GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ლაჰორის მოსახლეობა მკაცრ ზომებს მიმართავს სმოგის წინააღმდეგ და ჰაერის ხარისხს ყოველდღიურად აკონტროლებს

Homepage მსოფლიო ლაჰორის მოსახლეობა მკაცრ ზომებს მიმართავს სმოგის წინააღმდეგ და ჰაერის ხარისხს ყოველდღიურად აკონტროლებს
მსოფლიო

ლაჰორის მოსახლეობა მკაცრ ზომებს მიმართავს სმოგის წინააღმდეგ და ჰაერის ხარისხს ყოველდღიურად აკონტროლებს

იანვარი 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
167 ნახვა
  • პაკისტანის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, ლაჰორი, პირველ ადგილზეა ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების მსოფლიო რეინტინგში
  • ადგილობრივი საიციატივო ჯგუფი IQAir იუწყება რომ მათ მიერ ქალაქში დამონტაჟებული 30-დე მონიტორიდან რეალურ დროში შეგროვებული ინფორმაციით ჰაერში მყარი ნაწილაკებისა (PM2.5) და აზოტის დიოქსიდის (CO2) დონე საგანგაშოდ მაღალია
  • ამის საპასუხოდ პენჯაბის პროვინციის გარემოს დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა რომ ეს მონაცემები დეზინფორმაციაა, რომელიც ქვეყნის იმიჯის შელახვას ემსახურება
  • თუმცა სამთავრობო მონიტორების მონაცემთა ანალიზიც საგანგაშო სიტუაციას აშუქებს: 2019 წელს ლაჰორში ჰაერის ხარისხი სიცოცხლისათვის უსაფრთხო მხოლოდ 18 დღის განმავლობაში იყო
  • IQAir-ის წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობას ყურად იღოს ეს საგანგაშო ინფორმაცია და სთავაზობენ ჩინურ მოდელს, რომლის წყალობითაც იქ ჰაერის ხარისხის 30% გაუმჯობესება 12 წელიწადში მოხერხდა
  • ეკოლოგიის გაუმჯობესების პაკისტანური პროგრამა უნდა მოიცავდეს გამონაბოლქვის კონტროლს, ავტოტრანსპორტის გაუმჯობესებას, აგრერაული სექტორის რეფორმას და სამრეწველო ობიექტების რენოვაციებს

 

 

 

ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელ, საერთაშორისო შვეიცარიული კომპანიის – IQAir-ის -რეიტინგში პაკისტანის ერთ-ერთ დიდ ქალაქ – ლაჰორს, პირველი ადგილი უკავია, როგორც ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქს მსოფლიოში. ასეთი სიტუაცია დღესდღეობით არავის აკვირვებს.

 

ოთხშაბათს დადასტურდა რომ ლაჰორში მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერია. ხუთშაბათს კი ეს ქალაქი უკვე ლიდერობდა 362 AQI-ის სიაში, რომელშიც მეორე ადგილი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკს უკავია.

IQAir ინფორმაციას ჰაერის ხარისხის შესახებ ლაჰორში სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროდან აგროვებს, რომლებიც აფიქსირებენ დაბინძურების დონეს ქალაქის სხვადასხვა უბნებში. საიტზე წარმოდგენილია ჰაერის ხარისხის ინდექსი რეალურ დროში. იქვე შეიძლება იხილოთ ჰაერის დაბინძურების დონე პენჯაბისა და პაკისტანის სხვა ქალაქებშიც. კიდევ ერთი ქალაქი, რომელშიც იგივე დონის ჰაერის დაბინძურება ფიქსირდება, ფეისალაბადი გახლავთ. იქ მდგომარეობა ზოგჯერ უარესია, ვიდრე პროვინციულ მეგაპოლისში.

პენჯაბის მთავრობამ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები პირად შეურაცხყოფად მიიჩნია. ოთხშაბათს გარემოს დაცვის მინისტრმა პაკისტანის ფედერალურ ბიუროს  (FIA) თხოვნით მიმართა საქმე აღეძრათ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის წინააღმდეგ და ეს მონიტორები მოეხსნათ. მისი თქმით მონიტორები ცრუ ინფორმაციას განზრაც ავრცელებენ საზოგადოების დაშინების მიზნით რაც კიბერ-დანაშაული გახლავთ.

