დიღომში მიმდინარე მშენებლობის პროტესტი
მოხალისეობრივი მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ყოველთვის დგას ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის მოსახლეობის გვერდით. მისი თითოეული მოქმედება გამიზნულია იმისათვის, რომ მოსახლეობას სუფთა ჰაერი ჰქონდეს, სუფთა ჰაერი ხომ ყველა ჩვენგანის უფლებაა.
სამ წელზე მეტია მას შემდეგ, რაც დიღმის მასივში, კერძოდ, ევგენი მიქელაძის 11 ნომერში მიმდინარეობს მშენებლობა, რომელსაც ზუსტად სამი წელია აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მშენებლობა დასრულდება, ამ კორპუსსა და მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსს შორის დაშორება ორი მეტრი იქნება, რაც მათ ბინებს ჩააბნებელს და რაც ყველაზე მთავარია გამწვანება არ ექნებათ, რაც მათ მიზანს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობას სურს, იმ ადგილას, სადაც კორპუსი შენდება მოხდეს გამწვანება.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ამ პროტესტში ჩაერთო დაახლოებით ორი თვეა და ეს ჩართულობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა მიზანი და არ შეჩერდება მშენებლობა.
ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა გუშინ, 8 მაისს, დილით 11 საათზე, რომელსაც რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ მოძრაობის წევრებიც.
აქციის მიმდინარეობისას გადაიკეტა საავტომობილო გზაც.
უნდა აღინიშნოს, რომ აქციამ შედეგი გამოიღო. სამშენებლო ტექნიკა, რომელიც განთავსებული იყო შიგნით, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, გაიყვანა მშენებელმა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი შეწყდა, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ის გაგრძელდება სანამ არ მიიღწევა საბოლოო მიზანი.
„ჩემი ქალაქი მკლავს“-ს მოსახლეობასთან აქვს აქტიური კომუნიკაცია. მათი თქმით აქციები აუცილებლად გაგრძელდება უწყვეტად, მოძრაობა მათ გვერდით იდგება ბოლომდე და ამ ადგილას კორპუსის ნაცვლად ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გამწვანება.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე მშენებლობის ადგილმდებაორება იძლევა გარკვეულ ეჭვებს და სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გადახედვა.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ყვავაძე
11 მაისი 2023 წელი.