საკვები პროდუქტების ნარჩენები – გლობალური პრობლემა რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
- საკვები პროდუქტების დიდი ნაწილი ყოველწლიურად იყრება. დაახ. 17% პროდუქტებისა, რომლებიც საბოლოო მომხმარებლამდე უნდა მისულიყო, ნაგავსაყრელზე ხვდება
- ასეთი დიდი დანაკარგები კვების სისტემას არამყარს ხდის, იწვევს შიმშილს, საკვების უკმარისობას და დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის
- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 17 პუნქტისგან შემდგარი მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) პროგრამა შეიმუშავა, რომელმაც 2030 წლამდე უნდა შეამციროს საკვები პროდუქტების ნარჩენების რაოდენობა ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით. უნდა გაიზარდოს საკვების შენახვის ვადა და მათი კვებითი ღირებულება
- ჯანდაცვის სისტემის საყოველთაო კრიზისის პირობებში კოვიდ 19-ის პანდემიის დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, რათა გავაძლიეროთ ადამიანების იმუნიტეტი
საკვების უკმარისობა, შიმშილი და არასაკმარისი კვება გლობალური პრობლემებია, რომელებიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ეხება – განაცხადეს გაერო-ში სამშაბათს. ორგანიზაცია კაცობრიობას ფუჭად გადაყრილი საკვების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ეს მოწოდება მასშემდეგ გააჟღერა, რაც ცნობილი გახდა რომ 2019 წელს მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი საკვები პროდუქტების 17% გადაიყარა.
კოვიდ 19-ის პანდემიის გამო 132 მილიონი ადამიანი საკვების უკმარისობის საშიშროების წინაშე დგას, განაცხადა FAO-მ 29 სექტემბერს, საერთაშორისო კვებითი ნარჩენების შესახებ ინფორმირებულობის დღეს.
გლობალური პრობლემა
ჟენევაში გამრთულ პრესკონფერენციაზე ნენსი აბურტომ, FAO-ს კვებისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილების დირექტორის თანაშემწემ, განაცხადა რომ საკვები პროდუქტების ნარჩენები გლობალური პრობლემაა და მხოლოდ მდიდარი ქვეყნებით არ შემოიფარგლება.
„საკვები პროდუქრების კრიზისი, შიმშილი და არასაკმარისი კვება – ის პრობლემებია, რომლებისგანაც მსოფლიოს არცერთი ქვეყნაა დაზღვეული; 881 მილიონი ადამიანი შიმშილობს, 2 მილიარდი ადამიანი ორგანიზმში სასარგებლო მიკროელემენტების – ვიტამინებისა და მინერალების – დეფიციტისგან იტანჯება, მილიონობით ბავშვს კი ზრდის შეფერხება აქვს არასაკმარისი კვების გამო, რაც ხშირად მათი დაღუპვითაც სრულდება.“
FAO-ს წარმომადგენელი გვაფრთხილებს რომ „ჯანსაღი“ საკვების მაღალი ღირებულება მას პრაქტიკულად მიუწვდომელს ხდის მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისთვის ევროპის ჩათვლით.
მან ასევე ისაუბრა ინოვაციების დანერგვის საჭიროებაზე, რომლებიც საკვები პროდუქტების ნარჩენების რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარებიან. მაგ.: ქყვენების უმრავლესობამ უნდა დაიწყოს ახლებური შეფუთვების გამოყენება, რომლებიც საჭმლის შენახვის ვადას გაახანგრძლივებენ, ხოლო სმარტფონებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაციები საბოლოო მომხმარებლებს საკვების მწარმოებლებთან დაახლოვებენ, რათა შემცირდეს დრო მოსავლის აკრეფასა და საკვების მიღებას შორის.
საკვების ნარჩენების გადაყრის ნეგატიური შედეგები
საკვების გადაყრისა და ნარჩენების შემცირება ხელს შუწყობს აგროსისტემების განვითარებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს შიმშილის საშიშროებას. ამის შედეგად გაუმჯობესდება საკვების ხარისხიც და კვების ინდუსტრიაში უკეთეს შედეგებსაც მივაღწევთ.
FAO-ს აზრით „ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს სათბურის ეფექტის შემცირებას, ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფას, ნოყიერი მიწევისა და წყლის რესურსების გამოფიტვაც შეჩერდება.“
გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის (SDG) მე-12 პუნქტის („მდგრადი მოხმარება და წარმოება“) მისაღწევად 9 წელიწადზე ნაკლები დრო დარჩა. 12.3-ე პუნქტი – „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ – საკვები ნარჩენების შემცირებას ითვალისწინებს თითოეულ სულ მოსახლეზე. ეს პროცესი სასწრაფოდ დასაჩქარებელია, რათა 2030 წლამდე პროექტის წარმატებით განხორციელება მოხერხდეს.
დასკვნები და რეკომენდაციები:
- საჭმლის ნარჩენების შემცირება განამტკიცებს პლანეტის კვებითი სისტემების მდგრადობასა და სიჯანსაღეს
- კვებითი სისტემების ეფექტურობის გაზრდა და საუტულიზაციო საკვები ნარჩენების შემცირება დამატებით ინვესტიციებს, ტექნოლოგიებს და ინფრასტუქტირის შექმნას საჭიროებს
- საკვები პროდუქტების ნარჩენების კომპოსტირება მათ უტილიზაციაზე უკეთესია, თუმცა საკუთრივ ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია შეამცირებს მათ ნეგატიურ ზეგავნელნას გარემოზე
- საკვები პროდუქტების დანაკარგების მინიმუმანდე დაყვანა კარგ მენეჯმენტსა და ადამიანური რესურსების ჩართულობას საჭიროებს
- ამისათვის საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და კერძო მეწარმეების ჩართულობა და აგროსისტემების გაუმჯობესების საკითხის პირველ ადგილზე დაყენება მათი პრიორიტეტების სიაში.
ხილი და ვეგანური საკვები
სულ რაღაც სამი თვის შემდეგ ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო წელს SDG-ს პროექტზე მუშაობისას FAO-მ შეგვახსენა რომ სწორედ ეს პროდუქტები ადამიანის რაციონის დიდ ნაწილს შეადგენენ და კვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
„ჯანდაცვის მიმდინარე კრიზისის პირობებში, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერებას,“ განაცხადა FAO-ს დირექტორმა ქუ დონგუმ გასული წლის დეკემბერში.
მან ასევე აღნიშნა რომ ხილისა და ბოსტნეულის სექტორში საკვები პროდუქტების დანაკარგები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება „ინოვაციური ტექნოლოგიები და ახლებური მიდგომები ძალზე მნიშვნელოვანია“, რადგან სწორედ ისინი დაგვეხმარებიან უსაფრთხოებისა და ხარისხის შენარჩუნებაში „გაახანგრძლივებენ პროდუქტების შენახვის ვადას და გაზრდიან მათ კვებით ღირებულებას“.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : news.un.org