პოზიტიური ეკოამბები 2022 წლიდან
თეთრი რიფები ინარჩუნებენ მიკროელემენტების გამოყოფის უნარს
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მარჯნის რიფები დაზიანდა ზღვის ტემპერატურის მატების შედეგად, რამაც მათი ფართომასშტაბიანი გაუფერულება გამოიწვია, როგორც ჩანს, თეთრი ტროპიკული რიფები კვლავ რჩება მიკროელემენტების მდიდარ წყაროდ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მარჯნის რიფების გაუფერულებისგან დაცვა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც ზიანი იქნა მიყენებული, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული იმედი. ეს განსაკუთრებით კარგი ამბავია მრავალი სანაპირო თემისთვის, რომლებიც საკვებად რიფების სისტემას ეყრდნობიან.
ევროპის უმწვანეს ქალაქს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაგისტრალი აქვს ფუტკრებისთვის
როგორც ჩანს, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ტალინისგან. ესტონეთის დედაქალაქი უნდა გახდეს ევროპის მწვანე დედაქალაქი 2023 წლისთვის, მდგრადობისადმი მისი ინოვაციური და თანამედროვე მიდგომის გამო.
რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტალინში, არის ის, რომ იგი ადრე მრავალი ძლიერ დამბინძურებული ინდუსტრიის ადგილს წარმოადგენდა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ცვლილება ყოველთვის შესაძლებელი, ტალინი წარმატებული მაგალითია ევროპის სხვა ქალაქებისთვის და მის ფარგლებს გარეთ.
სტუდენტებმა ,,მოტივტივე’’ სახლები შექმნეს რომ ადამიანები დატბორვას გადაარჩინონ
ეს კარგი მაგალითია თუ როგორ შეუძლია პრობლემას ინოვაციისკენ მიგვიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ გამოგონების მიზეზი ღრმად შემაშფოთებელია, ამ პროექტის მიღმა სტუდენტებმა შექმნეს რაღაც მართლაც ბრწყინვალე.
მათ დიზაინს შეუძლია უზრუნველყოს თავშესაფარი მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში და შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სანიტარული პროდუქტების შესანახად, როგორც გადარჩენის პროგრამების ნაწილი.
ეს პატარა მექსიკური თევზი გადაშენებას გადაარჩინეს
არის რაღაც საოცარი ნებისმიერ ამბავში, რომელიც ეხება თითქმის გადაშენებიდან დაბრუნებულ სახეობას. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, საშინელებაა რომ რაღაცეებმა მიაღწიეს ამგვარ გარდამტეხ წერტილს, ის ასევე აჩვენებს, რომ იმედი ყოველთვის არის – მაშინაც კი, როდესაც ყველაზე ცუდი შედეგი გარდაუვალი ჩანს.
ეს კონკრეტული შემთხვევა მომხიბვლელია. ტეკილას პაწაწინა გაყოფილფარფლა ველური ბუნებიდან 2003 წელს გაქრა ადამიანის აქტივობის გამო, მაგრამ კონსერვაციის ცენტრების ძალისხმევის წყალობით, მტკნარი წყლის ამ პატარა სახეობის კოლონიები კვლავ აყვავდებიან.
ავსტრალიური სტარტაპი ტყეების გაქრობას დრონების არმიით ებრძვის
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის კრიზისი ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს, ბიომრავალფეროვნების კრიზისი არის ის, რასაც ჩვენ ყველამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. სწორედ ეს არის ამ კომპანიის მიზანი, რომელიც აერთიანებს AI-ს დრონებს, ეს უფრო სწრაფი, იაფი გზაა ტყეების გაჩეხვის დასაძლევად.
ამასთან, მას არ ახასიათებს ხეების დარგვის გეგმებთან დკავშირებული პრობლემები. მეთოდი შექმნილია ადგილობრივი ეკოსისტემის გასაძლიერებლად, და იმავდროულად, მიმართულია მონოკულტურების და არაადგილობრივი სახეობების აცილებისკენ.
კონფერენციის ვირტუალურად ან ჰიბრიდულად ჩატარება შესამჩნევად ამცირებს კლიმატის ცვლილების შედეგებს
ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ (პანდემიამდე) გლობალური კონფერენციის ინდუსტრია აწარმოებდა იმდენი სათბურის გაზების ემისიას, რამდენიც მთლიანი შეერთებული შტატები. ეს არის სერიოზულად დამაბინძურებელი სექტორი, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ონლაინ და ჰიბრიდულ კონფერენციებზე გადასვლამ შეიძლება დიდი სარგებელი მოუტანოს პლანეტას.
IPCC 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩვენ გვაქვს 8,3-9,7 წელი, სანამ 1,5℃ გლობალური დათბობის ზღვარს გადავაჭარბებთ. მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ კონფერენციების ონლაინ გადატანამ შეიძლება ეს ვადა 1,5 წლით გაახანგრძლივოს.
