GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ოტაგოში ზაფხულის სეზონისთვის წყლის ხარისხის შემოწმება იწყება

Homepage მსოფლიო ოტაგოში ზაფხულის სეზონისთვის წყლის ხარისხის შემოწმება იწყება
მსოფლიო

ოტაგოში ზაფხულის სეზონისთვის წყლის ხარისხის შემოწმება იწყება

იანვარი 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
205 ნახვა
  • ახალ ზელანდიაში, ოტაგოს რეგიონში ზაფხულის სეზონის წინ ჩატარებულმა წყლის მონიტორინგმა შემაშფოთებელი შედეგები დაგვიდო
  • ყველაზე პოპულარულ საბანაო ლოკაციებზე წყალში საშიში ბაქტერიების დონე იმდენად მაღალია აღმოჩნდა რომ იქ მუდმივი გამაფრთხილებელი აბრები დამონტაჟდება
  • მოსახლეობას მოუწოდებენ ბანაობამდე გადაამოწმონ წყლის ხარისხი სპეციალურ საიტზე
  • საქონლის, ფრინველისა და ადამიანების გარდა პლიაჟებზე წყალს აბინძურებს წვიმის წყალიც. ამიტომაც ადგილობრივი ჰიდროლოგები მოუწოდებენ მოსახლეობას წვიმის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ბანაობისგან თავი შეიკავონ

 

ოტაგოელ მოცურავეებს მოუწოდებენ წყლის ხარისხი კარგად გადაამოწმონ, ვიდრე რომელიმე პლიაჟს ეწვევიან.

რეგიონის საბჭომ ხაფხულის სეზონამდე 29 ყველაზე პოპულარულ პლიაჟზე წყლის ხარისხის მონიტორინგი ჩაატარა.

როგორც წესი, საბჭოს ბრძანებით პლიაჟებზე დროებით ხდებოდა გამაფრთხილებელი აბრების მონტაში, თუ წყალში ბაქტერიების დონის ზრდა შეინიშნებოდა.

წელს კი საბჭომ განაცხადა რომ ყველა პლიაჟზე მუდმივი გამაფრთხილებელი აბრები დამონტაჟდება. მათზე იქნება გამაფრთხილებელი მითითება, რომელიც მოუწოდებს მოსახლეობას ბანაობის დაწყებამდე გადაამოწმონ წყლის ხარისხი ინტერნეტში ატვირთული უახლესი მონაცემების საფუძველზე.

საიტზე Land Air Water Aotearoa ყოველდღე ხდება უახლესი მონაცემების გამოქვეყნება წყლის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

საბჭოს თანამშრომელმა, მეცნიერმა ჰიდროლოგმა – რეიჩელ ოზანმა – განაცხადა რომ წყლის ხარისხი ზოგადად კარგია, მაგრამ მასზე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ქარიანმა და ნოტიო ამინდებმა.

„ყოველ ორშაბათს ჩვენი გუნდის წევრები ოტაგოს ყველა კუთხეში წყლის სინჯებს იღებენ და კრაისჩიორჩის ლაბორატორიაში აგზავნიან. იქ წყალს იკვლევენ, რათა დაადგინონ მასში ისეთი საშიში მიკროორგანიზმების დონე, როგორიცაა მაგ. ნაწლავის ჩხირი. ოთხშაბათს შუადღისთვის კი სრული მონაცემები საიტ LAWA-ზე იტვირთება,“ – განმარტა ოზანმა.

„სამწუხაროდ ტესტირების პურველ კვირას იწვიმა. ამან ნათლად დაგვანახა თუ რა ნეგატიურად შეიძლება იმოქმედის ნალექმა წყლის ხარისხზე.“

„წვიმის წყალი ხვდება ჩვენი სახლების სახურავებს, გზებს, საწვიმარ ღარებში ჩაიღვრება; ეს წყალი და ყველა მავნე ნივთიერება, რომელიც მასში ხვდება, საბოლოოდ წყაროებსა და მდინარეებში აღმოჩნდება.“

„ამიტომაც წვიმის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ჯობს ბანაობისგან თავი შეიკავოთ. თუ ეჭვობთ ღირს ბანაობა, თუ არა, დააკვირდით წყალს. თუ ის მღვრიეა და ცუდი სუნი უდის, აჯობებს ბანაობისთვის სხვა ადგილი შეარჩიოთ.“

ერთერთი ადგილი, სადაც მუდმივი გამაფრთხილებელი აბრა დამონტაჟდება, ძალზე პოპულარული საბანაო ლოკაცია გახლავთ, ეს დანედინის მიდამოებში მდებარე წყარო ოტოკიაა.

ოტოკიად აღებული წყლის სინჯების მეოთხედში ბაქტერიების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამიტომაც მოცურავეებს სიფრთხილე მართებთ.

ვებ-გვერდ Land Air Water Aotearoa-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამჟამად წყაროში ბანაობა უნდა აიკრძალოს. წინა კვირაში ჩატარებულმა წყლის ტესტირებამ მასში ძალიან მაღალი ბაქტერიების დონე დააფიქსირა. წყარო ბატებმა, ცხვრებმა, ძროხებმა და ადამიანებმა დააბინძურეს.

„ბატების და ცხოველების ფეკალიებით წყლის დაბინძურება სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან წყაროს შესართავთან ახლოს ფრინველებით დასახლებული ჭაობები და მეცხოველეების ფერმები მდებარეობს,“ ნათქვამია LAWA-ს შეტყობინებაში.

„მაგრამ ვერ დავადგინეთ, თუ საიდან მოხვდა წყაროს წყალში ასეთი ოდენობის ადამიანური წარმოშობის ბაქტერიები. ამის დადგენას შევეცდებით, როდესაც სეზონი დაიწყება და წყაროზე დამსვენებელთა რაოდენობა მოიმატებს.“

ოტაგოს რეგიონის საბჭომ განაცხადა რომ განაგრძობს წულის ხარისხის შემოწმებას წყაროში.

ეს წყარო ბრაიტონ-ბიჩში ჩაედინება, მაგრამ მეცნიერების განცხადებით წყარო კიტოკიაზე გაცემულ გაფრთხილებასთან ამას არანაირი კავშირი აქვს.

საბჭომ ბრაიტონ-ბიჩზე წყალი ზუსტად იმ დროს გატესტა, როდესაც ოტოკიას წყაროშიც მიმდინარეობდა წყლის ხარისხის შემოწმება.

ბრაიტონ-ბიჩზე აღებულმა ყველა წყლის სინჯის ანალიზმა დაადასტურა რომ წყალი უსაფრთხოა, მაგრამ დაბინძურების წყარო სადღაც წყაროების შესართავებთან უნდა მდებარეობდეს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.rnz.co.nz

ნახვები : 53 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
შანხაი წყლის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ
შემდეგი პოსტი
ლაჰორის მოსახლეობა მკაცრ ზომებს მიმართავს სმოგის წინააღმდეგ და ჰაერის ხარისხს ყოველდღიურად აკონტროლებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,