„სმოგის სეზონის დროს ზოგ-ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ელემენტი ბოროტი განზრახვით პაკისტანის იმიჯის შელახვას ცდილობს. ამ მიზნით ისინი განზრაც ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ლაჰორში ჰერის ხარისხის ინდექსის (AQI) შესახებ სხვადასხვა არაავტორიზირებული და არასანდო წყაროდან.“

გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღემდე ამტკიცებს რომ ლაჰორისა და ცენტრალური პენჯაბის მოსახლეობა ნისლით სუნთქავს.

ლაჰორში მოქმედი სხვადასხვა აქტივისტების ჯგუფებიდან ჰაერის ხარისხის კონტროლით აგრეთვე პაკისტანის საინიციატივო ჯგუფია (PAQI) დაკავებული. მისი წევრები ამტკიცებენ რომ ზუსტ და ობიექტურ ცნობებს აქვეყნებენ ჰაერის ხარისხის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის თვითშეგნების დონის ასამაღლებლად. ამ ჯგუფის საქმიანობა 2016 წელს, ქალაქში ჰაერის ხარისხის შემმოწმებელი მონიტორების მონტაჟით დაიწყო.

„ლაჰორში და კარაჩიში 2, ხოლო პეშავარსა და ისლამაბადში თითო-თითო მონიტორი დამონტაჟდა. ამჟამად მთელი პაკისტანის მასშტაბით დაახ. 50 მონიტორი გვაქვს. მათგან 30 ლაჰორშია და ყველა გამართულად მუშაობს,“ განახცადა PAQI-ს დამაარსებელმა, აბიდ ომარმა გაზეთ Dawn-თან ინტერვიუში.

მისი თქმით PAQI-მ მონიტორები საკუთარი ხარჯებით შეიძინა. ზოგისთვის თანხები კერძო კომპანიებმა შემოიტანეს, ზოგიც – კერძო პირებმა იყიდეს. მონიტორების მონტაჟის შემდეგ ისინი ორკვირიან შემოწმების კურსს გადიან, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური ინტელექტი მათ მიერ დაგროვებულ მონაცემებს დედამიწის თანამგზავრის მიერ დარეპორტებულ მონაცემებთან ადარებს და აანალიზებს.

რაც შეეხება ეჭვებს მონიტორების მიერ დარეპორტებული მონაცემების სისწორეში, ამაზე ბ-ნი ომარი აცხადებს რომ მან პირადად წარადგინა მოხსენება მონაცემების ხარისხზე დაახ. 2 წლის წინ ისლამაბადში, მდგრადი განვითარების შემსწავლელ ინსტიტუტში ჩატარებულ კონფერენციაზე.

„გაცილებით მეტ ეჭვს იწვევს სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებული მონიტორებიდან მოპოვებული მონაცემები. ერთ ქალაქშიც კი ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გვაწვდიან და EPD-ს მონაცემების გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი მონიტორები კი მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეამოწმა. ჩვენ ისეთ მონიტორებს ვიყენებთ, რომლებიც გაეროს ჰაერის ხარისხის კონტროლისა და გარემოს დაცვის პროგრამის ნაწილია. კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი კი არა, სახელმწიფოს მონიტორების ხარისხი უნდა დაყენდეს, რადგან ისინი მრავალ ასპექტში არ შეესაბამებიან საერთაშორისო მოთხოვნებს.“

აბიდ ომარის თქმით, ლაჰორის უზენაესი სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად სახელმწიფომ არ წარადგინა მონაცემები ჰაერის ხარისხის შესახებ რეალური დროის რეჟიმში.