ოკეანოგრაფები ზეიმობენ ტაიტიში ხელუხლებელი მარჯნის რიფის აღმოჩენას
ტაიტის ტროპიკული სანაპირო ზოლის წყლებში ჩაყვინთვისას საზღვაო მკვლევარებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი უდიდესი მარჯნის რიფი, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა.ის მრავალი რიფისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, საერთოდ არ განიცდის ადამიანის საქმიანობის მავნე ზეგავლენას.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკეანის ფსკერის მხოლოდ 0,1 პროცენტს იკავებენ, მარჯნის რიფები საზღვაო ცხოველების მეოთხედის სახლია.
ასე რომ, ადვილი მისახვედრია, რატომ არის ეს ასეთი შესანიშნავი სიახლე.
მზის ენერგიაზე მომუშავე ბაიკერები სამხრეთ აფრიკაში ველური ბუნების ბრაკონიერებს ებრძვიან
ეს ფანტასტიკური ისტორია აერთიანებს კლიმატის მოძრაობაში ბევრი ჩვენგანისთვის საინტერესო ორ სფეროს: ბუნების დაცვას და სუფთა ენერგიას.
ჩვენი ჟურნალისტი როზი ფროსტი ესაუბრა ამ გასაოცარი ინიციატივის მქონე შვედურ კომპანიას რათა მეტი გაიგოს
ამ ადამიანმა ლატარიაში გაიმარჯვა და თავის მოგებულ 200 მილიონ ევროს გარემოსდაცვით საქველმოქმედო ფონდის შექმნას მოახმარს.
ეს ამბავი უბრალოდ იმის გამო გვიყვარს, რომ გვიჩვენებს, რამდენად შესანიშნავები შეიძლება იყვნენ ადამიანები.
გამარჯვებულმა ანონიმურად გამოაქვეყნა საჯარო წერილი, რათა აეხსნა, რატომ მიიღო ეს ბრწყინვალე გადაწყვეტილება.
არ გირჩევთ ამ სტატიის ვრცლად წაკითხვას, განსაკუთრებით, თუკი ფიქრობთ, რომ სამყარომ უკვე გაგიცრუათ იმედები.
გაიცანით ზარმაცას ნაშიერები, რომლებიც „კვლავ სწავლობენ სიველურეს“ ამ ობოლ ცხოველთა თავშესაფარში
იცოდით, რომ ზარმაცა პლანეტის ერთ-ერთი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძუძუმწოვარია?
პრობლემა თავდაპირველად კოსტა რიკაში შენიშნეს, სადაც ბევრი დაობლებული ზარმაცას ნაშიერი იპოვეს.
თუმცა ეს სარეაბილიტაციო ცენტრი საოცარ საქმეს აკეთებს ამ ძუძუმწოვრებისთვის და პოპულაციას გადარჩენაში ეხმარება .
ამიერიდან მზის ენერგიის შენახვა უკვე 18 წლის ვადითაა შესაძლებელი
ეს იყო მიმდინარე თვის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტატია – როგორც ჩანს, ჩვენი მკითხველები ეშურებიან სიახლეებს მზის ენერგიის შესახებ!
და ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო ამბავია.
შვეიცარიის უდიდესი ქალაქი გაზს სამუდამოდ გათიშავს
IPCC-ის ანგარიში მოგვიწოდებს, რომ მთლიანად დავთმოთ წიაღისეული საწვავი. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ამ მოწოდების აღსრულების მოწმენი ვხდებით .
რამდენადაც ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტრაგიკულმა ომმა დააჩქარა, ძნელია, ეს სიახლე სრულად დადებითად მივიღოთ, თუმცა, კლიმატის კუთხით, ეს უდავოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ამ შიმპანზეებზე წლების განმავლობაში ცდებს ატარებდნენ და შემდეგ კუნძულზე დასაღუპად ტოვებდნენ
მაშ, მოგვისმინე! ეს ამბავი სასიამოვნოდ არ ჟღერს… და არც არის – უმეტესწილად.
მაგრამ ბოლოში არის გარკვეული იმედი და ეს გარემოსდაცვითი ისტორიის ის ნაწილია, რომელზედაც ყველამ მეტი უნდა შეიტყოს.
„ღამის მზის პანელებს“ შეუძლიათ გამოიმუშაონ ტელეფონის დასატენად საკმარისი ენერგია. მაგრამ როგორ მუშაობენ ისინი?
სპეციალურად შემუშავებული პანელები შეიძლება დაგვეხმარონ მზის ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, იმით, რომ მზის ჩასვლის შემდეგაც გამოიმუშაონ ენერგია.
პანელები აღმოაჩინეს 2020 წელს, როდესაც კალიფორნია დევისის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა სახელი გაითქვეს.
პროფესორ ჯერემი მანდეის მიერ გამოგონებული „მზის საწინააღმდეგო უჯრედები“ ღამის ციდან ელექტროენერგიის შეგროვების საშუალებას გვაძლევს. წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ღამის მზის პანელები მობილური ტელეფონის დასატენად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ.
სტატიაზე მუშაობდა : მეგი რუსია და ვალერი გელოვანი
წყარო : www.euronews.com
4 იანვარი 2023 წელი.