GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მსოფლიოში პირველი ჰიპერლოკალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

Homepage მსოფლიო მსოფლიოში პირველი ჰიპერლოკალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა
მსოფლიო

მსოფლიოში პირველი ჰიპერლოკალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

სექტემბერი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
469 ნახვა
ნახვები : 15
  • კამდენის რაიონის (ლონდონი) ქუჩებში დამონტაჟდა ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელი სენსორები და შეიქმნა ქსელი, რომლის მონაცემებიც ხელმისაწვდომია ვებ-პლატფორმაზე
  • კომპანია „Airscape”-ის სამომავლო მიზანია, მსგავსი ქსელები შეიქმნას მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში
  • პლატფორმის ბეტა-ვერსიის პირველადმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მას შეუძლია ქუჩების მიკრო დონეზე ყოველდღიური „ინციდენტების“ იდენტიფიკაცია

 

  კამდენის რაიონში 225-ზე მეტი სენსორი დამონტაჟდა, რომელიც რეალურ დროში ინფორმაციას აწვდის ფართო საზოგადოებას ყოველ ქუჩაზე ჰერის ხარისხის შესახებ.

 

„Camden Council“-თან და „The Camden Clean Air Initiative“-თან თანამშრომლობის შედეგად, „AirScape“-მა სტაციონარული სენსორების ქსელი შექმნა, რომელიც მოიცავს 45-ჯერ უფრო მეტ მონაცემების შეგროვების წერტილს და 60-ჯერ უფრო რეგულარულად განახლებადია, ვიდრე აქამდე არსებული ჰაერის ხარისხის კონტროლის სადგურები.

მონაცემები ხელმისაწვდომია ვებ-პლატფორმა „AirScape“-ზე, რაც საშუალებას აძლევს კერძო პირებს, საწარმოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მიიღონ არგუმენტირებული გადაწყვეტილებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე.

„AirScape“ ისწრაფვის, გაიმეოროს მსგავსი მიდგომა მთელ ლონდონსა და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში.

დოქტორმა მეტიუ ჯონსონმა, „AirScape“-ის მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, განაცხადა: „ჰერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც ახლა კაცობრიობა დგას. ამ კრიზისის გადასალახად პოლიტიკოსებს, საწარმოებსა და ფართო საზოგადოებას სჭირდებათ ინფორმაცია ჰაერის ხარისხზე, რეალური დროის რეჟიმში, საჯაროდ ხელმისაწვდომი, ზუსტი მონაცემების საფუძველზე.

ამ პროექტის წყალობით „AirScape“-ი უხილავს ხილულად აქცევს. კამდენში ჩვენი სენსორების ქსელი უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მაღალი ხარისხის რეჟიმში. ეს ქსელი დაეხმარება პოლიტიკოსებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, ხოლო მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ყოველდღიურად გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა დაბინძურებულ ჰაერს აარიდოს თავი.

კამდენი პირველი მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც „AirScape“-ის ქსელს იყენებენ და ჩვენი ამბიციური მიზანია, ეს ქსელი მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში დავამონტაჟოთ, რაც უზარმაზარი ნახტომი იქნება ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში“.

პლატფორმის ბეტა-ვერსიის პირველადმა ტესტირებამ გასული თვის განმავლობაში უკვე აჩვენა, რომ მას შეუძლია ყოველდღიური „ინციდენტების“ იდენტიფიკაცია, რომლებიც ქუჩების მიკრო დონეზე ხდება. სისტემა ასევე ავლენს ექსტრემალურ დაბინძურებას საათობრივად, როგორიცაა NO2 -ის მაღალი დონის დაფიქსირება პიკის საათებში.

მაგალითად, 1-ელ მარტს ლონდონში მომხდარი მეტროს თანამშრომლების გაფიცვების შედეგად, პიკის საათებში ჰაერში NO2-ის განსაკუთრებით მაღალი დონე დაფიქსირდა, რადგან მოსახლეობა საავტომობილო ტრანსპორტით სარგებლობდა. ხოლო წლის ყველაზე ცხელ დღეს, 17 ივნისს, ლონდონის ჰაერში ოზონის არაჯანსაღი დონე დაფიქსირდა.

კლერ ადამ ჰარისონმა, კამდენის მდგრადი განვითარების მინისტრთა კაბინეტის წევრმა, განაცხადა: „ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება აუცილებელია კამდენის თითოეული მაცხოვრებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ამ ქსელის დეტალური მონაცემები რევოლუციას მოხდენს ჩვენს თანამშრომლობაში მოსახლეობასთან და მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო გონივრული გადაწყვეტილებები ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში.

მადლობას ვუხდი „AirScape“-ს, „Camden Clean Air Initiative“-ს და კამდენის ჰაერის ხარისხის ექსპერტებისა და ქუჩების განათების გუნდებს მათი უნაკლო მუშაობისათვის ამ ქსელის მოსაწყობად. ამ მონაცემების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი საზოგადოების წევრებისათვის კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი საბჭოს ძველი პრინციპებისადმი ერთგულებას, რომელიც საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მონაცემთა საჯარო გავრცელებას გულისხმობს“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
სითბური ტალღის გამო ევროპაში ჰაერის დაბინძურება იმატებს
შემდეგი პოსტი
რომელ ევროპულ ქალაქებშია საუკეთესო ხარისხის ჰაერი?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,