GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

არა, ამინდს არ გამოუწვევია ლონდონში ჰაერის დაბინძურების პიკი -ეს ჩვენ გამოვიწვიეთ

Homepage მსოფლიო არა, ამინდს არ გამოუწვევია ლონდონში ჰაერის დაბინძურების პიკი -ეს ჩვენ გამოვიწვიეთ
მსოფლიო

არა, ამინდს არ გამოუწვევია ლონდონში ჰაერის დაბინძურების პიკი -ეს ჩვენ გამოვიწვიეთ

აპრილი 4, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
151 ნახვა

ლარისა ლოკვუდი, საქველმოქმედო გლობალური სამოქმედო გეგმის სუფთა ჰაერის დირექტორი განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჰაერის დაბინძურების წყაროების აღმოფხვრა და არა თქმა ყველაზე დაუცველებისთვის, რომ მისგან დაიმალონ.

2022 წელი ჩემს ოჯახში ფრთხილად დაიწყო. საშობაო იზოლაციის შემდეგ, ბებია-ბაბუის დასაცავად, ჩვენ ახლა გულმოდგინედ გამოვდივართ ჩვენი ჭუპრიდან, ვადგამთ ფეხს კარს მიღმა და ხელახლა ვუერთდებით სამყაროს.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ პარასკევს ჩემთვის ეთქვათ, რომ არ წავსულიყავი ყოველკვირეულ გარბენზე, რადგან ლონდონში ჰაერი იმდენად ცუდი იყო, რომ ჩემნაირი ასთმით დაავადებულებისთვის არ იყო უსაფრთხოდ ჩვენი სახლების დატოვება.

ვარაუდობდნენ, რომ ჰაერის დაბინძურების მატება გამოწვეული იყო ჰაერის მაღალი წნევით. ეს ტყუილია.

ჰაერის მაღალი წნევა არ იწვევს ჰაერის დაბინძურებას. სწორედ,ჩვენ ვიწვევთ ჰაერის დაბინძურებას სისტემისა და ქცევების მეშვეობით, რომელიც დამოკიდებულია წიაღისეული საწვავის წვაზე.

მაგრამ სად იყო ეს რჩევა,რომელიც ლონდონელებს დაარიგებდა ჰაერის გასაუმჯობესებლად მანქანა სახლში დაეტოვებინათ, ან იმ საღამოს არ გამოეყენებინათ ღუმელი? დამაბინძურებლის ნაცვლად, პასუხისმგებლობა დაეკისრა მსხვერპლს – ყველაზე დაუცველებს და მოხუცებს,რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ მორიდებოდნენ გარეთ გასვლას.

თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ჰაერის დაბინძურებისგან, უნდა მოვიშოროთ ჰაერის დაბინძურება და არ უნდა მოვუწოდოთ ყველაზე დაუცველებს დამალვისკენ. იმის ნაცვლად, რომ ჰაერის მაღალ  წნევას დავაბრალოთ ჰაერის მაღალი დაბინძურება, მივმართოთ ჰაერის დაბინძურების წყაროებს, რადგან სუფთა ჰაერისთვის, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიტანოთ ყოველდღიურობაში. როგორც კი შევდივართ 2022 წელში,  ჩვენ გლობალურ სამოქმედო გეგმაში გვსურს დავინახოთ ხუთი სუფთა ჰაერის სუნთქვით გამოწვეული შედეგი:

1.იმისათვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ ჯანსაღი, სუფთა ჰაერის არჩევანის გაკეთება შემდეგი გზით:

-მდგრადი, პოზიტიური ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანია ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობის რისკების შესახებ და რა შეუძლიათ გააკეთონ ადამიანებმა თავიანთი ჯანმრთელობის დასაცავად

-ჰაერის დაბინძურების დაყენება სამედიცინო სასწავლო გეგმაში და ყველა შესაბამისი ჯანდაცვის პროფესიონალის სწავლება, რათა ურჩიონ პაციენტებს, როგორ დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა

  1. სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება გზაზე შემდეგი გზებით:

