GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შუშის ნარჩენებისაგან დამზადებული, მწვანე სახლები

Homepage მსოფლიო შუშის ნარჩენებისაგან დამზადებული, მწვანე სახლები
მსოფლიო

შუშის ნარჩენებისაგან დამზადებული, მწვანე სახლები

ნოემბერი 20, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
633 ნახვა
ნახვები : 39

დოქტორ სტეფან ლის და ასოცირებული პროფესორის, ტიმ შორკის ხელმძღვანელობით, კვლევითმა ჯგუფმა, UTS დიზიანის, არქიტექტურისა და მშენებლობის ფაკულტეტიდან, გამოიგონა ახალი სამშენებლო მასალა, რომელიც შედგება შუშის ნარჩენებისგან, რომელთა გამოწვითაც შესაძლებელია კერამიკული ან კედლის მოსაპირკეთებელი ფილების დამზადება.

ამ პერსპექტიულმა გამოგონებამ პირველი ადგილი აიღო UTS-ის კვლევითი ტრანსლაციის კონკურსში.

„ტრადიციული კერამიკა, რომელიც ფილებისა და აგურებისთვის გამოიყენება, დამზადებულია თიხის, მიწის ან ცემენტისგან. მათი გადამუშავება არცთუ იოლია და მაღალ სათბურ გაზებს გამოყოფს“, – ამბობს დოქტორი ლი.

„აღმოვაჩინეთ, რომ გადამუშავების პროცესში მორჩენილი შუშის ფხვნილი, რომელიც, როგორც წესი, ნაგავსაყრელზე მიდის ხოლმე, იდეალური მასალაა ახალი ტიპის მინის კერამიკის შესაქმნელად, რომელიც გამძლე, წყალგაუმტარი და 100%-ით გადამუშავებადია“.

მას აქვს ის დამატებითი უპირატესობა, რომ გამოწვისას, ტრადიციულ კერამიკასთან შედარებით, ბევრად დაბალ ტემპერატურაზე ხდება წყალგაუმტარი, რაც სამომავლოდ ზოგავს მის საწარმოებლად დახარჯულ ენერგიას“.

UTS-ის აკადემიკოსები საპრიზო თანხას – 75,000$ – საკუთარი გამოგონების განვითარებისთვის, მისი პატენტით დაცვისა და თავისი კერამიკის ბაზარზე გასატანად ახალი კომერციული პარტნიორების პოვნისათვის გამოიყენებენ.

კვლევითი ტრანსლაციის კონკურსის მეორე პრიზი ერგო ნაწლავის კიბოს ხელმისაწვდომ, სწრაფ დიაგნოსტიკურ ტესტს, რომელიც შეიმუშავა მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჩარლზ კრანფილდმა.

დიაგნოსტიკა ამოიცნობს ფერმენტ ფოსფოლიპაზა A2-ს, რომელიც დაკავშირებულია ნაწლავის კიბოს არსებობასთან და აქვს უფრო დაბალი ცრუ დადებითი მაჩვენებელი,  ვიდრე ნაწლავის კიბოსთვის გამოყენებულ, სისხლის სკრინინგის ტრადიციულ ტექნიკებს.

„კვლევითი ტრანსლაციის კონკურსი ყოველწლიურად აღმოაჩენს ინოვაციის ფარულ, „დაუმუშავებელ ძვირფას ქვებს“, რომლებიც კომერციული წარმოების ზღვარზეა და თითქმის მზად არის ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად,“  – ამბობს პროფესორი ქეით მაკგრატი, UTS-ის ვიცე-კანცლერის მოადგილე. „გილოცავთ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულებს“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ირინა ჩხაიძე და გიგი ჭითანავა

წყარო : www.uts.edu.au

20 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
‘ქარისა და მზის ენერგია თავის ეფექტიანობას ადასტურებს’: ენერგიის განახლებადმა წყაროებმა 2022 წლის პირველ ნახევარში ელექტრო ენერგიის მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილა
შემდეგი პოსტი
“კვამლში გახვეული”: როგორ დაძლია 2020 წლის ხანძარმა კალიფორნიის კლიმატის პოლიტიკის 18 წელი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,