი იყო ეს მოცემულობა’’ ამბობს ერთ-ერთი ავტორი, სერგე მორანდი,  სამეცნიერო კვლევების საფრანგეთის ეროვნული ცენტრის წევრი. ,,ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ტყეების როლს ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობისთვის. ამ კვლევების სათქმელი კი სწორედ ის არის, რომ არ დავივიწყოთ ტყის მნიშვნელობა’’. მკვლევარები დააკვირდნენ ურთიერთქმედებას ტყეების განლაგებას, პლანტაციებსა და დაავადებების გლობალურ გავრცელებას შორის. საერთაშორისო ინსტიტუტების სტატისტიკის გამოყენებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), მსოფლიო ბანკი, საკვების და აგრო კულტურული ორგანიზაციები, გლობალური ინფექციური დაავადებების და ეპიდემიოლოგიის ცენტრის (Gideon) მონაცემთა ბაზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ,  1990 წლიდან 2016 წლამდე, ამ კვლევაში ჩანს 116 ზოონოზური დაავადების 3884-მა ეპიდაფეთქება. ასევე ვექტორული ინფექციური დაავადების 69 სახეობის 1996 ეპიდაფეთქება, რომელთა უმრავლესობა გადატანილი იყო მოსკიტების,  და ბუზების მიერ.

კვლევა აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ეპიდაფეთქებების რაოდენობა იზრდებოდა, რაც უფრო ფართოვდებოდა პლანტაციები, საერთო ტყის ნარგავების რაოდენობა თანდათან მცირდებოდა. ეს ურთიერთქმედება არ არის დასტური იმისა, რომ სხვა ფაქტორები არ ქმნიან დღევანდელ მოცემულობას, მიზეზი შესაძლოა სხვა ფაქტორებიც იყოს, როგორიცაა კლიმატის გაუარესება. ავტორები თავის არგუმენტებს ამყარებენ სხვადასხვა წყაროებით და კერძო შემთხვევების შესწავლით, რაც ხაზს უსვამს კავშირს ეპიდემიების გავრცელებასა და ნიადაგის გამოყენების ცვლილებას შორის.

ბრაზილიაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტყეების გაჩეხვა მალარიის გავრცელების რისკს ზრდიდა. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, კვლევებმა აჩვენა, თუ როგორ უწყობს ხელს ტყეების გაჩეხვა მალარიის კოღოს (mosquito Anopheles darlingi) მომრავლებას, რომელიც არის უამრავი დაავადების გადამტანი. დასავლეთ აფრიკაში ტყეების ძირითადი ნაწილის განადგურება ებოლას, ლეიშმანიოზისა და ერთ-ერთი არბოვირუსის ხელახალი გავრცელების და გამომწვევის ერთ-ერთი ფაქტორია.

ახალი კვლევებით დგინდება, რომ  ვირუსული დაავადებები ისეთ ტერიტორიებზე დასახლებულ ადამინებს და ცხოველებს ემართებათ, სადაც ახლოსაა ადამიანის მიერ სახეშეცვლილი ეკოსისტემა, როგორიცაა გაჩეხილი ტყეები, დამშრალი ტბები და ჭაობები ფერმებისთვის, წიაღისეული მოპოვებითი სამუშაოები და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები. ეს გამოწვეულია სავაჭრო და სამომხმარებლო ქცევით. გლობალურად ტყის გაჩეხვის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მეოთხედი ნაწილი უკავია საქონლის, სოიოს მარცვლის, ზეთის პალმისა და ხის პროდუქტებს. სამთო მრეწველობა კი ქმნის მდინარისა და წყაროს წყლის მოწამვლის პრობლემას.

მორანდი ამბობს, რომ ,,ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების ჯანმრთელობა, როდესაც ახალი პლანტაციების და მოპოვებითი სამუშაოების წამოწყებას დავაპირებთ. საფრთხეები თავდაპირველად ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის იყო, მაგრამ შემდეგში მთელ მსოფლიოს მოედო, რადგან ჩვენ ვნახეთ კოვიდ 19 თუ როგორი სისწრაფით გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით’’. ის შეშფოთებულია გადაგვარებული ამაზონის ტროპიკული ტყეებით. ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს დროს უკონტროლო ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია დღეს ყველაზე საშინელი სურათი ბრაზილიაში კოვიდ 19-ის გავრცელების და სიკვდილიანობის მხრივ. ,,ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი შეშფოთებულია იმით, თუ რა ემართება ბიომრავალფეროვნებას, კლიმატს და საზოგადოების ჯანმრთელობას ბრაზილიაში’’ ამბობს მორანდი. ,,სტრესი იზრდება. ამაზონი არის ძალიან ახლოს კლიმატის ცვლილების კრიტიკულ ნიშნულთან, რომელიც მთელი მსოფლიოს ეკოსისტემაზე იქონიებს გავლენას. თუ ჩვენ ამ კრიტიკულ ნიშნულს მივაღწევთ, შედეგები იქნება ძალიან ცუდი, გვალვები, ხანძრები და ასევე დაავადებები’’. შემაშფოთებელი ადგილია კონგოს აუზის ტროპიკული ტყეები, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია და მონოკულტურული ტყეები ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში. ,,ჩვენი შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ ტყეების გაჩეხვა არ არის დაავადებების სწრაფი გავრცელების გამომწვევი მიზეზი, ხელახალი ტყის გაშენებაც გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ტროპიკული ზონიდან მოშორებულ ქვეყნებში” ვკითხულობთ კვლევაში.

განცხადება/რეკლამა
მორანდი ახლა მუშაობს რამდენიმე კვლევაზე, რომლებიც გამოიყენებენ ხელოვნური თანამგზავრების/სატელიტების მიერ ჩატარებულ ტყის ტერიტორიის ანალიზს, რომ დაადგინონ მისი კავშირი დაავადებების წარმოქმნასა და გავრცელებასთან. მას სჯერა, რომ შესაძლებელი იქნება მომავალი ეპიდაფეთქებების წინასწარმეტყველება და ადგილობრივ საზოგადოებასთან მუშაობა, რომ აღდგეს ბიომრავალფეროვნება და ეკონომიკურად პროდუქტიული ლანდშაფტები, რაც შეამცირებს რისკებს. ის ამბობს რომ შემდეგი ეპიდაფეთქება არის დროის საკითხი. ,,საფრთხეები არის ძალიან დიდი, მთავარია სად და როდის გავრცელდება ვირუსები. ჩვენ გვჭირდება მომზადება.”

 

სტატიაზე მუშაობდა : სესილი შენგელია და ნანუცა კიკნაძე

წყარო : https://www.theguardian.com/environment/2021/mar/24/disease-outbreaks-more-likely-in-deforestation-areas-study-finds?fbclid=IwAR37NE-OpoTBxDUlGYi_ioHq082Ei91Xj0D99xJd-GTeki6StaxLK_3bR00

ნახვები : 247 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
რატომ იხოცებიან ფუტკრები
შემდეგი პოსტი
ეკოლოგიურად სუფთა ფლორისტიკა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,