GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვლევა ახალ ზელანდიაში: ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების უარყოფითი გავლენა გარემოზე

Homepage მსოფლიო კვლევა ახალ ზელანდიაში: ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების უარყოფითი გავლენა გარემოზე
მსოფლიო, შემეცნებითი

კვლევა ახალ ზელანდიაში: ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების უარყოფითი გავლენა გარემოზე

მარტი 29, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1034 ნახვა
ნახვები : 274
  • ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდში წიაღისეულის საწვავის (მათ შორის ბენზინისა და დიზელის) გადაჭარბებულმა მოხმარებამ გლობალური ტემპერატურა 0.60C-ით გაზარდა.
  • ავტომობილიდან გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდი და აზოტის დიოქსიდი ერევა წვიმის წყალს და მჟავურ წვიმებს ქმნის, რომელიც ზიანს აყენებს მოსავალს, ტყეებსა და შენობებს
  • დიზელის ძრავები გამოყოფს დიდი რაოდენობით PM ნაწილაკებს, რომლებიც იწვევს კანისა და თვალების გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციასა და რესპირატორულ პრობლემებს.

 

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს გზებზე ჯერ კიდევ უამრავი ავტომობილი გადაადგილდება ხილული გამონაბოლქვით, არ არის გასაკვირი, რომ კლიმატური ცვლილებები 21-ე საუკუნის მთავარ საფრთხედ იქცა.

ავტომობილის გამონაბოლქვი გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მსუბუქი და სატვირთო მანქანები გამოყოფს ნახშირბადის დიოქსიდსა და სხვა სათბურის აირებს, რომლებიც აკავებს სითბოს ატმოსფეროში და ხელს უწყობს გლობალური ტემპერატურის მატებას. სათბურის აირების გარეშე დედამიწა ყინულით იქნებოდა დაფარული, თუმცა ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდში წიაღისეულის საწვავის (მათ შორის ბენზინისა და დიზელის)  გადაჭარბებულმა მოხმარებამ გლობალური ტემპერატურა 0.60C-ით გაზარდა, ეს ტენდენცია კი მომავალ დეკადებშიც გაგრძელდება. მომატებული გლობალური ტემპერატურა გავლენას ახდენს მიწათმოქმედებაზე, ცხოველთა სამყაროსა და ზღვის დონეზე.

ავტომობილის გამონაბოლქვი საზიანოა ჰაერის, ნიადაგისა და წყლისათვის. აზოტის ოქსიდი (I) (N20) აზიანებს ოზონის შრეს, რომელიც გვიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. გოგირდის დიოქსიდი და აზოტის დიოქსიდი ერევა წვიმის წყალს და მჟავურ წვიმებს ქმნის, რომელიც ზიანს აყენებს მოსავალს, ტყეებსა და შენობებს. ავტომობილიდან გამოჟონილი ზეთი და საწვავი აბინძურებს ნიადაგს ავტომაგისტრალების სიახლოვეს, საბურავების ცვეთისგან წარმოქმნილი ნაწილაკები კი აბინძურებს ტბებსა და მდინარეებს.

გამონაბოლქვში შემავალი PM ნაწილაკები, ნახშირწყალბადები, ნახშირბადის მონოქსიდი და სხვა დამაბინძურებლები აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. დიზელის ძრავები გამოყოფს დიდი რაოდენობით PM ნაწილაკებს (ჭვარტლისა და მეტალის შერევით ფორმირებულ ნაწილაკებს), რომლებიც იწვევს კანისა და თვალების გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციასა და რესპირატორულ პრობლემებს.

ნახშირწყალბადები რეაქციაში შედის აზოტის დიოქსიდთან და მზის სინათლესთან, შედეგად ფორმირდება ოზონი, რომელიც საჭიროა ჩვენთვის ატმოსფერულ დონეზე, თუმცა არა მიწისპირულ დონეზე. მიწისპირა ოზონი იწვევს ფილტვების დაზიანებას, ხველას და სუნთქვის გართულებას. ნახშირბადის მონოქსიდი, კიდევ ერთი გამონაბოლქვი აირი, განსაკუთრებით საზიანოა ახალშობილებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ნახშირბადის მონოქსიდი ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების პროცესზე. ავტომობილის გამონაბოლქვის სხვა დამაბინძურებლებს შორისაა გოგირდის დიოქსიდი, ბენზოლი და ფორმალდეჰიდი. ავტომობილის ხმაურიც არანაკლებ საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი იწვევს სმენის დაზიანებასა და სტრესს.

სასიხარულო ისაა, რომ ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ თავიანთი ავტომობილების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება.

ცუდად მოვლილი და გაუმართავი ავტომობილები წარმოადგენს ძირითად პრობლემას, თუმცა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა.

ახალი ავტომობილის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ საწვავის მოხმარებისა და ეკომეგობრულობის ინდიკატორებს. რაც უფრო მაღალი შეფასება აქვს მას, მით ნაკლებად გამოყოფს დამაბინძურებლებს.

მაქსიმალურად დაზოგეთ საწვავი ყველა არასაჭირო ნივთის მოშორებითა და ავტომობილის წონის შემცირებით. ნუ შეცვლით სიჩქარეს ხშირ-ხშირად და ნუ დაამუხრუჭებთ მყისიერად.

იზრუნეთ ავტომობილის გამართულობაზე რეგულარული შემოწმებების დახმარებით. შესაძლებლობის შემთხვევაში კი გადაადგილდით ფეხით ან ველოსიპედით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.chronicle.co.zw

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.


წინა პოსტი
ევროპაში „ლოქდაუნის“ პირობებში უკეთესმა ჰაერმა შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
შემდეგი პოსტი
შოტლანდიის ჰაერის დაბინძურება დაბრუნდა სახიფათო წინა პანდემიურ დონეზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,