GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

Google, YouTube აპირებენ აკრძალონ კლიმატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მონეტიზაცია

Homepage მსოფლიო Google, YouTube აპირებენ აკრძალონ კლიმატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მონეტიზაცია
მსოფლიო

Google, YouTube აპირებენ აკრძალონ კლიმატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მონეტიზაცია

ნოემბერი 29, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
259 ნახვა
  • ციფრული უფლებების დამცველები ძალიან გაახარა იმ ანგარიშის გამოქვეყნებამ, რომლის თანახმადაც Google-ი და მისი YouTube ვიდეო პლატფორმა კლიმატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მონეტიზაციას აკრძალავენ.
  • Google-ში რეკლამის განმათავსებლებს და გამომცემლებს და YouTube-ის შემქმნელებს ამიერიდან აეკრძალებათ ყველანაირი შემოსავლის მიღება იმ რეკლამებიდან.
  • “რეკლამის განმათავსებლებს უბრალოდ არ სურთ, რომ მათი რეკლამა გამოჩნდეს ამ შინაარსის კონტენტის გვერდით, ხოლო გამომცემლებს და შემქმნელებს არ სურთ, რომ ასეთი ტიპის რეკლამები გამოჩნდეს მათ გვერდებზე ან ვიდეოებზე”.
  • სხვა სოციალური მედიის პლატფორმებიც არა ნაკლებ არიან ჩართულნი კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საქმეში.

 

ციფრული უფლებების დამცველები ძალიან გაახარა იმ ანგარიშის გამოქვეყნებამ, რომლის თანახმადაც Google-ი და მისი YouTube ვიდეო პლატფორმა კლიმატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მონეტიზაციას აკრძალავენ.

Google-ში რეკლამის განმათავსებლებს და გამომცემლებს და YouTube-ის შემქმნელებს ამიერიდან აეკრძალებათ ყველანაირი შემოსავლის მიღება იმ რეკლამებიდან, რომლებიც ეწინააღმდეგება “მიღებულ და დამკვიდრებულ სამეცნიერო კონსენსუსს კლიმატის ცვლილების არსებობისა და მიზეზების შესახებ”, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალური პირების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც Axios-მა გამოაქვეყნა.

„ეს აკრძალვა შეეხება ისეთი შინაარსის კონტენტს, რომელიც კლიმატის ცვლილებას სიცრუეს და თაღლითობას უწოდებს, რომლებიც უარყოფენ გლობალური დათბობის აშკარა, გრძელვადიან ტენდენციებს და ასევე, იმ ფაქტებს, რომ სათბურის გაზების ემისიები ან ადამიანის საქმიანობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას”,-განმარტებულია განცხადებაში.

“რეკლამის განმათავსებლებს უბრალოდ არ სურთ, რომ მათი რეკლამა გამოჩნდეს ამ შინაარსის კონტენტის გვერდით, ხოლო გამომცემლებს და შემქმნელებს არ სურთ, რომ ასეთი ტიპის რეკლამები გამოჩნდეს მათ გვერდებზე ან ვიდეოებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ წელს, ადვოკატირების ჯგუფის Avaaz-ის კვლევამ აჩვენა, რომ YouTube-ის ეგრეთ წოდებული რეკომენდაციის ალგორითმი „მილიონობით ადამიანს აიძულებდა ენახა კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოები“  და რომ კომპანია მსგავსი შინაარსის კონტენტის წახალისებას ახდენდა მონეტიზაციის პროგრამის საშუალებით.

„მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა, საყოფაცხოვრებო პროდუქტების მწარმოებელმა ბრენდმა, მათ შორის Samsung-მა, L’Oréal-მა, Warner Bros-მა, Carrefour-მა და Danone-მა, ასევე მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გარემოს დაცვითმა ჯგუფმა, Greenpeace International- მა და World Wildlife Fund-მა, გაუშვეს რეკლამები კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოების საპროტესტოდ,“ განაცხადა Avaaz-მა.

სხვა სოციალური მედიის პლატფორმებიც არა ნაკლებ არიან ჩართულნი კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საქმეში. გასულ თვეს, Common Dreams-ი იტყობინებოდა, რომ გარემოსდაცვით ჯგუფის Friends of the Earth-ის კვლევამ აღმოაჩინა, რომ  Facebook-ი კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის 99%-ს უკონტროლოდ ტოვებს. 2020 წლის Influence Map-ის კვლევამ აჩვენა, რომ გასული წლის პირველ ექვს თვეში აშშ-ში სულ მცირე რვა მილიონმა ადამიანმა ნახა Facebook-ის 51 რეკლამა, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას კლიმატის შესახებ.

Google-მა ამ ნაბიჯის შესახებ, რომ მოახდენს კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებლების მოგების შეზღუდვას, საზოგადოებას მას შემდეგ აცნობა, რაც YouTube– მა გამოაცხადა, რომ დახურავდა რამდენიმე ცნობილი პიროვნების ანგარიშს მათი ანტი-ვაქსერული შეხედულებების გამო.

„ასეთ გავლენიან პლატფორმებზე არ უნდა იყოს ადგილი, სადაც მეცნიერების დისკრედიტაცია მოხდება, იქნება ეს კლიმატი, კოვიდი თუ სხვა რამ,“ განაცხადა ვაჰიდ რაზავიმ, ციფრული უფლებების ჯგუფის დამფუძნებელმა Ethics in Tech-მა Common Dreams– თან საუბრისას. ”ცრუ-მორწმუნეებს შეუძლიათ იპოვონ სხვა ადგილი ტყუილის გასავრცელებლად.”

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 40 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
საკვები პროდუქტების ნარჩენები – გლობალური პრობლემა რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
შემდეგი პოსტი
კანადის ერთ-ერთ პროვინციაში 2021 წლის ბოლომდე ჭის წყალი უფასოდ შემოწმდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,