GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შოტლანდიის მთავრობამ ექვსასი ათას ფუნტზე მეტი გამოყო ელექტრო-ველოსიპედების დასაფინანსებლად

Homepage მსოფლიო შოტლანდიის მთავრობამ ექვსასი ათას ფუნტზე მეტი გამოყო ელექტრო-ველოსიპედების დასაფინანსებლად
მსოფლიო

შოტლანდიის მთავრობამ ექვსასი ათას ფუნტზე მეტი გამოყო ელექტრო-ველოსიპედების დასაფინანსებლად

აპრილი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
756 ნახვა
ნახვები : 47

ეს თანხა დაეხმარება ქვეყნის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ისარგებლონ ელექტრო-ველოსიპედებით

შოტლანდიის მთავრობამ თქვა, რომ 633 000 ფუნტი გამოყო 45 ელექტრო-ველოსიპედის პროექტის დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თანხა, რომელიც ელექტო ველოსიპედების გრანტების ფონდმა გასცა, გამოიყენებენ სკოლების, ჰოსპიტალებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ პროექტების შესაქმნელად, რომელთა მიზანიც იქნება ელექტრო ველოსიპედების, ადაპტირებადი ველოსიპედებისა და ელექტრო ტვირთმზიდი ველოსიპედების შეთავაზება მანქანების ალტერნატივად.

მთავრობა ამბობს, რომ 223 000 ფუნტზე მეტი დაეხმარება კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც პირდაპირ შეუწყობს ხელს აუცილებელ მუშაკებს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.

გოლსპიში, “Cycling UK Scotland” იმუშავებს აუცილებელ მუშაკებთან, მათ შორის მედიკოსებთან, მომვლელებთან, მაღაზიების თანამშრომლებთან და ადგილობრივ ბიზნესებთან და ხელმისაწვდომს გახდის მათთვის 8 ახალ ელექტრო ველოსიპედს. გლაზგოში და ედინბურგში, “Simon Community Scotland” მიიღებს 16 000 ფუნტიან დაფინანსებას პროგრამისთვის, რომელიც დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს ელექტრო ველოსიპედების გამოყენებით.

„მოხარული ვარ, რომ ელექტრო ველოსიპედების დაფინანსების ამ ეტაპზე უფრო მეტი ორგანიზაცია შეძლებს დაეხმაროს საზოგადოებას და აუცილებელ მუშაკებს აღმოაჩინონ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ თანამედროვე ელექტრო ველოსიპედებს“ – თქვა ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და კავშირგაბმულობის მინისტრა მაიკლ მაზერსონმა.

„იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს გადაადგილებაში კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ამ დაფინანსების ნაწილი გათვლილია აუცილებელ მუშაკებზე“.

„მსურს, რომ აქტიური ქვეყნის შენების და შოტლანდიის ეკოლოგიური აღდგენის გზაზე აუცილებელი მუშაკები გახდნენ შენარჩუნებადი მოგზაურობის ელჩები.“

„ლოქდაუნში“ ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა გადაადგილების ახალი გზები, ჩვენ კი გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ ამას და გავავრცელოთ მთელ ქვეყანაში.

„მე ვატარებ ელექტრო ველოსიპედს და ამან მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი ორ ბორბალზე. მოხარული ვარ, რომ ამ დაფინანსებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს როგორ შეუძლიათ ელექტრო ველოსიპედებს დააკმაყოფილონ მათი გადაადგილების მოთხოვნილებები და ხელი შეუწყონ შოტლანდიის ჰაერის ხარისხის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ჰიუ ჰიილ, „Simon Community Scotland”-ის განვითარების დეპარტამენტის უფროსი მოხარულია, რომ მთავრობისგან დახმარებას მიიღებს აუცილებელი მუშაკებისთვის ელექტრო ველოსიპედების გამოყოფის საკითხში.

„ყველაზე მეტად ახლა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ველოსიპედის ტარება კი, მათ შორის ელექტროსი, ორივეს უწყობს ხელს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოვებთ ამ ინიციატივს და უფრო მეტი ხალხისთვის გავხდით ველოსიპედებს არა მარტო გადაადგილების საშუალებად, არამედ ცხოვრების გზაც.“

სტატიაზე მუშაობდა : ლაზარე დალბაშვილი და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.intelligenttransport.com/transport-news/117165/scottish-e-bike-funding/?fbclid=IwAR3wpCFhxvcxybn1dkf_hJPhwqiiBL_XkM_fzv_aehdr9W0z2JMu2U1UB1U


წინა პოსტი
ანალიზური კვლევა: 21-ე საუკუნეში ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა 480 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
შემდეგი პოსტი
სტენფორდის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ თევზის კუჭ-ნაწლავში პლასტმასის მოხვედრა ფართოდ გავრცელებული და მზარდი პრობლემაა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,