“სოციალური უსამართლობა” ასთმით დაავადებული ბავშვებისადმი ზრდის ჰაერის დაბინძურების დისპროპორციას
- ლონდონში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ასთმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა დაბინძურებული ჰაერის გამო ყოველწლიურად იზრდება
- ყველაზე დიდ საფრთხეში საზოგადოების უღარიბესი ფენების, შავკანიანებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან
- ლონდონის ღარიბ უბნებში ადამიანებს გაცილებით ნაკლები ავტომობილი ჰყავთ, ეს კი ნიშნავს, რომ ღარიბების ჯანმრთელობა მდიდრების ფუფუნებით სავსე ცხოვრების წესს ეწირება
ლონდონში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენის შედეგები საზოგადოების ღარიბ და მარგინალურ ფენებზე.
2021-2022 წწ.-ებში ლონდონის საავადმყოფოების მცირეწლოვანი პაციენტების ნახევარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი იყო, ხოლო თეთრკანიანი ბრიტანელები პაციენტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 28%-ს შეადგენდნენ.
გასული წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 3.600 ბავშვზე მეტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ეს რიცხვი 64%-ით აჭარბებს გასული წლის პაციენტი-ბავშვების რაოდენობას. ამის ახსნა შესაძლებელია კოვიდ-19-ის ეპიდემიითა და მასთან დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების ზრდითა და ლოქდაუნებით. უახლესი მონაცემებით 2022 წლის ივლისში 229 ბავშვისა და ახალგაზრდას ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო ასთმის შეტევების გამო.
ეს ციფრები ადასტურებს, რომ მასოფლიოს დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების შედეგები ყველაზე მძიმე ზემოქმედებას საზოგადოების უღარიბეს, მარგინალიზირებულ ფენებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე ახდენენ. ახლახანს ლონდონში ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია 16%-27%-ით უფრო დიდია იმ უბნებში, რომლებშიც შავკანიანები, აზიატები და ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
მერიის დაკვეთით ჩატარებულმა სხვა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ უბნებში მცხოვრებ ხალხს გაცილებით ნაკლები ავტომობილები აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ღარიბების ჯანმრთელობა მდიდრების ფუფუნებასა და აქტიური ცხოვრების წესს ეწირება.
„ჩემს ვაჟს ასთმა აქვს, ისევე როგორც ათიათასობით ლონდონელ ბავშვს. ამ ქალაქში ყოველ მეათე ბავშვს ასთმა აქვს. ეს სამარცხვინო სტატისტიკაა. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ზარალდება იმის გამო, რომ მათ დაბინძურებული ჰაერით უწევთ სუნთქვა,“ – თქვა რუტ ჰარისმა, მოძრაობა „დედები ფილტვებისთვის“ წარმომადგენელმა. „ამ ზაფხულს ჩემი პატარა ბიჭი დაბინძურებული ჰაერის გამო საავადმყოფოში უკვე მე-13-ჯერ აღმოჩნდა. ძნელია აღწერო, თუ რა საშინელი შეგრძნებაა უყურო, თუ როგორ იბრძვის შენი შვილი ყოველი შესუნთქვისთვის. ჰაერის დასუფთავება სასწრაფოდ მოსაგვარებლი პრობლემაა.“
„დაუშვებელია, რომ ლონდონის რომელიმე ბავშვს დაბინძურებული ჰაერის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბავშვი სხვებზე მეტად იტანჯება – საშინელი უსამართლობაა,“ – დასძინა ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა. „მზად ვარ ყველაფერი ვიღონო ლონდონის ჰაერის დასუფთავებისთვის, ქალაქის ბინადარი ყველა ბავშვის ჯანმრთელობას დავიცავ, რაღა ჩვენი ქალაქის მომავალი ვუზრუნველყო კლიმატური ცვლილებების ეპოქაში. ამიტომაც ვატარებ კონსულტაციას ზედაბალი გამონაბოლქვის ზონის გაფართოების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ცოტახანში კიდევ 5 მილიონი ადამიანი უკეთესი ჰაერით ისუნთქებს და ყველას უფრო სუფთა, სამართლიანი და გამწვანებული ლონდონი გვექნება.“
ეს ბოლო კვლევა ადასტურებს ისეთი ორგანიზაციების ნაშრომების სისწორეს, როგორებიცაა Friends of the Earth და The Runnymede Trust. მათ გამოაშკარავეს, რომ დაბინძურებული ჰაერი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მჭიდრო კავშირშია სიღარიბესთან და ეთნიკურ უმცირესობისადმი მიკუთვნებასთან.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და დეა კუასიანი
წყარო : airqualitynews.com
6 იანვარი 2023 წელი.