GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სოფელ ჯიღაურას ცემენტის ქარხნის დემონტაჟი – ადგილობრივი მოსახლეობის გამარჯვება

Homepage საქართველო სოფელ ჯიღაურას ცემენტის ქარხნის დემონტაჟი - ადგილობრივი მოსახლეობის გამარჯვება
საქართველო

სოფელ ჯიღაურას ცემენტის ქარხნის დემონტაჟი – ადგილობრივი მოსახლეობის გამარჯვება

მაისი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
663 ნახვა
ნახვები : 231

მცხეთის რაიონ სოფელ ჯიღაურაში მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დაახლოებით 1 თვეა,უკანონო ქარხნის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენი მოძრაობის პროცესში ჩართვამდე, ადგილობრივი მოსახლეობა და საინიციატივო ჯგუფი ქარხნის წინააღმდეგ დაახლოებით 1 წელი იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ საწარმოს გამონაბოლქვი 5-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და იგი დასახლებული პუნქტიდან სულ რაღაც 83 მეტრში მდებარეობს. ამავდროულად, ქარხნის ფუნქციონირებით ზიანდებოდა უნიკალური ქართული ჯიშები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული.

ჩვენი მოძრაობის ორგანიზებით, გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მცხეთის მერიასთან,სადაც ადგილზევე კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა ჟურნალისტთან ინფორმაციის გაშუქებისა და გავრცელების მიზნით.

ქარხნის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება სამართლებრივი დავაც იყო. 2023 წლის აპრილში ადგილობრივი მოსახლეობის სახელით პირველი სარჩელი შევიდა სასამართლოში აღნიშნული ცემენტის ქარხნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დარღვევების გასაჩივრების მიზნით.

საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი და ქარხანა დღესდღეობით გაჩერებულია, მიმდინარეობს მისი დემონტაჟი. შედეგად კი ადგილობრივ მოსახლეობას ისევ ექნება წვდომა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სუფთა ჰაერზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

 


წინა პოსტი
დიღომში მიმდინარე მშენებლობის პროტესტი
შემდეგი პოსტი
კამპანია „არაქვაჭრას“ 1-ელი სამუშაო შეხვედრა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,