GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბირმინგემი მეტად მწვანე ქალაქისთვის სუფთა ჰაერის სტრატეგიას აქვეყნებს

Homepage მსოფლიო ბირმინგემი მეტად მწვანე ქალაქისთვის სუფთა ჰაერის სტრატეგიას აქვეყნებს
მსოფლიო

ბირმინგემი მეტად მწვანე ქალაქისთვის სუფთა ჰაერის სტრატეგიას აქვეყნებს

მარტი 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
615 ნახვა
ნახვები : 24
  • შემოთავაზებები მოიცავს სკოლებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, აქტიური ტრანსპორტირების წახალისებასა და სატრანსპორტო გეგმის განვითარებას.
  • საჭირო იქნება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის განახლებული ქსელი, ჰაერის დაბინძურების სენსორების ახალი პროექტით, რომელიც სათვალთვალო დანადგარ Airly-სთან ერთად ამოქმედდება.
  • გასულ წელს ბირმინგემმა სუფთა ჰაერის ზონა (CAZ) შემოიღო. ის ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ევრო 6-სა (დიზელი) და ევრო 4-ის (ბენზინი) მინიმალური ემისიების სტანდარტებს.

 

 

დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე მეგაპოლისმა ატმოსფეროში გამონაბოლქვისა და დამაბინძურებლების შესამცირებლად საკუთარი მიდგომა გამოაქვეყნა. ამავდროულად, ისინი აქტიურად მუშაობენ დაბინძურებული ჰაერის ტიპების, წყაროებისა და საფრთხის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

სუფთა ჰაერის სტრატეგიამ, რომლის განხორციელებაც 2022 წლის 27 იანვარს დაიწყო,  ხუთი პრიორიტეტული საკითხი განსაზღვრა. ისინი მოიცავს ქალაქის გზებზე არსებული საჯარო და კერძო მანქანების  გაუმჯობესებას, კერძოდ, კი ყველაზე დამაბინძურებელი მოდელების ხმარებიდან ამოღებას. ამასთანავე, მიზნად ისახავს სატრანსპორტო ნაკადის გაკონტროლებას, რათა გადაადგილება გამარტივდეს და დაჩქარდეს. ყურადღება მიექცევა იმ მანქანებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც საცობებში უმოძრაოდ იდგებიან. სწორედ ასეთი ავტომობილების საერთო რაოდენობის შემცირებაა ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული.

დასასრულს, შეძლებისდაგვარად უნდა შემცირდეს ჰაერის დაბინძურების წყაროები და ემისიების შედეგად ადამიანებისთვის მიყენებული ზიანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ქცევითი ცვლილებები, რაც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული; ყოველივე ხაზგასმულად უნდა იყოს წარმოჩენილი ბიზნეს კულტურასა და ინდივიდებს შორის, რათა საზოგადოებასა თუ ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება, გადაჭრან ეკოლოგიური პრობლემები, არამცთუ გახდნენ მათი წარმოქმნის მიზეზი.

სწორედ ამიტომ, საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის განახლებული ქსელი, ჰაერის დაბინძურების სენსორების ახალი პროექტი, რომელიც სათვალთვალო დანადგარ Airly-სთან ერთად ამოქმედდება. გარდა ამისა, დამსაქმებლებმა უნდა წაახალისონ საკუთარი პერსონალი, რათა მათ გამოიყენონ ისეთი აქტიური ტრანსპორტი, როგორიც მაგალითად ველოსიპედია. ყოველივე ეს ბირმინგემის ფართო სატრანსპორტო გეგმის ნაწილია. ამავდროულად, დაპირებაში შედის ისეთ ინიციატივებში მონაწილეობის მიღება, როგორიც, მაგალითად ბირმინგემის უნივერსიტეტის West Midlands-ის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამაა.

„არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა ჯანმრთელობაზე როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი გავლენა იქონიოს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იცხოვრონ და იმუშაონ საკუთარი  პოტენციალის გამოსავლენად, ისე, რომ დაბინძურების შედეგად გამოწვეული საფრთხე არ დაემუქროთ.“ – განაცხადა ბირმინგემის საქალაქო საბჭოს ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის კაბინეტის წევრმა და მრჩეველმა ვასიმ ზაფარ მბემ (Waseem Zaffar MBE).

„მოცემული სტრატეგია ასახავს ჩვენს მიზანსწრაფვას, დასახული გეგმების მისაღწევად. სუფთა ჰაერის ზონის ჩამოყალიბება იმ მოგზაურობის დასაწყისია, რომელიც საბოლოოდ ქალაქსა და ჩვენს საზოგადოებას მეტად მწვანე მომავლისკენ მიგვიყვანს.“ – დასძინა მან. „დღეს ჩვენთვის დამაიმედებელია დაბინძურებული ჰაერის სენსორების პროექტის წამოწყება Airly-თან ერთად, ვინაიდან ეს დაგვეხმარება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ჰაერის ხარისხი დროთა განმავლობაში.

გასულ წელს ბირმინგემმა სუფთა ჰაერის ზონა (CAZ) შემოიღო. ის ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ევრო 6-სა (დიზელის ძრავიანი ავტომობილები) და ევრო 4-ის (ბენზინის ძრავიანი ავტომობილები) მინიმალური ემისიების სტანდარტებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და ლიზი უგულავა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ევროპელების უმრავლესობა ემხრობა დაბინძურების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას
შემდეგი პოსტი
არა, ამინდს არ გამოუწვევია ლონდონში ჰაერის დაბინძურების პიკი -ეს ჩვენ გამოვიწვიეთ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,