GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მწვანეებს უნდათ, ჰაერის ხარისხის „ცუდ დღეებში“ ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილოს

Homepage მსოფლიო მწვანეებს უნდათ, ჰაერის ხარისხის „ცუდ დღეებში“ ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილოს
მსოფლიო

მწვანეებს უნდათ, ჰაერის ხარისხის „ცუდ დღეებში“ ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილოს

აპრილი 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
549 ნახვა
ნახვები : 108
    • მუმბაი არის მაჰარაშტრას 18 ქალაქიდან ერთ-ერთი, რომელიც „მიუღწეველია“
    • მხოლოდ ტრანსპორტი შეადგენს ქალაქის ჰაერის დაბინძურების 30.5%-ს, რაც მას დაბინძურების პირველად წყაროდ აქცევს

    გარემოსდამცველებმა სთხოვეს ხელისუფლებას, გასცეს გაფრთხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ შტატებში, განსაკუთრებით მუმბაიში, თუ ადგილის ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) გადააჭარბებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ზღვარს.

    ისინი აცხადებენ, რომ ამ ტიპის გაფრთხილებები უზრუნველყოფს ზოგადად ადამიანებს, და განსაკუთრებით კი დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებს, ორსულებსა და ხანდაზმულებს, ჰქონდეთ საშუალება, დაიცვან თავი ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებისგან.

    ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუმბაიში დაფიქსირდა ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე, მას შემდეგ, რაც 2015 წელს ქალაქის მასშტაბით ჰაერის ინტენსიური მონიტორინგი დაიწყო. მუმბაის AQI-მ (ჰაერის ხარისხის ინდექსმა) 24-25 იანვარს გადააჭარბა 500 ერთეულს. ჰაერის ხარისხის ინდექსი კვლავ ძალიან მაღალი (300-ზე მეტი) იყო თებერვლის პირველ კვირაში. ამის მიზეზად მიიჩნევენ ორ მტვრის ქარიშხალს, რომელიც წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში და გაიარა ავღანეთი, პაკისტანი და მიმდებარე რეგიონები, აკრიფა მტვერი, რომელიც შემდეგ წაიღო ჩრდილო-დასავლეთ მაჰარაშტრაში, გუჯარატსა და რაჯასტანში.

    ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები არ შეიძლება, ჩაითვალოს ცალკეულ შემთხვევებად.

    „ჰაერის ცუდი ხარისხი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე მუმბაისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე გახდა არა მხოლოდ ზამთრის თვეებში, არამედ მთელი წლის განმავლობაში“, – თქვა გარემოსდამცველმა სუმაირა აბდულალიმ წერილში, რომლითაც მიმართა პრემიერ-მინისტრ უდჰავ თაკერას და გარემოს დაცვის მინისტრ ადიტია თაკერეის.

    ”BMC-მ თავის ბიუჯეტში დააანონსა 128 სენსორზე დაფუძნებული სისტემის დაყენება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და რეალურ დროში მონაცემების მიწოდებისთვის ყოველ 4 კვ.კმ-ზე, რაც მუმბაის ჰაერის ხარისხის ქსელს ინდოეთში ყველაზე დიდს ხდის.“

    ექსპერტმა თქვა, რომ მუმბაი არის მაჰარაშტრას 18 ქალაქიდან ერთ-ერთი, რომელიც „მიუღწეველია“. მიუღწეველი ქალაქი არის ქალაქი, რომელიც არ აკმაყოფილებს კავშირის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჰაერის ხარისხის დადგენილ მოთხოვნებს. მხოლოდ ტრანსპორტი შეადგენს ქალაქის ჰაერის დაბინძურების 30.5%-ს, რაც მას დაბინძურების პირველად წყაროდ აქცევს. ექსპერტები პრობლემის შემსუბუქების მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას ითხოვენ.

     

     

    სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია

    წყარო : timesofindia.indiatimes.com 

     


წინა პოსტი
არა, ამინდს არ გამოუწვევია ლონდონში ჰაერის დაბინძურების პიკი -ეს ჩვენ გამოვიწვიეთ
შემდეგი პოსტი
მანქანის გამონაბოლქვი: რას ნიშნავს კვამლის სხვადასხვა სახეობა და ფერი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,