GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროპაში „ლოქდაუნის“ პირობებში უკეთესმა ჰაერმა შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

Homepage მსოფლიო ევროპაში „ლოქდაუნის“ პირობებში უკეთესმა ჰაერმა შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
მსოფლიო, შემეცნებითი

ევროპაში „ლოქდაუნის“ პირობებში უკეთესმა ჰაერმა შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

მარტი 29, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
526 ნახვა
ნახვები : 30
  • 800-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა მთელ ევროპაში ჰაერის უკეთესი ხარისხის წყალობით Covid-ის „ლოქდაუნის“ პირველ ფაზაში
  • „ამ „ბუნებრივმა ექსპერიმენტმა“ მოგვცა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვეთრი ზომებით, რომელთა განხორციელება რთული იქნება ნორმალურ პირობებში.“
  • „ეს და სხვა მსგავსი კვლევები შეიძლება დაგვეხმაროს გზავნილის გავრცელებაში, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ურბანული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.“

ლონდონი და პარიზი იმ ქალაქებს შორისაა, სადაც პირველი „ლოქდაუნისას“ დაბალი დაბინძურების წყალობით ყველაზე მეტად მოხდა სიკვდილიანობის თავიდან აცილება.

800-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა მთელ ევროპაში ჰაერის უკეთესი ხარისხის წყალობით Covid-ის „ლოქდაუნის“ პირველ ფაზაში – ნათქვამია კვლევაში.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინფექციების ზრდის შესაჩერებლად მიღებულმა ზომებმა საგრძნობლად შეამცირა მანქანების და სატვირთო მანქანების რაოდენობა გზებზე, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა სიკვდილიანობის შემცირებაზე.

ევროპის 47 ქალაქის ანალიზმა აჩვენა რომ პარიზი, ლონდონი, ბარსელონა და მილანი მოხვდნენ ექვსეულში, სადაც ყველაზე მეტი იყო თავიდან აცილებული სიკვდილიანობა. კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო ადგილებისა და სკოლების დახურვამ ევროპის ქალაქებში შეამცირა ჰაერის დაბინძურების დონე ნაკლები ავტომობილის მოძრაობის გამო. ამასთან გაუქმებული იყო საჯარო ღონისძიებები და, შესაბამისად, ხალხი უმეტესად სახლში რჩებოდა.

ამან გამოიწვია აზოტის დიოქსიდით (NO2) ჰაერის ნაკლები დაბინძურება. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ქალაქებში NO2-ის ყველაზე დიდი შემცირება 50%-დან 60%-მდე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა NO2-ის მკვეთრი შემცირება, დაფიქსირდა წვრილი ნაწილაკების (PM2.5 და PM10) დონის უფრო მცირე ვარდნა, რომლებიც ასევე წარმოიქმნება ბუნებრივი წყაროებით – როგორიცაა ტყის ხანძარი და მტვერი – და სხვა ემისიები.

ანტონიო გასპარინიმ, LSHTM-ის ბიოსტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორმა და კვლევის უფროსმა ავტორმა, თქვა: „კოვიდ-19-ის პანდემიის პირველი ტალღის „ლოქდაუნმა“ ჯანმრთელობისა და სოციალური უზარმაზარი ხარჯები გამოიწვია. თუმცა, ამან შესაძლებლობა მოგვცა შეგვეფასებინა უნიკალური პირობები ურბანულ რაიონებში დაბინძურების დონის შესამცირებლად მკაცრი პოლიტიკის პოტენციური ეფექტების გამოსაკვლევად.

„ამ „ბუნებრივმა ექსპერიმენტმა“ მოგვცა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვეთრი ზომებით, რომელთა განხორციელება რთული იქნება ნორმალურ პირობებში. ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ქალაქების დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად.

კვლევამ, რომელიც Nature’s Scientific Reports-ის ჟურნალში გამოქვეყნდა, შეადარა სამთავრობო პოლიტიკა ევროპის 47 ქალაქში 2020 წლის თებერვლიდან ივლისამდე და შეაფასა ცვლილებები დაბინძურების დონესა და სიკვდილიანობაში.

როშელ შნაიდერმა, საპატიო ასისტენტმა პროფესორმა გეოსივრცული მონაცემების მეცნიერებაში LSHTM-ში და კვლევის პირველმა ავტორმა თქვა: „ეს და სხვა მსგავსი კვლევები შეიძლება დაგვეხმაროს გზავნილის გავრცელებაში, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ურბანული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.“

„2020 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის დასაწყისში გადაწყვეტილმა სამთავრობო პოლიტიკამ მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა შეგვესწავლა „რეალური“ სცენარი ჰაერის დაბინძურების დაბალი დონით.“

 

სტატიაზე მუშაობდა : შოთა ციმაკურიძე და ნატა შველიძე

წყარო : www.theguardian.com


წინა პოსტი
სამხრეთ აფრიკის ესკომს შესაძლოა სასამართლო სხდომა დაენიშნოს, რადგან ჰაერის ხარისხის წარმომადგენელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
შემდეგი პოსტი
კვლევა ახალ ზელანდიაში: ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების უარყოფითი გავლენა გარემოზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,