GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ტაილანდში გამონაბოლქვის, კვამლისა და დაბინძურებული ჰაერის გამო ერთ კვირაში 200 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო

Homepage მსოფლიო ტაილანდში გამონაბოლქვის, კვამლისა და დაბინძურებული ჰაერის გამო ერთ კვირაში 200 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო
მსოფლიო

ტაილანდში გამონაბოლქვის, კვამლისა და დაბინძურებული ჰაერის გამო ერთ კვირაში 200 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო

მაისი 2, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
409 ნახვა
ნახვები : 189
  • ფეხმძიმე ქალები, ბავშვები და მოხუცები გააფრთხილეს, რომ დარჩენილიყვნენ სახლებში, ხოლო გარეთ მყოფებს მოუწოდეს, ეტარებინათ დაბინძურების საწინააღმდეგო N95 ნიღბები.
  • წლის დასაწყისიდან ტაილანდში 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა ჰაერის დაბინძურებისგან, რაც სტატისტიკურად იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე მოწევა ან ჭარბწონიანობა.
  • ტაილანდში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვაა, რაც, სამთვიანი აკრძალვის მიუხედავად, მაინც გრძელდება.

 

მანქანის გამონაბოლქვის, ინდუსტრიული დაბინძურებისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილმა მოყვითალო – მონაცრისფრო ნისლმა ტაილანდის ორი უდიდესი ქალაქი,  ბანგკოკი და ჩიანგ მაი, დაფარა. შედეგად,  კვირის განმავლობაში 200 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

ფეხმძიმე ქალები, ბავშვები და მოხუცები გააფრთხილეს, რომ დარჩენილიყვნენ სახლებში, ხოლო, გარეთ მყოფებს მოუწოდეს, ეტარებინათ დაბინძურების საწინააღმდეგო N95 ნიღბები. ქალაქის მასშტაბით არსებულმა ბაგა-ბაღებმა ოთახები აღჭურვეს ჰაერის გამწმენდებით ბავშვების დაბინძურებისგან დასაცავად.

ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა გამოაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან ტაილანდში 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა ჰაერის დაბინძურებისგან, რაც სტატისტიკურად იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე მოწევა ან ჭარბწონიანობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „გლობალური ჰაერის მდგომარეობის“ ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ტაილანდში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 8% იყო (41 000 შემთხვევაზე მეტი), რომელთაგან PM2.5 მყარი ნაწილაკები მთავარ რისკს წარმოადგენდა.

ტაილანდის ჯანდაცვის მდივანმა,  ოპარტ კარნკავინპონგმა, გადანაცხადა: „PM2.5 ნაწილაკების დონე კუბურ მეტრში 51 მიკროგრამს აღწევდა უწყვეტად სამი დღის განმავლობაში თხუთმეტ პროვინციაში, რამაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. დაბინძურების დონე წელს უფრო მაღალია წინა ორ წელთან შედარებით. პამდემიის გამო გადაადგილების შემცირებამ ჰაერის დაბინძურებაც შეამცირა.

Greenpeace Thailand-ის ჰაერის დაბინძრების კამპანიის მონაწილემ, ალია მაუნ-ობმა, „თავისუფალ რადიო აზიასთან“ საუბრისას განაცხადა: „ეს საშიში და ყველაზე უარესია, რაც კი აქამდე გვინახავს. აქამდე ჩიანგ მაიში მთების დანახვა შეგვეძლო, ახლა კი აღარ. ბანგკოკში მაღალი შენობები სმოგშია ჩაკარგული. ეს „პოსტ-კოვიდური“ სიტუაციაა, როცა კვლავ ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდებით. წელს ტაილანდში განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა.  ასევე, წელს ნაკლები სიხშირითაც წვიმს წინა წელთან შედარებით.“

ტაილანდში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სასოფლო სამეურნეო ნარჩენების წვაა, რომელიც სამთვიანი აკრძალვის მიუხედავად მაინც გრძელდება.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და იამზე მარკოიძე

წყარო : airqualitynews.com

3 აპრილი 2023 წელი


წინა პოსტი
ეკო ცნობიერების ამაღლება სკოლებში
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევის თანახმად, უმოქმედობის შემთხვევაში 2040 წლისთვის ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას რაოდენობა გასამმაგდება.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,