GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

,,სუფთა ჰაერის ღამე“ გახდა ,,სუფთა ჰაერის დღის“ ზამთრის ანალოგი

Homepage შემეცნებითი ,,სუფთა ჰაერის ღამე“ გახდა ,,სუფთა ჰაერის დღის“ ზამთრის ანალოგი
შემეცნებითი

,,სუფთა ჰაერის ღამე“ გახდა ,,სუფთა ჰაერის დღის“ ზამთრის ანალოგი

აპრილი 3, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
477 ნახვა
ნახვები : 39
  • Global Action Plan – ,,სუფთა ჰაერის დღის“ ორგანიზატორები იწყებენ ანალოგიურ პროექტს შეშის დაწვაზე არაკომფორტული სიმართლის გასაშუქებლად.

  • ,,სუფთა ჰაერის ღამე“ ანადგურებს მითს შეშის დაწვის უსაფრთხოების შესახებ.

  • ,,სახლის შიდა წვით წარმოქმნილი მავნე მცირე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების დონე გაორმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში.”

Global Action Plan – ,,სუფთა ჰაერის დღის“ (დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჩართულობის უდიდესი კამპანიის) ორგანიზატორები იწყებენ ანალოგიურ პროექტს, რათა შუქი მოფინონ შეშის დაწვაზე არაკომფორტულ სიმართლეს.

,,სუფთა ჰაერის ღამე“ ანადგურებს მითს შეშის დაწვის უსაფრთხოების შესახებ. იგი ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ შეშის დაწვა ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

კამპანია 4 კვირა გაგრძელდება, რომელიც კულმინაციას მიაღწევს ,,სუფთა ჰაერის ღამედ“ დასახელებულ 2024 წლის 24 იანვრის ოთხშაბათ ღამეს.

სუფთა ჰაერის ღამე დაიწყება 16:35 საათზე მზის ჩასვლისას. მოწინავე ექსპერტები მეტ სიმართლეს გამოააშკარავებენ საზოგადოებისთვის ვიდეორგოლების გაზიარებით. ასევე, შედგება ,,სუფთა ჰაერის ღამის“ თათბირი, რომლის დროსაც ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები შეძლებენ პირდაპირ ესაუბრონ ექსპერტებს და გაუზიარონ მიღებული ცოდნა.

სრულიად პირველ ,,სუფთა ჰაერის ღამეში“ საზოგადოების წევრების ჩართულობის ორი საშუალება არსებობს:

  • ისწავლე ,,სუფთა ჰაერის ღამეს“ ექსპერტების მიერ ჩაწერილი ვიდეოებიდან და შეიტყვე მეტი შეშის დაწვის შესახებ Clean Air Hub –ისა და #CleanAirNight –ის მოძიებით.

  • გააზიარე ეს ინფორმაცია შენს გარემოცვაში, ოჯახსა და მეგობრებში, რომ ნათელი მოჰფინო საკვანძო მითებს, და რომ დაიცვა მოსახლეობა და პლანეტა შეშის დაწვის შედეგებისგან.

,,სუფთა ჰაერის ღამე“ შემუშავებულია უახლესი კვლევის გამოყენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია ხის დაწვის შესახებ, რომელიც ახლახან წარუდგინეს სექტორს გლობალური სამოქმედო გეგმის მიერ შექმნილი ინსტრუმენტების ნაკრებით Impact on Urban Health-თან, ქცევის ექსპერტებთან Kantar და კრეატიულ სააგენტოსთან Dog, Cat & Mouse თანამშრომლობით.

ნებისმიერ საზოგადოებრივ სექტორს ან არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც სურს სუფთა ჰაერის ხილვა და სუნთქვა, უსასყიდლოდ შეუძლია გახდეს ,,სუფთა ჰაერის ღამის“ ოფიციალური მხარდამჭერი. Global Action Plan მუდმივად შექმნის უფასო მასალას ,,სუფთა ჰაერის ღამის“ მხარდამჭერებისთვის, რათა მათ საზოგადოებას გაუზიარონ სიმართლე შეშის წვის შესახებ, რითაც ხელს შეუწყობენ როგორც საკუთარ, ასევე მათი ოჯახებისა და მოქალაქეების დაცვას. ეს მოიცავს საკომუნიკაციო ხელსაწყოებს, მათ შორის ყოველკვირეული სოციალური მედიის შაბლონებს, საინფორმაციო ბიულეტენის ასლს და ჩამოსატვირთ პლაკატებს. ასევე, არსებობს მრავალი გზა ბიზნესის, სკოლებისა და კერძო პირების ჩართულობის კამპანიაში.

მეთიუ კლარკმა (პროგრამის მენეჯერი, პირველი ,,სუფთა ჰაერის ღამის“ დამფინანსებელი ჰერტფორდშირის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრი) თქვა, რომ „სახლის შიდა წვით წარმოქმნილი მავნე მცირე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების დონე გაორმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში. ადგილობრივ ხელისუფლებას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს ზომები მოცემული მზარდი პრობლემის გადასაჭრელად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ჰერტფორდშირის ოლქის საბჭო ამაყობს, რომ მხარს უჭერს ,,სუფთა ჰაერი ღამის“ პირველ კამპანიას, და ჩვენ მოვუწოდებთ სხვა საბჭოებსა და ორგანიზაციებსაც, შემოგვიერთდნენ ეროვნული საუბრის დასაწყებად შეშის დაწვის საშიშროების შესახებ.“

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი

წყარო:  Airqualitynews.com

3 აპრილი 2024 წელი


წინა პოსტი
სურსათის ნარჩენებისგან წარმოქმნილი მეთანის ემისიები
შემდეგი პოსტი
პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,