‘ქარისა და მზის ენერგია თავის ეფექტიანობას ადასტურებს’: ენერგიის განახლებადმა წყაროებმა 2022 წლის პირველ ნახევარში ელექტრო ენერგიის მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილა
- წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მოთხოვნა 2021 წელთან შედარებით გაიზარდა. ეს დაემთხვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში თებერვლის თვეში, რამაც ხელი შეუწყო გლობალურ-ენერგეტიკული კრიზისის დაჩქარებას.
- ქარისა და მზის ენერგიის ზრდამ 2022 წლის პირველ ნახევარში ხელი შეუშალა წიაღისეული საწვავის წარმოების 4%-იან ზრდას“.
- 2022 წელი კვლავ შეიძლება იყოს რეკორდული წელი წიაღისეული საწვავის წარმოებისა და ნახშირორჟანგის გამოყოფისა ენერგოსექტორიდან.
ენერგეტიკული კრიზისის დროს ზოგიერთი კომპანია და პოლიტიკოსი ითხოვს წიაღისეული საწვავის ძიების გაზრდას, მაგრამ ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება საზიანოა და ასევე უსარგებლო კლიმატის კრიზისის ყველაზე ცუდი დარტყმების თავიდან ასარიდებლად.
2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა განახლებადი ენერგიით. ეს ინფორმაცია ვრცელდება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის Ember-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე.
„ქარისა და მზის ენერგია ადასტურებს თავის ეფექტიანობას ენერგეტიკული კრიზისის დროს.“ – წერს Ember-ის ელექტროენერგიის უფროსი ანალიტიკოსი Malgorzata Wiatros-Motyka თავის ანგარიშში. „პირველი ნაბიჯი ძვირადღირებული და დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის ძალაუფლების დასასრულებლად არის საკმარისი სუფთა ენერგიის შექმნა, რათა დაკმაყოფილდეს მსოფლიოში მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“.
მიღებული მონაცემები 2022 წლის Ember-ის „Global Electricity Mid-Year Insights“ ნაწილია. წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მოთხოვნა გაიზარდა 389 ტერავატ საათით, ანუ სამი პროცენტით უფრო 2021 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ეს დაემთხვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში თებერვლის თვეში, რამაც ხელი შეუწყო გლობალური ენერგეტიკული კრიზისის დაჩქარებას.
თუმცა, ამავე პერიოდში, განახლებადი ენერგიის გამომუშავება გაიზარდა 416 ტერავატ საათით. ეს ნიშნავს, რომ ენერგიის განახლებადი წყაროები რეალურად შეეჯახა მოთხოვნის 107 %-ს, იტყობინება The Independent. მოხსენების თანახმად, გაზრდილი მოთხოვნის 77 % ქარისა და მზის ენერგიაზე მოდის, ნაწილი კი ჰიდროენერგიით შეივსო. ეს მომავლისთვის უბრალოდ კარგი ნიშანი არ არის. ეს იმას ნიშნავდა, რომ წიაღისეული საწვავი არ იწვებოდა.
„ქარისა და მზის ენერგიის ზრდამ 2022 წლის პირველ ნახევარში ხელი შეუშალა წიაღისეული საწვავის წარმოების 4%-იან ზრდას.“ – წერს Wiatros-Motyka მოხსენებაში. ”ამან თავიდან აგვარიდა საწვავის 40 მილიარდი აშშ დოლარის ხარჯები და 230 მილიონი ტონა CO2 გამონაბოლქვი.”
ქვეყნების მიხედვით, ქარისა და მზის ელექტროენერგიის 92 %-იანი მოთხოვნა გვხვდება ჩინეთში, 81 % – აშშ-ში და 23 % – ინდოეთში. ანალიზი ეყრდნობოდა 75 ქვეყნის მონაცემებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნის 90 %-ს შეადგენს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ, საბოლოოდ, ვუახლოვდებით წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის საბოლოო წერტილს? ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე მოთხოვნა 2015 და 2019 წლებიდანაც გვახსოვს, მაგრამ ორივე წლის მონაცემებით მოთხოვნის ზრდა საშუალოზე ნაკლები იყო, ხოლო 2022 წლის პირველ ექვს თვეში საშუალო ზრდა დაფიქსირდა.
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმ წერტილთან, რომლიდანაც ენერგიის განახლებადი წყაროები შეძლებს დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდა. მსოფლიო უფრო მეტად გახდება ელექტროფიცირებული.“ – განუცხადა AFP-ს Ember-ის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელმა დეივ ჯონსმა.
თუმცა, ჩვენ ჯერ სასურველ მომენტამდე არ ვართ, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ქვანახშირისა და გაზის მოხმარება გაიზარდა ივლისსა და აგვისტოში, როდესაც ჩინეთში გვალვამ და სიცხემ გამოიწვია ჰიდროენერგიის დეფიციტი, ნათქვამია მოხსენებაში. ამის გამო კი, მიუხედავად დამაიმედებელი დასაწყისისა, 2022 წელი კვლავ შეიძლება იყოს რეკორდული წელი წიაღისეული საწვავის წარმოებისა და ნახშირორჟანგის გამოყოფისა ენერგოსექტორიდან.
„გლობალური ენერგო სექტორის შედეგად დაბინძურება ისევ ყველა დროის მაქსიმუმს უჩვენებს მაშინ, როცა ის ძალიან სწრაფად უნდა მცირდებოდეს.“ – ნათქვამია Wiatros-Motyka-მ ანგარიშში. „წიაღისეული საწვავი, რომელიც კლიმატურ კრიზისში გვაგდებს, ასევე გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისსაც იწვევს. ჩვენ გვაქვს გამოსავალი: ქარისა და მზის ენერგია სახლშივე წარმოებადი და იაფია და ის უკვე ამცირებს გადასახადებსაც და გამონაბოლქვსაც, თანაც სწრაფად“.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი
წყარო : www.ecowatch.com
20 ნოემბერი 2022 წელი.