GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

დაბინძურებულ ჰაერში დიდხანს ყოფნა ასუსტებს იმუნურ სისტემას

Homepage შემეცნებითი დაბინძურებულ ჰაერში დიდხანს ყოფნა ასუსტებს იმუნურ სისტემას
შემეცნებითი

დაბინძურებულ ჰაერში დიდხანს ყოფნა ასუსტებს იმუნურ სისტემას

იანვარი 6, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1183 ნახვა
ნახვები : 454

უახლესმა კვლევებმა დაადასტურა ჰაერის დაბინძურების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტის იმუნოლოგებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რაც უფრო დიდხანს იმყოფება ადამიანი დაბინძურებულ გარემოში, მით უფრო უარესდება მისი იმუნური ჯანმრთელობა.

გარდა იმისა, რომ ორგანიზმის ბუნებრივი უნარი – ებრძოლოს ინფექციებსა და სხვა გარემოებებს – დროთა განმავლობაში ისედაც სუსტდება, ამას აუარესებს დაბინძურებულ ჰაერში ცხოვრების ათწლეულები. დაბინძურებულ ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკები გროვდება ფილტვებთან დაკავშირებულ ლიმფური კვანძების იმუნურ უჯრედებში და საბოლოო ჯამში აქვეითებს მის ფუნქციას.

Nature Medicine-ში პირველად გამოქვეყნდა მტკიცებულებები იმისა, რომ რესპირატორული დაავადებების რისკი ასაკთან ერთად იზრდება, მათ შორის, არამწეველებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია ლოგიკურად ჟღერს, შედეგები მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც მკვლევართა თავდაპირველი განზრახვა არა ჰაერის დაბინძურების გავლენის განსაზღვრა იყო იმუნურ სისტემაზე, არამედ ადამიანის ორგანოების ლიმფურ ქსოვილებში იმუნური უჯრედების შესწავლა.

„ადამიანის ლიმფურ კვანძებზე დაკვირვებისას გასაოცარი იყო შავი ფერის კვანძების რაოდენობა ფილტვებში, მაშინ როდესაც კუჭ-ნაწლავსა და სხვა სხეულის არეალებში ჩვეული ჩალისფერი კვანძები იყო“ – ამბობს პროფესორი დონა ფარბერი, კვლევის ავტორი.

„ფილტვებში შავი ლიმფური კვანძებისა და მათში არსებული მყარი ნაწილაკების აღმოჩენის შემდეგ, დავფიქრდით იმაზე, აქვეითებს თუ არა ისინი ფილტვის უნარს – ებრძოლოს ინფექციებს დაბერების ფონზე“ – დაამატა მან. კვლევაში გამოყენებულ იქნა 84 არამწეველი გარდაცვლილი პირის ქსოვილები, 11-დან 93 წლამდე.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და დეა კუსიანი

წყარო : airqualitynews.com

6 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
“სოციალური უსამართლობა” ასთმით დაავადებული ბავშვებისადმი ზრდის ჰაერის დაბინძურების დისპროპორციას
შემდეგი პოსტი
ბრძოლა მომაკვდინებელი სილიკოზის წინააღმდეგ, NSW კრძალავს ქვის მშრალი მეთოდით ჭრას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,