GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ანალიზური კვლევა: 21-ე საუკუნეში ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა 480 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Homepage მსოფლიო ანალიზური კვლევა: 21-ე საუკუნეში ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა 480 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მსოფლიო, შემეცნებითი

ანალიზური კვლევა: 21-ე საუკუნეში ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა 480 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

აპრილი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
881 ნახვა
ნახვები : 34

პარიზში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ექსტრემალური კლიმატური პირობებით გამოწვეული კატასტროფები გახდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.

კლიმატთან ადაპტაციის სამიტის ფარგლებში, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე წელს ვირტუალურად ჩატარდა, გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Germanwatch-მა წარადგინა კვლევა, რომლის მიხედვითაც ამ საუკუნეში ექსტრემალური კლიმატური პირობებით გამოწვეული ზარალის ოდენობა მსოფლიო მასშტაბით 2.56 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

2000 წლიდან მოყოლებული 11 000 კატასტროფული მოვლენის შესწავლის შედეგად აღირიცხა 480 000 გარდაცვალების შემთხვევა. ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებია პუერტო-რიკო, მიანმარი და ჰაიტი.

2015 წლის პარიზის შეთანხმების მიხედვით განვითარებული ქვეყნები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარით დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს ტემპერატურული ცვლილებების დარეგულირებასა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირებაში.

თუმცა ახალი მონაცემების თანახმად განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება გაცილებით  ნაკლებია, ვიდრე ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვლილი.

ორგანიზაცია Germanwatch გლობალური კლიმატის ინდექსით იკვლევს ბოლო ორი ათწლეულის ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით კი 2019 წლის ქარიშხლების სეზონს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს, აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიას.

,,შედეგები თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ღარიბი, დაუცველი ქვეყნებისათვის გაცილებით რთულია კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ფინანსური და ტექნიკური დახმარება“ – ამბობს კვლევის თანაავტორი დევიდ ეკშტაინი.

გარემო პირობებთან ადაპტაცია, რაც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას გაუადვილებს ისეთ ბუნებრივ მოვლენებისგან თავის დაცვას, როგორებიცაა წყალდიდობა და გვალვა, პარიზის შეთანხმების მთავარი მიზანია და მის მისაღწევად ყოველწლიურად გამოიყოფა 50 მილიარდი დოლარი, თუმცა რადგან ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა და მასშტაბი მატულობს, გაერო არ გამორიცხავს ამ ბიუჯეტის მოსალოდნელ გაზრდას.

განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად საჭირო 70 მილიარდი დოლარიდან ყოველწლიურად მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 30 მილიარდი დოლარია.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის გამოთვლებით, 2030 წლისთვის კლიმატურ პირობებთან საბრძოლველად საჭირო თანხა 300 მილიარდს, ხოლო 2050 წლისთვის 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ათეულიდან 8 ქვეყანაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაბალი ან ძალიან დაბალია.

,,ღარიბი ქვეყნების დაუცველობიდან გამომდინარე მათთვის ყველაზე რთულია კლიმატურ კატასტროფებთან გამკლავება და ადაპტაცია“- აცხადებს კვლევის თანაავტორი ვერა კუნზელი.

მან თქვა, რომ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა ჰაიტი, ფილიპინები და პაკისტანი, მუდმივად კლიმატურ კატასტროფებს ებრძვიან, რაც მათ არ აძლევს დროს კატასტროფამდელი მდგომარეობის აღსადგენად.

კლიმატთან ადაპტაციის სამიტის, რომლის მასპინძელი ქვეყანაც ნიდერლანდებია, მიზანია მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების გაერთიანება კლიმატურ კატასტროფებთან ბრძოლის ზუსტი გეგმის ჩამოსაყალიბებლად.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://timesofindia.indiatimes.com/home/environment/global-warming/480000-killed-by-extreme-weather-this-century-analysis/articleshow/80444523.cms?fbclid=IwAR2hhU120773O9YD0Y5j6HDFV6fDNJbXOrTXQbj4KNVfhLfAGZPA4TLa6sI


წინა პოსტი
რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება ავიაციაში?
შემდეგი პოსტი
შოტლანდიის მთავრობამ ექვსასი ათას ფუნტზე მეტი გამოყო ელექტრო-ველოსიპედების დასაფინანსებლად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,