GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

საცობების მიზეზები ქალაქებში და ამ პრობლემის გადაჭრის გზები

Homepage შემეცნებითი საცობების მიზეზები ქალაქებში და ამ პრობლემის გადაჭრის გზები
შემეცნებითი

საცობების მიზეზები ქალაქებში და ამ პრობლემის გადაჭრის გზები

აპრილი 29, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1623 ნახვა
ნახვები : 435
  • საცობები თანამედროვე მეგაპოლისების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, რომლის მოგვარების ეფექტური გზა „გონიერი ინფრასტრუქტურაა“
  • მასში გამოიყენებენ ისეთ ტექნიკურ საშუალებებს, როგორებიცაა კამერები, რადარები, GPS-ნავიგატორები და ლაზერული მოძრაობის დეტექტორები
  • ავტონომიური ავტომობილები დაუკავშირდებიან „გონიერ ინფრასტრუქტურას“ და მძღოლებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საგზაო მოძრაობის შესახებ კონკრეტულ მონაკვეთებზე
  • ასევე იგეგმება „გონიერი შუქნიშნების“ და საველოსიპედო ბილეკების შექმნა, რათა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვისაც მოძრაობა კომფორტული და შეუფერხებელი იყოს

 

თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა საცობები გზებზე, რომელიც მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს და აზარალებს მოსახლეობას. საცობების გამო ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარი იხარჯება, რადგან დასაქმებული მოსახლეობა დროულად ვერ მიდის სამუშაო ადგილებზე, ხოლო საქონელი – მაღაზიების დახლებამდე ვერ აღწევს.

რა იწვევს საცობებს?

საცობების მთავარი გამომწვევი მიზეზია ავარიები, საგზაო სამუშაოები, ტრანსპორტით გადატვირთული მარშრუტები და მრავალი ფეხით მოსიარულე, რომლებიც აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. სამწუხაროდ, ამ პრობლემის ეფექტური მოგვარების გზები დღემდე არავის შემოუთავაზებია.

შეზღუდვები იზოლირებულ, ინდივიდუალურ გზის მონაკვეთებზე

  • მძღოლები თავიანთ მანქანებს მათთვის ოპტიმალურად მართავენ
  • ისინი ვერ ხვდებიან, თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტრანსპორტის მოძრაობაზე

ტრანსპორტის ნაკადის ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია, გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ სატრანსპორტო მოძრაობის ყველა მონაწილის ინდივიდუალური ქცევა. მოძრაობა უნდა დარეგულირდეს განაწილებისა და საცობების პრევენციის მეთოდებითა და სრული სურათის გათვალისწინებით. ამისათვის საჭიროა გონივრული ინფრასტრუქტურა.

რა არის „გონიერი ინფრასტრუქტურა“?

„გონიერი ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია გულისხმობს გზების ისეთი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, როგორებიცაა GPS ნავიგატორები, კამერები და მოძრაობის დეტექტორები, რათა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება გზებზე არსებული სიტუაციის მუდმივი მონიტორინგისთვის. ამის წყალობით „კიბერ-ფიზიკური სისტემები“ მოიფიქრებენ ქალაქების პრობლემების გადაწყვეტის გზებს შეგროვებული მონაცემების საფუძველზე.

საგზაო მოძრაობის სრული სურათის მიღება GPS ნავიგატორებით, კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით

GPS ნავიგატორები:

  • აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მონიტორინგის მეშვეობით
  • იძლევა ზუსტ ინფორმაციას საცობებზე

დანაკლისი:

  • არ ითვალისწინებს ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს

კამერები:

  • იწერს ფერად გრაფიკულ გამოსახულებებს
  • კარგად ცნობს და ახარისხებს ობიექტებს

დანაკლისი:

  • ვერ უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხს სიბნელესა და ცუდ ამინდში
  • იძლევა 2D (ორგანზომილებიან) მონაცემებს, ვერ გვაწვდის სიღრმისეულ ინფორმაციას
  • არ გამოდგება კონფიდენციალურობის დაცვისთვის ჩანაწერების გაკეთებისას

რადარები:

  • მათ ძირითადად სიჩქარის კონტროლისთვის იყენებენ, მაგრამ რადარების გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია საგზაო მოძრაობაზე დაკვირვებისთვის

დანაკლისი:

  • დაბალი ვიდეო-რეზოლუციის გამო ვერ ცნობს ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს

LiDAR (Light Detection and Ranging – მანძილის იდენტიფიკაცია სინათლის მეშვეობით)

  • ლაზერული LiDAR-დეტექტორები ამომწურავ და სანდო სამგანზომილებიან რეზოლუციას იძლევა, რომლის წყალობითაც ადვილად შესაძლებელია საგზაო მოძრაობის სხვადასხვა მონაწილის ანონიმური იდენტიფიკაცია
  • შეუძლია სანდო ინფორმაციის შეგროვება ცუდ ამინდში, ბურუსში, მტვერსა და სიბნელეში
  • არეგისტრირებს სიჩქარეს სატრანსპორტო ნაკადის ანალიზისთვისა და საცობების წარმოქმნის მიზეზების გაგებისთვის
  • აგებს რუკებს, იძლევა მოძრაობის პროგნოზებს, სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს
  • შესაძლებელია LiDAR-დეტექტორებისა და კამერების კომბინირებული გამოყენება საგზაო მოძრაობის მონიტორინგისთვის, რადგან კამერებს შეუძლიათ ფერადი გამოსახულებების გადაღება, ხოლო LiDAR-დეტექტორებს – სიტუაციის შეფასება და უკუკავშირის მიცემა

 

დანაკლისი:

  • ვერ არჩევს ფერებს

როგორ გვეხმარება ავტონომიური ავტომობილები საცობების პრობლემის მოგვარებაში?

ავტონომიურ ავტომობილებს შეუძლიათ გონივრული ინფრასტრუქტურის გამოყენებით რადარებისა და დეტექტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გააანალიზება, პოტენციური საავარიო სიტუაციებისა და სხვა მოძრაობის დამაბრკოლებელი ფაქტორების ამოცნობა. ამ ინფორმაციის გამოყენება ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ასევე შეეძლებათ AV-ებს (AirTraffic receiver – ტრაფიკის საჰაერო რესივერებს). ეს გააუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციასა და საგზაო მდგომარეობას. AV-ებს შეუძლიათ არა მხოლოდ ავტომობილების მოძრაობის ამოცნობა, არამედ არაპროგნოზირებადი მოძრაობის მონაწილეების – ფეხით მოსიარულეებისა და ცხოველების – ქცევის ანალიზიც. ეს კი ფასდაუდებლად გვეხმარება გზებზე საავარიო სიტუაციების თავიდან არიდებასა და საცობების პრევენციაში.

„გონიერი ინფრასტრუქტურის“ მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ დაგვეხმარება ისეთი სიახლეების დანერგვაში, როგორებიცაა:

  • „გონიერი“ შუქნიშნების მონტაჟი
  • ადაპტაცია სიჩქარის შეზღუდვებთან
  • საცობის შექმნის საშიშროების დარეპორტება
  • ალტერნატიული მარშრუტების რეკომენდაცია
  • საშიში ადგილების აღმოჩენა და საავარიო სიტუაციების რეკონსტრუქცია
  • მარშრუტების დინამიკური ადაპტაცია ტრაფიკთან

„გონიერი ინფრასტრუქტურის“ დანერგვა საგზაო მოძრაობას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის, რისი წყალობითან ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება თანამედროვე მეგაპოლისებში უფრო პროდუქტიული გახდება.

ქალაქის დაგეგმარება მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობაზე. გზების დაგეგმარება და საგზაო მოძრაობის მართვა ადამიანებზე უნდა იყოს მორგებული და იმავე ყურადღებას უთმობდეს გადაადგილების ალტერნატიულ გზებს (იგ. ფეხით სიარული, ველოსიპედი). ამაში იგულისხმება უფრო უსაფრთხო გადასასვლელების შექმნა, მაქანების მოტრიალებისას ავარიული სიტუაციების შემცირება, ველოსიპედისტებისთვის ცალკე ბილიკების გამოყოფა, ავტობუსის ზოლების შექმნა და სხვა. ყოველივე ეს, სენსორულ, „გონიერ ინფრასტრუქტურასთან“ და ავტონომიურ ავტომობილებთან ერთად, დაგვეხმარება საცობების მძაფრი პრობლემის მოგვარებაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და სალომე სულაკაური

წყარო : www.linkedin.com

30 აპრილი 2023 წელი.


წინა პოსტი
ვიქტორიაში აიკრძალა სამშენებლო ქვის უკონტროლო მშრალი ჭრა
შემდეგი პოსტი
ეკო ცნობიერების ამაღლება სკოლებში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,