GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

შოტლანდიის ჰაერის დაბინძურება დაბრუნდა სახიფათო წინა პანდემიურ დონეზე

Homepage მსოფლიო შოტლანდიის ჰაერის დაბინძურება დაბრუნდა სახიფათო წინა პანდემიურ დონეზე
მსოფლიო

შოტლანდიის ჰაერის დაბინძურება დაბრუნდა სახიფათო წინა პანდემიურ დონეზე

მარტი 29, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
589 ნახვა
ნახვები : 75
  • შოტლანდიაში ჰაერის დაბინძურება კანონის მიერ დადგენილ საზღვრებს ისევ აჭარბებს.
  • ტრანსპორტის გამო ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ქმნის და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უარყოფითი მაჩვენებლების გათვალისწინებითაც, ჰაერის გასუფთავება პრიორიტეტად უნდა იქცეს.
  • მოსახლეობა შეშფოთებულია რეფორმებით და ფიქრობს, რომ შემოთავაზებული „დაბალი გამონაბოლქვი ზონები“ (LEZ) და დედაქალაქის ახალი პროექტი საკმარისი არ იქნება.

 

 

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა 2020 წელს ნებივრობდა ჰაერის ისტორიულად დაბალი დაბინძურებით, მაგრამ გასული წელი ძალიან განსხვავებულ სიტუაციაზე მიუთითებს.

„დედამიწის მეგობრები შოტლანდიამ“ გააფრთხილა, რომ შოტლანდიაში ჰაერის დაბინძურება კიდევ ერთხელ არღვევს 2010 წელს დადგენილ ჰაერის კანონიერ სტანდარტებს, რაც რეალურად დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

კვლევა ფოკუსირებული იყო ორ ტოქსიკურ დამაბინძურებელზე, რომლებიც ტრანსპორტს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ გლაზგოში ჰოუპ-სტრიტის დაბინძურებამ გადააჭარბა აზოტის ოქსიდის ლიმიტს, ხოლო ედინბურგის სალამანდერის ქუჩა და ატოლის ქუჩა პერტში იყო ნაწილაკებით დაბინძურების „უსაფრთხო ზონის“ მიღმა.

კვლევა ასევე მიუთითებს მრავალ წარუმატებლობაზე, მათ შორის ჰაერის დაბინძურების იმ დონეზე დაყვანაზე, რომელიც მისაღებად მიიჩნიეს პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. 2020 ერთადერთი წელია ბოლო ათწლეულში, როდესაც ქვეყანამ დააკმაყოფილა ჰაერის ხარისხის სტანდარტები.

„ტრანსპორტის გამო ჰაერის დაბინძურება პასუხისმგებელია შოტლანდიაში ყოველწლიურად ათასობით ნაადრევ სიკვდილზე და იწვევს გულის და ფილტვების სერიოზულ პრობლემებს. მზარდი მტკიცებულების ბაზა, რომელიც აჩვენებს კავშირს ჰაერის დაბინძურებასა და კოვიდ-19-ისადმი დაუცველობას შორის, მხოლოდ უახლესი მიზეზია, რის გამოც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, – თქვა გევინ ტომსონმა, „დედამიწის მეგობრები შოტლანდიის“ სატრანსპორტო კამპანიის წევრმა.

„დაბალი გამონაბოლქვი ზონების (LEZ) შემოღება არ შეზღუდავს კერძო მანქანებს 2024 წლის ზაფხულამდე. იმავდროულად, პერტში დაბინძურების მკვეთრ მატებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რატომ შემოაქვს შოტლანდიის მხოლოდ ოთხი ქალაქს LEZ“, – განაგრძო მან.

ამჟამად იგეგმება LEZ-ების დანერგვა აბერდინში, გლაზგოში, დანდისა და ედინბურგში. შემოთავაზებებმა დედაქალაქისთვის უკვე გამოიწვია მწვავე კრიტიკა მათი მასშტაბების მნიშვნელოვნად შემცირდების გამო. თავდაპირველად, განზრახვა იყო ქალაქის მასშტაბით სქემის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა უფრო დიდ მანქანებზე, უფრო მცირე ფართობით, სადაც ასევე შევიდოდა მაღალი დაბინძურების მქონე მანქანები. წერის დროს, ეს სქემა შევიწროვდა მხოლოდ ერთ ზონამდე ძველი ქალაქის ფარგლებში. გასულ წელს, კამპანიის ჯგუფებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება „შოტლანდიისთვის სუფთა ჰაერის გეგმის“ შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის ოქტომბერში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ვალერი გელოვანი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
კვლევა ახალ ზელანდიაში: ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების უარყოფითი გავლენა გარემოზე
შემდეგი პოსტი
ევროპელების უმრავლესობა ემხრობა დაბინძურების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,