GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

დაზიანებული ფიჭვები მოსაჭრელია, მთაწმინდის ფერდობზე 400 000 ხე დაირგვება

Homepage საქართველო დაზიანებული ფიჭვები მოსაჭრელია, მთაწმინდის ფერდობზე 400 000 ხე დაირგვება
საქართველო

დაზიანებული ფიჭვები მოსაჭრელია, მთაწმინდის ფერდობზე 400 000 ხე დაირგვება

აპრილი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
887 ნახვა
ნახვები : 378

მთაწმინდის ფერდობზე, რომელიც 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, ფიჭვები მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ იმედის“ ეთერში მთაწმინდის ფერდობის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ფიჭვები არის დაზიანებული და მოსაჭრელი და საჭიროებს ჩანაცვლებას.

„პროექტი დასრულებულია, სამუშაოები დაწყებულია. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – აღნიშნა მან.

პროექტს „ქართუ“ ფონდი ახორციელებს. როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, გასულ წელს ამ ტერიტორიაზე არაერთი კვლევა ჩატარდა და 20-ზე მეტი პარაზიტი გამოვლინდა , რომელიც მწვანე საფარს ანადგურებს.

„ბევრ ხეს უკვე ვეღარ მივუსწარით, ისინი ჩანაცვლდება ახალი ნარგავებით. ჯამში, ამ ტერიტორიაზე 39 სახეობის მცენარე უნდა დაირგოს და ესენი ისეა შერჩეული, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ჩვენს ბუნებრივ გარემოს. აღდგება სარეკრეაციო სივრცე, სადაც დაირგვება 400 000-ზე მეტი ახალი ნერგი. მხოლოდ წელს 40 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება, ასევე აღდგება ველო და საფეხმავლო ბილიკები – ჯამში 48 კილომეტრის ბილიკი“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, დაახლოებით ხუთ წელიწადში დედაქალაქს ე.წ მწვანე ფილტვი უნდა დაუბრუნდეს.

წყარო : https://bm.ge/ka/article/dazianebuli-fichvebi-mosachrelia-mtawmindis-ferdobze-400-000-xe-dairgveba—qartus-gegmebi/80883


წინა პოსტი
თბილისის მერია “მარშრუტკ​ებში” მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს
შემდეგი პოსტი
2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,