ასეთი მონაცემები კი აუცილებელია სწრაფი და დროული ქმედებების განსახორციელებლად, მაგ. სკოლების გახსისა თუ დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე რეალური დროის რეჟიმში მონაცემების მოწოდება დაეხმარებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სახელმწიფოს ქმედებების ანალიზში და მათი ნაბიჯების ეფექტურობის შეფასებაში.

EPD (გარემოს დაცვის სამინისტროს) საიტზე წარმოდგენილია მონაცემები ჰაერის ხარისხის შესახებ ბოლო 24 საათის მანძილზე ლაჰორის სხვადასხვა უბნიდან, მაგრამ არა რეალურ დროში; თუმცა კერძო პირების საკუთრებაში მყოფი მონიტორების მონაცემთა ანალიზიც კი საშინელ სურათს იძლევა. საიტის მონაცემებზე დაყრდნობით გულბერგის ჰოკეის ეროვნულ სტადიონზე PM2.5 ნაწილაკების დონე ოთხშაბათს 401-ს შეადგენდა, ხოლო მე-6 ფაზაში DHA 420-დე ავიდა. სამწუხაროდ საიტზე არ იყო მონაცემები  PM2.5-ის დონის შესახებ ორი სხვა დიდი სტადიონიდან – Town Hall და Township Block 1-დან – სადაც მხოლოდ ნახშირორჟანგისა (CO2) და აზორის დიოქსიდის  (Nox) შესახებ მონაცემების მოწოდება მოხდა.

იურისტმა და ეკო-აქტივისტმა, აჰმად რაფაი ალამმა, საკუთარ სახლში ჰაერის ხარისხის შემმოწმებელი მონიტორი თავისი ხარჯებით დაამონტაჟა. მინისტრის განცხადებას ის შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „არ ვიცი მინისტრი რას გულისხმობდა. კიბერდანაშაულის შესახებ კანონები დანაშაულის არსებობის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარ სახლში ჰაერის ხარისხის შემოწმების მიზნით სპეციალური მონიტორი დაამონტაჟოს და ეს არაა დანაშაული.“

ის აგრეთვე აღნიშნავს: „აშშ-ს საკონსულომ ძვირადღირებული მონიტორი დაამონტაჟა, მისი ფასი დაახ. 100.000 დოლარს შეადგენს. ხალხმა მთელი ქალაქის მასშტაბით დაამონტაჟა მონიტორები, რომლებიც ნაკლებად ძვირი ღირს.“ საკუთარი მონიტორი ალამს 250 დოლარი დაუჯდა. მისი თქმით სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებული მონიტორები (EPD და Urban Unit) უარეს სიტუაციას აშუქებენ, ვიდრე კერძოები.

ალამი გვიხსნის რომ მონაცემების შეგროვება და ანალიზი ქრაუდსორსინგის პრინციპით ხდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაც სახელმწიფოს მათზე კონტროლი აღარ აქვს.

PAQI-ს რაპორტში, რომელიც მდგრადი განვითარების ინსტიტუტში წარადგინეს, ნაჩვენებია რომ Covid-19-თან დაკავშირებით შემოღებული ლოქდაუნი ჰაერის ხარისხზე დადებითად აისახა. ეს შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს მთავრობისათვის. შეზღუდვების პერიოდში 01.02.2020-15.04.2020-ში ჰაერში NO2-ს დონე 49%-დე შემცირდა. „როგორც ცენტრალურ, ასევე გარეუბნებშიც NO2-ს დონე შემცირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტო-ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებას და ელექტროენერგიის გამოყენების კლებას (განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და სამხრეთში).“

ლაჰორზე შეზღუდვების დადებითი ეფექტის შესახებ შემდგომში ნათქვამია: „მყარი ნაწილაკებით (PM2.5) დაბინძურების დონე მკაფიოდ შემცირდა 23.03.2020-დან. 06.04.2020-ში კი – PM2.5-ის დონემ ერთი დღის განმავლობაში პაკისტანის ეროვნული სტანდარტების შესაბამისი გახდა და მხოლოდ 15 ქულა შეადგინა.“

ორ თვეში PM2.5-ის დონე 63% შემცირდა, ხოლო NO2-ისა – 33%. 2018 წლის ანგარიშის მიხედვით პენჯაბში ჰაერის ხარისხი ნორმის ფარგლებში მხოლოდ 17 დღის განმავლობაში იყო, 2019 წელს – 18 დღის განმავლობაში, ხოლო 2020-ში, როდესაც გზებზე მანქანები პრაქტიკულად არ მოძრაობდნენ და ინდუსტრიული ობიექტების აქტივობა თითქმის 0-დე დაეცა ჰაერის ხარისხი უსაფრთხო იყო 71 დღის მანძილზე.

