GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შანხაი წყლის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

Homepage მსოფლიო შანხაი წყლის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ
მსოფლიო

შანხაი წყლის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

იანვარი 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
549 ნახვა
ნახვები : 22

          შანხაის გარემოს დაცვის ოფიციალური პირების განცხადებით ჰაერის შემცირებული დაბინძურების და სუფთა წყლის წყალობით ქალაქი საცხოვრებლად უკეთესი ხდება.

          იანვრიდან სექტემბრამდე 2.5 მიკრონის მტვრის ნაწილაკების (PM 2.5) საშუალო მაჩვენებელი კუბურ მეტრზე 26 მიკროგრამი იყო, რაც 16%-იანი შემცირებაა. “ძალიან კარგი” და “კარგი” ჰაერის ხარისხის ინდექსი კი დღეთა 91.6%-ში დაფიქსირდა, რაც 5.1%-იანი გაუმჯობესებბა წინა წელთან შედარებით, იუწყება ეკოლოგიის და გარემოს დეპარტამენტი.

          დეპარტამენტის ხუთწლიანი (2021-2025) გეგმის მიზანია, რომ 2025 წლამდე რომ საშუალო წლიური PM2.5 35 მიკროგრამზე ნაკლები იყოს, სტაბილურად “კარგი” ხარისხის დღეები კი წლის სულ მცირე 85%-ს ანუ 310 დღეს შეადგენდეს.

          გარდა ამისა, ქალაქის მმართველობა ცდილობს, გააუმჯობესოს წყლის ხარისხიც. ამ წლის იანვრიდან აგვისტოს პერიოდში ზედაპირული წყლების 77.3%-მა მიიღო შეფასება “კარგი”, 5.1%-იანი ზრდა 2020 წელთან შედარებით.

          2015-დან 2020-მდე შანხაიმ მოახერხა წყლის დაბინძურების პრევენცია და კონტროლი, რამაც წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ პერიოდში ქალაქის მდინარეთა 95% აკმაყოფილებდა სტანდარტებს. წყლის რესურსების კონტროლის დეპარტამენტი ამოწმებს წყალს დაბინძურებაზე საზოგადოების მოთხოვნის და ფუნქციური ზონების სტანდარტების შესაბამისად.

          ჰუანგპუს მდინარის სათავეებთან არსებული ჯინგჰაოშას, ჩენგჰენგის, დონგფენსიშას და ჯინცას წყლის საცავები 2018 წლიდან ინარჩუნებენ III კლასის სტატუსს. ამ პერიოდშივე ქალაქში აღმოიფხვრა დაბინძურებული და ცუდი მქონეს წყლის მასების პრობლემა.

          III კლასი ხუთსაფეხურიანი კლასიფიკაციის სისტემის მესამე დონის აღმნიშვნელია. ასეთი წყალი სასმელად და თევზის მრეწველობისთვის ვარგისია.

          2020 წლის ბოლოდან ქალაქში, ფაქტობრივად, გაქრა V კლასზე დაბალი ხარისხის მქონე წყალი. ახლა სუფთა მდინარეებში იზრდება თევზი, მათ ნაპირებზე კი ბალახი ხარობს.

          2025 წლამდე წყლის აუზის 60%-ზე მეტის ხარისხი მიაღწევს ან აჯობებს III კლასს, სანაპირო წყლების ხარისხი კი 14%-ით მეტად დასტაბილურდება.

          ქალაქის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის დეპარტამენტი აპირებს სამი კატეგორიის 20 ინდიკატორის მკვეთრად გაუმჯობესებას. ისინი მოიცავს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას, ეკოლოგიურ მართვას და მწვანე და მცირედ ნახშირბადული ინიციატივების განვითარებას.

          ამ ყველაფერთან ერთად შანხაი ქმნის ნარჩენების დახარისხების და რესურსების ეფექტური გამოყენების ეროვნულ მოდელს. 2025 წლისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებელი 45%-ს გადააჭარბებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : სოფო ხოხონიშვილი

წყარო : www.shine.cn


წინა პოსტი
ლაჰორი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით, ნიუ-დელი კი – მეორეზე.
შემდეგი პოსტი
ოტაგოში ზაფხულის სეზონისთვის წყლის ხარისხის შემოწმება იწყება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,