GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბრძოლა მომაკვდინებელი სილიკოზის წინააღმდეგ, NSW კრძალავს ქვის მშრალი მეთოდით ჭრას

Homepage მსოფლიო ბრძოლა მომაკვდინებელი სილიკოზის წინააღმდეგ, NSW კრძალავს ქვის მშრალი მეთოდით ჭრას
შემეცნებითი, მსოფლიო

ბრძოლა მომაკვდინებელი სილიკოზის წინააღმდეგ, NSW კრძალავს ქვის მშრალი მეთოდით ჭრას

იანვარი 6, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
525 ნახვა
ნახვები : 401
  • 45 წლის მამაკაცი სილიციუმის მტვრის ჩასუნთქვის შედეგად გარდაიცვალა.
  • დაზარალებულს მძიმე სილიკოზის გამო ფილტვის გადანერგვა დასჭირდა.
  • სილიკოზით დაავადების აცილება შესაძლებელია ქვის სველი მეთოდით დამუშავებით,მტვრის ვენტილაციითა და დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით.

 

NSW მთავრობა კრძალავს ხელოვნური ქვის მშრალ ჭრას სამზარეულოს მაგიდის ზედაპირისთვის სილიციუმის მტვრის მომაკვდინებელი დაავადების საპასუხოდ.

აკრძალვა ძალაშია მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში NSW-ის ექიმებმა განაცხადეს სილიციუმის დიოქსიდის აღმოჩენის პირველ შემთხვევებზე, რამაც გამოიწვია ავტოიმუნური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სახსრების, ფილტვებისა და კანის შემაერთებელ ქსოვილზე.

აზბესტთან დაკავშირებული დაავადებებისგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვეულებრივ,        ჩნდება ხანდაზმულობისას, სილიკოზი აწუხებს ავსტრალიელებს 20, 30 და 40 წლის ასაკში. დაავადება გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, რომლებმაც მოჭრეს და დაამონტაჟეს ხელოვნური ქვა, მათ შორის, სამზარეულოს მაგიდის ზედაპირები.

NSW მინისტრმა, კევინ ანდერსონმა, თქვა, რომ აკრძალვა ყველა ტიპის მშრალი ჭრის შესახებ, რომელიც გამოყოფდა სილიციუმის მტვერს, დაიწყებოდა 2020 წლის 1 ივლისს და სილიკოზი გახდება ცნობადი დაავადება, რომლის ყველა შემთხვევა აღწერილი იქნება ერთ რეესტრში.

”NSW-ში მუშების დასაცავად, ჩვენ ვკრძალავთ ხელოვნური ქვის მშრალ ჭრას და, შეუსაბამობის შემთხვევაში, SafeWork-ის ინსპექტორები ახალი რეგულაციით შეძლებენ ადგილზევე, მკაცრად, დააჯარიმონ კანონდამრღვევი ” – თქვა მან.

NSW-ის მთავრობამ უკვე მიიღო ვალდებულება სამუშაო ადგილზე სილიციუმის დიოქსიდის გამოყოფის შესახებ, ახალი სტანდარტით 0.05 მგ/მ3 ოდენობით და ეს ძალაში შევიდა  2020 წლის 1 ივლისიდან.

ასოცირებულმა პროფესორმა დებორა იეიტსმა, და კოლეგებმა, სიდნეის „წმინდა ვინსენტის“ და „ვოლონგონგის“ საავადმყოფოდან, გამოაქვეყნეს თავიანთი აღმოჩენები ახალი შემთხვევებისა და სილიკოზის ავსტრალიური ეპიდემიის შესახებ რესპირატორული  და კრიტიკული მედიცინის ამერიკულ ჟურნალში.

დაზარალებულ მუშებს შორისაა 45 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა სილიციუმის მტვრის ზემოქმედების შედეგად. იგი 15 წლის განმავლობაში ხელოვნური ქვის სამზარეულოს მაგიდის ზედაპირებისა და ქვის დამონტაჟებას ახდენდა. მეორეს კი მძიმე სილიკოზის გამო ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.

იეტსის განცხადებით,სილიკოზი “სრულად ექვემდებარება პრევენციას” და მისი კონტროლი შესაძლებელია ჭრის დროს ქვაზე წყლის დაღვრით, მტვრის ვენტილაციითა და დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით, როგორიცაა ნიღაბი. იგი თვლიდა, რომ მშრალი ჭრა უნდა აიკრძალოს. სილიციუმის მტვრის ჩასუნთქვამ და შეწოვამ სხეულში შეიძლება გამოიწვიოს ავტოიმუნური რეაქცია, რომელიც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე.

ლეიბორისტების  დეპუტატმა დენიელ მუხიმ თქვა, რომ ახალი ლეიბორისტები  მხარს უჭერს მტვრისგან გამოწვეული დაავადებების აღრიცხვას შემოღებას სილიკოზისა და აზბესტოზის ჩათვლით.

”მტვრის დაავადებების რეგისტრირება აჩქარებს ხელისუფლების რეაგირებას, რადგან ხელისუფლებას ეცოდინება, სად შეისუნთქავს ხალხი ამ საშიშ მტვერს და დაიცავს სხვებს რისკისაგან“, – თქვა მან.

ლეიბორისტები მხარს უჭერს სილიციუმის მტვრის ზემოქმედების სტანდარტების შემცირებას ყველა არა სამრეწველო ინდუსტრიისთვის, მუშების რეგულარულ სკრინინგს, რომლებიც მუშაობენ სილიციუმის მტვრის ქვეშ და პერსონალური დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვას, როგორიცაა სრული სახის რესპირატორები მუშებისთვის, რომლებიც ჭრიან ხელოვნურ ქვას.  ასევე სურთ, რომ ყველა კომპანია, რომელიც ჩართულია ხელოვნური ქვის წარმოებაში, ყოველწლიურად , ინდუსტრიის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად ,დარეგისტრირდეს SafeWork NSW-ში,.

NSW Greens-ს სურს სრული აკრძალვა ხელოვნური ქვის ნაწარმზე.

სიდნეიში ხუთი შვილის მამას, 48 წლის ენდრიუ კლოკს სილიკოზის დიაგნოზი დაუსვეს 2019 წელს, მას შემდეგ რაც 32 წლის განმავლობაში ქვისმთლელად მუშაობდა. ის აპირებს სამსახურიდან წასვლას და სხვა სამუშაოსთვის გადამზადებას. ენდრიუს ეკეთა დამცავი ნიღაბი სილიკოზის მტვრის ზემოქმედების დროს, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ეს არ იყო ეფექტური.

„ჩვენ  არ გვქონდა ინფორმაცია და ვერ ვაანალიზებდით, რამდენად საშიში იყო ეს პროდუქტი“, – ამბობს ის.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და ანა ახალაძე

წყარო : www.smh.com.au

6 იანვარი 2023 წელი.

 

პუბლიკაცია მომზადებულია  ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“  და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.


წინა პოსტი
დაბინძურებულ ჰაერში დიდხანს ყოფნა ასუსტებს იმუნურ სისტემას
შემდეგი პოსტი
როგორ გადაურჩება თევზი ოკეანის სიცოცხლისთვის ექსტრემალურ წნევას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,