GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ევროპელების უმრავლესობა ემხრობა დაბინძურების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას

Homepage მსოფლიო ევროპელების უმრავლესობა ემხრობა დაბინძურების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას
მსოფლიო

ევროპელების უმრავლესობა ემხრობა დაბინძურების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას

მარტი 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
583 ნახვა
ნახვები : 37
  • მეორეული მანქანის შეძენის შემთხვევაშიც კი გამოკითხულთა 50%-მა თქვა, რომ ისინი მაინც მოითხოვენ, სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური დაბინძურების კანონიერი ლიმიტი დააკმაყოფილონ
  • აპრილში ევროკავშირის კომისია აპირებს, შემოგვთავაზოს ახალი „ევრო 7“-ის წესები, რომელიც დააწესებს კანონიერ ლიმიტს ახალი ავტომობილებიდან გამოყოფილ ჰაერის დაბინძურებაზე

 

„YouGov”-ის გამოკითხვის მიხედვით, ადამიანების უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას ავტომწარმოებლებისთვის.

გამოკითხვამ, რომელიც სპეციალურად ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის კამპანიის ჯგუფის მიერ ჩატარდა, აჩვენა: 8,000 გამოკითხულიდან 76% შეთანხმდა, რომ მწარმოებლები კანონით ვალდებულნი უნდა იყვნენ, შეამცირონ ემისია ახალი მანქანებიდან იმდენად, რამდენადაც ამის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია.

მეორეული მანქანის შეძენის შემთხვევაშიც კი გამოკითხულთა 50%-მა თქვა, რომ ისინი მაინც მოითხოვენ, სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური დაბინძურების კანონიერი ლიმიტი დააკმაყოფილონ.

გამოკითხულ ადამიანთა სამ მეოთხედზე მეტი (77%) ასევე შეთანხმდა, რომ მანქანებმა უნდა დააკმაყოფილონ დაბინძურების კანონიერი ლიმიტი, მნიშვნელობა არა აქვს როგორ, როდის და სად მოძრაობენ ეს ავტომობილები.

აპრილში ევროკავშირის კომისია აპირებს, შემოგვთავაზოს ახალი „ევრო 7“-ის წესები, რომელიც დააწესებს კანონიერ ლიმიტს ახალი ავტომობილებიდან გამოყოფილ ჰაერის დაბინძურებაზე.

კომისიის თანახმად, ავტომობილებიდან დაბინძურების შემცირების ხარჯები ერთ მანქანაზე 100-დან 500 ევრომდე იმერყევებს.

გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა (65%) თქვა, რომ ისინი მზად იქნებიან, დამატებით 500 ევრომდე გადაიხადონ ავტომანქანაში, რომელიც შეუწყობს ხელს ჰაერის დაბინძურების საგრძნობლად შემცირებას.

ფაბიან სპერკმა, “T&E”-ის სატრანსპორტო საშუალებების პოლიტიკის მენეჯერმა, განაცხადა: „საავტომობილო ინდუსტრია ირწმუნება, რომ ავტომობილების ემისიის შემცირება ძალიან ძვირია, მაშინ როდესაც რეალურად ბევრად ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე გადაღებვაა“.

„ხუთი წლის შუალედში დაბინძურების შემცირება, როდესაც მანქანების უმეტესობა ხანგრძლივად მოძრაობს, არის საფრთხე საზოგადოების ჯანმრთელობისთვის. ადამიანებს სურთ, იცოდნენ, რომ ემისია მოექცევა კანონის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, ისინი შეიძენენ თუ არა ახალ მანქანას. ეს კი ავტომწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
შოტლანდიის ჰაერის დაბინძურება დაბრუნდა სახიფათო წინა პანდემიურ დონეზე
შემდეგი პოსტი
ბირმინგემი მეტად მწვანე ქალაქისთვის სუფთა ჰაერის სტრატეგიას აქვეყნებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,