-უსაფრთხო ველოსიპედით სიარული და  ფეხით სასიარულო გზები

-ინტეგრირებული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა

-დაგეგმვის დროს ყველა გადაწყვეტილება უნდა ანიჭებდეს პრიორიტეტს ადამიანებს  და არა მანქანებთან

  1. მაღალ დაბინძურებაში ცხოვრების წესის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა:

-ნივთების თვითნებური  დაწვის აკრძალვა ქალაქებში

– დიდი ზომის მანქანების გაყიდვების შეზღუდვა ქალაქებში

– მიწოდების მანქანების რაოდენობის შემცირება გზებზე

  1. ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა:

-სკოლებისა და სათამაშო მოედნების სუფთა ჰაერის ადგილებად გადაქცევა

-ბავშვებს ჰქონდეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება

  1. ჰაერის დაბინძურების შედეგად წარმოქმნილი ჯანმრთელობის უთანასწორობის შემცირება:

-შეცვალეთ ნარატივი ჰაერის დაბინძურების შესახებ, რათა ნათლად გაიგოთ, რომ დამაბინძურებელს მოეთხოვება იმოქმედოს და არა მხოლოდ დაუცველებმა საკუთარი თავის დასაცავად.

-დარწმუნდეთ, რომ ისინი, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ჩაერთონ ჰაერის ხარისხის გადაწყვეტილების მიღების პროცესში

-ფოკუსირება მოახდინეთ დაბინძურების შესამცირებაზე, რათა შემცირდეს ზიანი მათზე, ვინც მას ყველაზე მეტად განიცდის, და აღიარეთ, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად ახდენენ მის გამოწვევას.

სუფთა ჰაერის სექტორში სხვებთან ერთად, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მოვუწოდოთ მთავრობებს და ძირითად დამაბინძურებლებს, იმოქმედონ ამ ცვლილებების განსახორციელებლად. 2022 წელს ამ შედეგების წინსვლის მიზნით, გლობალური სამოქმედო გეგმა ფოკუსირებული იქნება შემდეგ ხუთ სფეროზე:

  1. იმ გზების წინ წამოწევა,რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლებს, ჯანდაცვის სექტორებსა და ბიზნესებს ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.
  2. საპილოტე კვლევებზე მუშაობა GP-ებთან ერთად, რომლებიც აკვირდებიან, თუ როგორ შეიძლება უკეთესად ხდებოდეს პაციენტების რჩევების ინტეგრირება ჰაერის დაბინძურების საკითხის მოგვარებაში.
  3. სუფთა ჰაერზე კომუნიკაციების კოორდინაცია, მათ შორის სუფთა ჰაერის დღის კამპანია – მთავარი კატალიზატორი იმ წელს, როდესაც ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია ადვილად ზიარდება საზოგადოებაში და როდესაც ხალხი მოქმედებს სუფთა ჰაერისთვის.
  4. მოვუწოდებთ დამაბინძურებელ მრეწველობას და ბიზნესს, შეცვალონ თავიანთი სისტემები ნაკლებად ტოქსიკური დაბინძურების წარმოქმნით.
  5. სკოლებთან, ჯანდაცვასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ჩვენი მუშაობიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება პოლიტიკის რჩევისთვის.

ჩვენ დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ სუფთა ჰაერით გამოწვეულ ამ ხუთ შედეგს და ამიტომ ვპატიჟებთ ყველას, ვინც ამას კითხულობს, გაგვიზიაროთ რას გააკეთებთ წელს ჰაერის დაბინძურების პრობლემის დასაძლევად. თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სუფთა ჰაერს ისე, რომ არავის უთხრან,რომ ჰაერის დაბინძურების გამო გარეთ ვარჯიში არ შეუძლია.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 53 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ბირმინგემი მეტად მწვანე ქალაქისთვის სუფთა ჰაერის სტრატეგიას აქვეყნებს
შემდეგი პოსტი
მწვანეებს უნდათ, ჰაერის ხარისხის „ცუდ დღეებში“ ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,