GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რომელ ევროპულ ქალაქებშია საუკეთესო ხარისხის ჰაერი?

Homepage მსოფლიო რომელ ევროპულ ქალაქებშია საუკეთესო ხარისხის ჰაერი?
მსოფლიო

რომელ ევროპულ ქალაქებშია საუკეთესო ხარისხის ჰაერი?

სექტემბერი 11, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
168 ნახვა
  • ევროპის გარემოს სააგენტომ (EEA) თავისი უახლესი მონაცემებით გამოავლინა, ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე ევროპული ქალაქები.

 

  • 343 ევროპული ქალაქიდან ჰაერის ხარისხი კარგი იყო მხოლოდ 11 ქალაქში.

 

  • 2020-2021 წლებში ყველაზე სუფთა ქალაქები იყო უმეო, ფუნშალი და ფარუ .

 

ევროპის გარემოს სააგენტომ (EEA) თავისი უახლესი მონაცემებით გამოავლინა ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე ევროპული ქალაქები.

2020-2021 წლებში ყველაზე სუფთა ქალაქები EEA-ს მიხედვით იყო უმეო – შვედეთში – და ფარუ და ფუნშალი – პორტუგალიაში.

კვლევა ჩატარდა ევროპის 340-ზე მეტ ქალაქში, რომლებიც დალაგდა ყველაზე სუფთადან ყველაზე დაბინძურებულამდე, ჰაერში ნაწილაკების(PM2.5) შემცველობის დონის შესაბამისად.

ამავე პერიოდში, ჰაერის ხარისხი კარგი იყო მხოლოდ 11 ქალაქში, რაც იმას ნიშნავს, რომ PM2.5-ის დონე იყო უფრო დაბალი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებულ ჯანმრთელობისთვის დაშვებულ ნორმაზე – PM2.5-ის ხანგრძლივი ზემოქმედება 5 მიკროგრამზე, კუბურ მეტრ ჰაერზე (5 გ/მ3).

დაკვირვების ქვეშ მყოფი 343 ევროპული ქალაქიდან 97%-მა გაიდლაინს გადააჭარბა.

ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის წლიურ ლიმიტს PM2.5-ისთვის გადააჭარბა მხოლოდ სამმა ყველაზე დაბინძურებულმა ქალაქმა, მათ შორის იყო: ნოვი საჩი (პოლონეთი), კრემონა და პადოვა (ორივე იტალიაშია), რამაც გამოავლინა სხვაობა WHO-ის გაიდლაინსა და ევროკავშირის სტანდარტს შორის.

ევროპულ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების შესამოწმებლად ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  PM2.5-ის კონცენტრაციას, რამდენადაც მის გრძელვადიან ზემოქმედებას ჰაერზე მოსდევს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. PM 2.5 არის ჰაერის დამაბინძურებელი, რომელიც იწვევს მრავალ დაავადებასა და  ნაადრევ სიკვდილს.

National Emission reduction Commitments(NEC)-ის ინსტრუქციის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ ეროვნული ვალდებულებების შესრულება ჰაერის ხუთი დამაბინძურებლის გავრცელების შესამცირებლად. 2020 წელს გადავიდნენ ახალ, ეროვნული ემისიის შემცირების ვალდებულებების უფრო ამბიციურ კომპლექტზე.

EEA-ს ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, წევრი სახელმწიფოების მხოლოდ ნახევარმა შეასრულა ემისიის შემცირების ყველა ვალდებულება.

წევრი სახელმწიფოების მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რაც ჯერ კიდევ არ არის სრულად შემოწმებული კომისიის მიერ, დადგინდა, რომ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება სოფლის მეურნეობაში ამიაკის გავრცელების შემცირება, რაც 11 სახელმწიფოს ესაჭიროება.

მხოლოდ 13-მა წევრმა ქვეყანამ შეასრულა თავისი ვალდებულებები ხუთი ძირითადი დამაბინძურებლის მიმართ (აზოტის ოქსიდები, არა მეთანის აქროლადი ორგანული ნაერთები, ამიაკი, გოგირდის დიოქსიდი და PM2.5).

თოთხმეტმა წევრმა ქვეყანამ ვერ შეასრულა გავრცელების შემცირების ვალდებულება ჰაერის ხუთი ძირითადი დამაბინძურებლიდან ერთის მიმართ მაინც.

EEA ანალიზი ეფუძნება წევრი სახელმწიფოების მიერ 2022 წლის თებერვალში წარმოდგენილ ჰაერის დამაბინძურებლების გავრცელების აღწერის მონაცემებს. ეს იყო პირველი შესაძლებლობა ემისიის შემცირების ეფექტურობის შეფასებისა, 2020-29 წლების ვალდებულებების შესაბამისად.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონოძე და ანა ახალაძე

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 204 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მსოფლიოში პირველი ჰიპერლოკალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა
შემდეგი პოსტი
ინდოეთის მთავრობა უარყოფს „წრფივ დამოკიდებულებას“ ჰაერის დაბინძურებასა და სიკვდილიანობას შორის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
  • კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
  • რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
  • გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
  • საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 29, ნოე
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
ორშაბათი, 27, ნოე
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
კვირა, 26, ნოე
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
შაბათი, 25, ნოე
გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
პარასკევი, 24, ნოე
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
ხუთშაბათი, 23, ნოე
აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის

Welcome back,