პრობლების მოსაგვარებლად PAQI ჩინურ მოდელს ანიჭებს უპირატესობას, როდესაც იქაურმა მთავრობამ 12 წლიანი ციკლი შემოიღო და ჰაერის ხარისხი 30% გააუმჯობესა. ამ მოდელის ფარგლებში მოხდა გარემოს დაცვის შესახებ კანონების მასშტაბური გადამოწმება, გამონაბოლქვზე უფრო მკაცრი სტანდარტები შემოიღეს, ავტოტრანსპორტის საწვავის ხარისხის დონე აამაღლეს, ნახშირის გადამუშავების უფრო ეკო-მეგობრული კანონები შემოიღეს და ენერგიის აღდგენად წყაროებზე გადასვლა მოხდა. ყოველივე ამან ჩინეთში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. PAQI-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში 5 ნაბიჯია ასახული, რომელიც პაკისტანის მთავრობას დაეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. ესენია: გამონაბოლქვის შემცირება, აგრარული სექტორის რეფორმირება, ქალაქის დანაგვიანების შემცირება, საავტომობილო ტრანსპორტის გაუმჯობესება, კონტროლი და აქტიური ქმედებები.

ამ ნაბიჯებში აგრეთვე შედის ელექტროსადგურებსა და მსხვილ სამრეწველო ობიექტებზე საწვავის წვის კონტროლი; სამრეწველო გამონაბოლქვზე გაუმჯობესებული სტანდარტების შემოღება და აგურის წარმოების რეფორმირება; აგრარული კულტურების ნარჩენების ეფექტური მართვა; რეგენერაციული სოფლის მეურნეობა; ქალაქის ნარჩენების ეფექტური მართვა და მტვერთან ბრძოლის გზები; დიზელისა და ბენზინის ხარისხის გაუმჯობესება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება; სატვირთო გადაზიდვების გონივრული მართვა; ჰაერის ხარისხის საერთო და სახალხო კონტროლი, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების პროგრამა ჰაერის დაბინძურების საკითხებში, დიდი ქალაქების გარშემო გამონაბოლქვის კონტროლის ზონების შექმნა და EPD/EPA-ს პოტენციალის ზრდა.

PAQI-სა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი მონიტორების გარდა IQAir თავის საიტზე კიდევ 12 მონიტორზე საუბრობს, რომლებიც ლაჰორის მასშტაბით ისეთ კატეგორიებში მუშაობენ, როგორებიცაა სახელმწიფოებრივი, საგანმანათლებლო და კორპორატიული. საიტზე ასევე მითითებულია რომ ქალაქში 14 ანონიმური მონიტორიც არსებობს, რომლებიც კერძო პირებმა დაამონტაჟეს.

რეალური ფაქტების უარყოფის სანაცვლოდ პაკისტანის მთავრობისათვის უმჯობესი იქნება გამოიყენოს ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელი მონიტორების მონაცემები და მათი დახმარებით იმუშაოს ეკოლოგიის გაუმჯობესების ეფექტურ პროგრამაზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.dawn.com

ნახვები : 98 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ოტაგოში ზაფხულის სეზონისთვის წყლის ხარისხის შემოწმება იწყება
შემდეგი პოსტი
ორსული ქალებისთვის ჰაერის დაბინძურება უფრო საზიანოა, ვიდრე მოწევა: გამონაბოლქვმა აირებმა შეიძლება გამოიწვიოს სახიფათოდ მაღალი წნევა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,