GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს

Homepage მსოფლიო 2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს
მსოფლიო

2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს

აპრილი 22, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
387 ნახვა

ახალი კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე, ზაფხულის ხანგრძლივა ექვს თვემდე გაიზრდება, თუკი კლიმატის ცვლილებების წინაღმდეგ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული. კვლევის ავტორების აზრით, ამ ცვლილებას დიდი გავლენა ექნება სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

1950-იან წლებში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, წლის ოთხი სეზონი  საკმაოდ პროგნოზირებადი თანმიმდევრობით იცვლებოდა, მაგრამ, ახლა, კლიმატის ცვლილება იწვევს მკვეთრ და არარეგულარულ ცვლილებებს სეზონების ხანგრძლივობისა და დაწყების თარიღებში, რომელიც მომავალში შესაძლოა უფრო ექსტრემალური გახდეს, თუ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიდგომები ჩვეული სცენარით გაგრძელდება.

„ზაფხული უფრო დიდხანს გრძელდება და უფრო მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ხოლო ზამთრის ხანგრძლივობა მოკლდება და უფრო თბილი ხდება გლობალური დათბობის გამო“, განაცხადა იუპინგ გუანმა, ტროპიკული ოკეანოგრაფიის სახელმწიფო საკვანძო ლაბორატორიის ოკეანოლოგმა.

ბაკალავრიატის სტუდენტის, ახლა უკვე თანაავტორის, ჯიამინ ვანგის მენტორობის დროს გუანს დააინტერესა იმ გარდამავალმა ცვლილებებმა, რომლებიც სეზონური ციკლის ცვალებადობის დროს ხდება. „უფრო ხშირად მესმოდა და ვკითხულობდი მოხსენებებს არასეზონური ამინდის შესახებ, მაგალითად, ცრუ გაზაფხული, ან მაისის თოვლი და ა.შ.“, თქვა გუანმა.

მკვლევარებმა გამოიყენეს კლიმატის ისტორიული, დღიური მონაცემები 1952-დან 2011-წლამდე, რათა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოთხი სეზონის ხანგრძლივობა და დაწყების თარიღების ცვლილებები შეესწავლათ. მათ ზაფხულის და ზამთრის დაწყება განსაზღვრეს, როდესაც ტემპერატურები პიკური ცხელი და ცივი ტემპერატურების 25%-ს მიაღწევდა. შემდეგ, გუნდმა გამოიყენა კლიმატის ცვლილების არსებული მოდელები, რომ დაედგინათ, თუ როგორ შეიცვლება სეზონები მომავალში.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ, ზაფხული 1952 წლიდან 2011 წლამდე 78-დან 95 დღემდე გაიზარდა, ხოლო ზამთარი 76-დან 73 დღემდე შემცირდა. აგრეთვე, გაზაფხულის და შემოდგომის ხანგრძლივობაც შემოკლდა 124-დან 115 დღემდე და 87-დან 82 დღემდე. შესაბამისად, გაზაფხული და ზაფხული უფრო ადრე დაიწყო, შემოდგომა და ზამთარი კი გვიან. ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და ტიბეტის პლატოზე სეზონურ ციკლებში  დიდი ცვლილებები შენიშნეს.

თუკი, ეს ტენდენციები შენარჩუნდება კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ქმედი ზომების მიღების გარეშე, მკვლევარების ვარაუდით, 2100 წლისთვის ზამთარი მხოლოდ ორ თვეზე ნაკლებ დროს გაგრძელდება, ხოლო  გაზაფხულისა და შემოდგომის გარდამავალი სეზონები შემცირდება.

„უკვე მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სეზონების ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და ადამიანის ჯამრთელობაზე.“ – განაცხადა გუანმა. მაგალითად, ფრინველების მიგრაცია, მცენარეების ყვავილობის და ზრდის პროცესები. ამ ფენოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება შეუსაბამობა შექმნას ცხოველებსა და მათ საკვებ წყაროებს შორის, დაარღვიოს ეკოლოგიური გარემო.

სეზონურმა ცვლილებებმა შეიძლება, ასევე, დიდი ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაზაფხული უფრო ადრე დაიწყება ან თოვლის მოსვლა იქნება არა სეზონური.  სეზონების გახანგრძლივების დროს ადამიანებს  უფრო დიდხანს მოუწევთ ალერგიის გამომწვევი მცენარეთა დამტვერვის ნაწილაკების სუნთქვა, ხოლო დაავადების გადამდებ კოღოებს შეუძლიათ გააფართოვონ მათი დიაპაზონი ჩრდილოეთისკენ.

უკიდურობისკენ მივექანებით

„ცხელი და გრძელი ზაფხული გამოიწვევს ხშირ და ინტენსიურ, ექსტრემალურ მოვლენებს – გვალვებს და ხანძრებს“ – განაცხადა ჟუმ, ჩინეთის მეტეოროლოგიური მეცნიერებათა აკადემიის, ამინდის სახელმწიფო საკვანძო ლაბორატორიისა და კლიმატის სისტემის ინსტიტუტის მკვლევარმა. გარდა ამისა, თბილმა, ხანმოკლე ზამთარმა შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა, რომელსაც ცივი ტალღები და ზამთრის ქარიშხლები მოჰყვება. ეს ნათლად დავინახეთ ბოლოდროინდელი მოვლენების მაგალითზე ტეხასსა და ისრაელში, თქვა მან.

მისი თქმით, ძნელია 2 ან 5 გრადუსიანი საშუალო ტემპერატურის მომატების კონცეპტუალიზაცია, მაგრამ ”ვფიქრობ, რომ იმის გაცნობიერება, რომ ეს ცვლილებები გამოიწვევს დრამატულ ცვლილებებს სეზონებში, ალბათ უკეთ დაგვეხმარება დავინახოთ თუ რა შედეგებს მოგვიტანს კლიმატის ცვლილებები.“

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.sciencedaily.com/releases/2021/03/210308165237.htm?fbclid=IwAR0occXqRwyY4hc4zhqILnK460lwuUZgipy6tN2czSQGn-CZcRKVPOfPwvk

ნახვები : 118 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
დაზიანებული ფიჭვები მოსაჭრელია, მთაწმინდის ფერდობზე 400 000 ხე დაირგვება
შემდეგი პოსტი
ნავთობის ინდუსტრიამ 50 წლის განმავლობაში იცოდა წიაღისეულის წვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,