GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შანხაი სიცხის საუკუნოვან რეკორდს ხსნის

Homepage მსოფლიო შანხაი სიცხის საუკუნოვან რეკორდს ხსნის
მსოფლიო

შანხაი სიცხის საუკუნოვან რეკორდს ხსნის

დეკემბერი 8, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
348 ნახვა
ნახვები : 65
  • ისტორიული დღეა! სამხრეთ ჩინეთს მაისში სიცხის ყველაზე ძლიერმა ტალღამ დაარტყა.

  • ჩრდილო-აღმოსავლეთ სიჩუანის პროვინციაში ათასობით მოსახლე ევაკუირდა ძლიერი წვიმის გამო.

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, სავარაუდოა, რომ 2027 წლამდე ეს იქნება ყველაზე ცხელი ხუთწლიანი პერიოდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებულა.

ჩინეთში, კერძოდ, შანხაიში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა მაისში. ტემპერატურამ 97 გრადუს ფარენჰაიტს მიაღწია. წინა რეკორდი, 96,26 გრადუსი ფარენჰაიტი, პირველად 1876 წელს, ხოლო ბოლოს 2018 წელს დააფიქსირა შანხაის მეტეოროლოგიურმა ბიურომ. „ისტორიული დღეა! სამხრეთ ჩინეთს მაისში სიცხის ყველაზე ძლიერმა ტალღამ დაარტყა. 200-ზე მეტმა სადგურმა მოხსნა ან გაიმეორა მაისის რეკორდი და მინიმუმ 10-მა სადგურმა დაამყარა ყველაზე მაღალი რეკორდი ისტორიაში. სიცხე გაგრძელდება და იუნანში ტემპერატურა ახალ მაქსიმუმს მიაღწევს“, — წერს ტვიტერზე ჯიმ იუანი, ჩინეთის მეტეოროლოგიური ასოციაციის მკვლევარი.

ყველაზე ცხელი თვეები ჯერ კიდევ წინაა. მოსალოდნელია ექსტრემალურად ცხელი ამინდი სამხრეთ ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში იმ ფონზე, რომ სინოპტიკოსები მორიგ მხუთვარე ზაფხულს პროგნოზირებენ.

„ლამის მზის დარტყმა მივიღე. ისე ცხელა, შეიძლება, აფეთქდე“, — იწერება Weibo-ზე შანხაიდან, როგორც Phys.org-ი იტყობინება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის გარკვეული ნაწილი გააფრთხილეს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ, რადგან ტემპერატურამ 107,6 გრადუს ფარენჰაიტს მიაღწია, – იტყობინება Reuters -ი.

სამხრეთ-ჩინეთის უმეტეს ნაწილში ტემპერატურას 95 გრადუს ფარენჰაიტზე მაღალს ვარაუდობდნენ, ზოგიერთ რეგიონში – 98,6-102,2 გრადუს ფარენჰაიტს.

ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში კოკისპირული წვიმებია მოსალოდნელი. ეს ექსტრემალური ამინდისთვის უცხო არ არის. ადგილობრივი სამაშველო სამსახურების ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სიჩუანის პროვინციაში ათასობით მოსახლე ევაკუირდა ძლიერი წვიმის გამო.

დატბორვის საშიშროება არსებობდა ჩონცინგშიც, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ მდინარე ჯიალინგში წყლის დონე დაახლოებით 19,69 ფუტამდე გაიზრდებოდა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ექსტრემალური ამინდის მოვლენები მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებამ გაამწვავა. ეს მათი ვარაუდით გაგრძელდება. როგორც Times of India იტყობინება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, სავარაუდოა, რომ 2027 წლამდე ეს იქნება ყველაზე ცხელი ხუთწლიანი პერიოდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებულა.

გასულ წელს შანხაიში 50-ზე მეტ დღეს ტემპერატურა 95 გრადუს ფარენჰაიტს აღემატებოდა, – იტყობინება CNN-ი. ,,ეს ეკოლოგიური პრობლემაა! სამყარო უფრო და უფრო ცხელდება. მე მაქვს განცდა, რომ ზაფხული ყოველწლიურად უფრო ცხელი ხდება“, — განუცხადა შანხაის მცხოვრებმა Agence France-Presse-ს, Times of India-ს ცნობით.

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი

წყარო: ecowatch.com

8 დეკემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
ეგვიპტე და იტალია გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობას აპირებენ
შემდეგი პოსტი
კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის კალიფორნიის სანაპიროების 70% შეიძლება გაქრეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,