ფოიერვერკების გავლენა გარემოზე
თუ ახალი წლის ღამეს გვიანობამდე შემორჩებით, დაინახავთ ფერად შოუს, რომელიც თავს დრონებით იწონებს (ჩვეულებრივ ფოიერვერკს შორის). დრონები უფრო და უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს სინათლის შოუებში, ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პირველია იმ შემთხვევებიდან, როდესაც დრონები გამოიყენეს. დრონებს შეუძლიათ უფრო მჭიდროდ და ხანგრძლივად ფრენა, რაც ფოიერვერკის ალტერნატივას წარმოადგენს. ადამიანებს იმდენად აღარ უყვართ ფოიერვერკები მათი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გამო, მაგრამ რამდენად ცუდია ისინი? და შეიძლება რამე გაკეთდეს მათ „გასამწვანებლად“?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ელამაზება ფოიერვერკები, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ გარემოს. ფოიერვერკი ატმოსფეროში ქიმიკატების ისეთ კოქტეილს ისვრის, რომელთაგან ბევრმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს და გარემოს. ფოიერვერკის ფერები ისეთი მეტალის ნაერთებისგან მიიღება, როგორიცაა ბარიუმი და ალუმინი, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ისინი ასევე შეიცავენ ოქსიდიზატორებს, რომლებიც ცნობილია როგორც პექლორატები – ისინი წარმოქმნიან ჟანგბადს, რომელიც აუცილებელია აფეთქებისთვის, მაგრამ შეიძლება დააბინძურონ მდინარეები და წყალი. გარდა ამისა, ისინი წარმოქმნიან კვამლს და ნაწილაკებს, რაც გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე. გარდა იმისა, რომ ნამსხვრევები სადღაც უნდა ჩამოცვივდეს, სინათლე და ხმები ხშირად არღვევს ცხოველების სიმშვიდეს და შეიძლება გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მწვანე საზოგადოება უფრო ეკოლოგიურ ალტერნატივებს ეძებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ფოიერვერკი ყოველწლიურად ატმოსფეროს 2000 ტონაზე მეტი ნაწილაკით აბინძურებს.
იმის გასაზომად, თუ რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ფოიერვერკი, უპრიანია გადახედოთ ჰაერის ხარისხის ინდექსს. ეს იძლევა 0-დან 500-მდე მაჩვენებელს, 401-ზე მეტი ნებისმიერი მაჩვენებელი კლასიფიცირებულია, როგორც “მძიმე”, რაც ნიშნავს, რომ ჰაერმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ჯანმრთელ და რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებზე. ნიუ დელიში, 2019 წლის დივალის დროს, ქალაქის რამდენიმე ნაწილში ფოიერვერკების შედეგად წარმოქმნილმა გამონაბოლქვმა ჰაერის ხარისხის ინდექსის რეიტინგი მაქსიმუმამდე, 500-მდე აწია. ქვეყნის გარემოს დაბინძურების საბჭომ, ფესტივალის ბოლო დღეს, წვრილი ნაწილაკების “მწვავე” დონეები (PM2.5) დააფიქსირა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, „PM2.5-ს შეუძლია შეაღწიოს ფილტვის ბარიერსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ნაწილაკების ქრონიკული ზემოქმედება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს“.
მიუხედავად იმისა, რომ ფოიერვერკები ხშირად დღესასწაულის მთავარი ნაწილია, მწვანე საზოგადოება უფრო ეკოლოგიურ ალტერნატივებს ეძებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ფოიერვერკი ყოველწლიურად ატმოსფეროს 2000 ტონაზე მეტი ნაწილაკებით აბინძურებს. გერმანული ფოიერვერკების მწარმოებელი Weco-ს პიროტექნიკოსი გეორგ ალეფი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნახშირბად-ნეიტრალური ფოიერვერკი: „არის წვა და როგორც ყოველი წვის დროს, რეაქციები წარმოქმნის რაღაცას ჰაერში. ჩვენი პროდუქტები არ არის თავისუფალი წვრილი ნაწილაკებისგან“. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ მისი კომპანია მუშაობს იმისთვის, რომ მისი პროდუქტები უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს და რომ თანამედროვე ტექნოლოგიამ გავლენა მოახდინა გარემოზე.
“Weco” აღნიშნავს, რომ პროგრესი ნელია, რადგან ბიოდეგრადირებადი მასალები უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ფოიერვერკის ნაწილები და ხელმისაწვდომობაც მწირია.
ალეფი ამტკიცებს, რომ Weco უფრო შორს წავიდა, ვიდრე ბევრი სხვა ფოიერვერკების მწარმოებელი, მაგალითად, მათ რაკეტებში კომპოსტირებადი ბოჭკოების გამოცდითა და ნაწილობრივ მცენარეული მასალისგან დამზადებული ბატარეების გამოყენებით. კომპანია იმედოვნებს, რომ შეძლებს რაკეტების პლასტმასის ქუდების შეცვლას გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული ვერსიით. ზოგიერთი კომპანია ასევე აწარმოებს აზოტზე ,და არა, ნახშირბადზე დამზადებულ ფოიერვერკებს. Weco აღნიშნავს, რომ პროგრესი ნელია, რადგან ბიოდეგრადირებადი მასალები უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ფოიერვერკის ნაწილები და მწირია ხელმისაწვდომობა. ალეფი ასევე ხაზს უსვამს უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ფოიერვერკის ახალი კომპონენტების ტესტირება არ არის სწრაფი პროცესი.
ალეფი ამბობს: „თუ გსურთ გქონდეთ სრული ნულოვანი გამონაბოლქვი, მაშინ ერთადერთი გზა ფოიერვერკებისგან თავის დაღწევაა“. ოლი ჰოვიტი, კრეატიული კოორდინატორი “SkyMagic”-ში (რომელმაც შექმნა ლონდონის NYE დღესასწაული) ვარაუდობს, რომ დრონები მწვანე ვარიანტია: „მათ არ აქვთ გამონაბოლქვი, ისინი ხელახლა გამოყენებადია, არ არის ნალექი, ნამსხვრევები ან მსგავსი რამ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ისინი ძალიან კარგი, მდგრადი ვარიანტია. ” ამასთან, გაჟღერდა პრობლემები დრონების შესახებ, რადგან ისინი საჭიროებენ ელექტროენერგიას და ლითიუმის ბატარეებს. ორივეს წარმოება ზიანს აყენებს დრონების მწვანე პოტენციალს.
შეცვლიან დრონები ფოიერვერკებს? ჰოვიტი ასე არ ფიქრობს: „ჩვენ ვხვდებით, რომ ფოიერვერკი ძალიან კარგად მუშაობს დრონებთან ერთად, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვხედავთ მათ, როგორც ერთიმეორის ჩამნაცვლებელს. ჩვენ ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ეს არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისა, თუ როგორ აცოცხლებ ცას და რისი გაკეთება გსურს ჩასატარებელ შოუში“. მაგრამ, როგორც ჩანს, გრანდიოზული ფოიერვერკის სპექტაკლების დღეები თანდათან გადის და ალტერნატივები ჩნდება. სამხრეთ კორეა და დუბლინი, ორივე იყენებს განათებისა და ფოიერვერკების კომბინაციას, ხოლო გერმანიის ქალაქი ლანდშუტი მხოლოდ განათებას იყენებს. ფოიერვერკი შეიძლება მთლიანად არ გაქრეს, მაგრამ ჩვენ მიერ მათი მოხმარება იცვლება და უფრო ეკოლოგიურად სუფთა ხდება მთელ ამ პროცესში.
სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი
წყარო : theboar.org
30 დეკემბერი 2022 წელი