GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სითბური ტალღის გამო ევროპაში ჰაერის დაბინძურება იმატებს

Homepage მსოფლიო სითბური ტალღის გამო ევროპაში ჰაერის დაბინძურება იმატებს
მსოფლიო

სითბური ტალღის გამო ევროპაში ჰაერის დაბინძურება იმატებს

სექტემბერი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
526 ნახვა
ნახვები : 24
  • კონტინენტზე ტემპერატურის ზრდასთან ერთად ჰაერის დაბინძურების სახიფათო დონე ფიქსირდება. ტყის ხანძრები ხელს უწყობს დაბინძურების საგრძნობლად გაზრდას.
  • ოზონი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სითბო და მზის შუქი ისეთ სითბურ აირებთან შედის რეაქციაში, როგორებიცაა აზოტის დიოქსიდი (N2O), ნახშირორჟანგი (CO2) და ორგანული ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა წიაღისეული საწვავის წვის დროს.
  • ჟურნალ ,,Environmental Research Letters-ში“ გამოქვეყნებული 2019 წლის კვლევის მიხედვით, ევროპაში 55,000 ნაადრევი სიკვდილი აღირიცხა, რაც შეიძლება მიეწეროს ოზონის დაბინძურების ხანგრძლივ ზემოქმედებას.

 

ევროპაში ტემპერატურის რეკორდული ზრდის შედეგად ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალ ნიშნულს უახლოვდება. სითბურმა ტალღამ რამდენიმე ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, ათი ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები დიდი ხანძრისგან თავის დასაღწევად.

სამშაბათს, 19 ივლისს, ევროკავშირის კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურმა (CAMS) სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში გაფრთხილება გაავრცელა ჰაერში ოზონის მაღალი კონცენტრაციის შესახებ, იმის შიშით, რომ ტერიტორიის ჩრდილოეთიც დაზარალდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც 1 კუბურ მეტრ ჰაერში არაუმეტეს 100 მიკროგრამი მიწისპირული ოზონი უნდა ფიქსირდებოდეს, რვა საათის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის, ჩრდილოეთ საფრანგეთისა და ბენილუქსის ქვეყნების ტერიტორიაზე მაჩვენებელმა 120 მიკროგრამს გადააჭარბა.

ოზონი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სითბო და მზის შუქი ისეთ სითბურ აირებთან შედის რეაქციაში, როგორებიცაა აზოტის დიოქსიდი (N2O), ნახშირორჟანგი (CO2) და ორგანული ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა წიაღისეული საწვავის წვის დროს. ეს პროცესი ჩქარდება თბილ ამინდში. 19 ივლისს დიდ ბრიტანეთში თერმომეტრებმა ქვეყნის ისტორიაში პირველად 400C-ზე მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა.  საფრანგეთის ჩრდილოეთ ატლანტიკის სანაპიროზე, ბრეტანში, 39.30C-ზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ძლიერი სიცხის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის ბევრ სხვა ნაწილსაც შეეხო, სადაც 16,000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთში ტყის ხანძრების გამო. ცეცხლი ასევე მძვინვარებდა ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის რაიონებში. ამასთანავე, ოთხშაბათს, 20 ივლისს, ბელგიაში ვარაუდობდნენ, რომ ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევდა, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ჰაერის ხარისხის კრიზისს.

ჟურნალ ,,Environmental Research Letters-ში“ გამოქვეყნებული 2019 წლის კვლევის მიხედვით, ევროპაში 55,000 ნაადრევი სიკვდილი აღირიცხა, რაც შეიძლება მიეწეროს ოზონის დაბინძურების ხანგრძლივ ზემოქმედებას. ტყის ხანძრები ხელს უწყობს ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდისა და მეთანის ატმოსფეროში გამოყოფის მნიშვნელოვან ზრდას, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. აპრილში აშშ-ის ატმოსფერული კვლევის ეროვნულმა ცენტრმა დაადგინა, რომ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში ხანძრები ახლა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებზე ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და მარიამ მდინარაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ახალი კვლევის თანახმად, გლობალური ბიომრავალფეროვნების კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა
შემდეგი პოსტი
მსოფლიოში პირველი ჰიპერლოკალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,