GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ხუთი აეროპორტი მთელ შვედეთზე მეტ CO2-ს გამოყოფს

Homepage მსოფლიო ხუთი აეროპორტი მთელ შვედეთზე მეტ CO2-ს გამოყოფს
მსოფლიო

ხუთი აეროპორტი მთელ შვედეთზე მეტ CO2-ს გამოყოფს

ნოემბერი 27, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
753 ნახვა
ნახვები : 176

ევროპის ხუთი უმსხვილესი აეროპორტი მთელი შვედეთის ეკონომიკაზე მეტ CO2-ს გამოყოფს, აჩვენებს აეროპორტის ახალი ტრეკერი.

ODI-ის, ტრანსპორტისა და გარემოს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) მიერ შექმნილი ტრეკერი დაადგენს, ისტორიაში პირველად, უშუალოდ რამდენი CO2 გამოიყოფა აეროპორტებიდან გამგზავრებული თვითმფრინავებიდან.

ლონდონი ჰითროუ, პარიზი შარლ დე გოლი, ფრანკფურტი, ამსტერდამი სხიპხოლი და მადრიდი ბარახას აეროპორტების სამგზავრო რეისები გამოყოფს 53 მილიონ ტონა CO2-ს, რომელიც საწვავზე გადასახადით დაუბეგრავი რჩება და რომლის 15%-ზე ნაკლები აღირიცხება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გამონაბოლქვის კვოტირებისა და ვაჭრობის სისტემის სქემებში.

მოცემულ სქემებში შედის მხოლოდ ადგილობრივი და ევროკავშირის ფრენები, რაც ნიშნავს, რომ რეისები ევროკავშირის ტერიტორიიდან არ აღირიცხება.

მაგალითად, პარიზი შარლ დე გოლის გამონაბოლქვის 80%-ს შორი რეისები ქმნის, ხოლო პატარა აეროპორტების, როგორიცაა კრაკოვი, ფრენების უმრავლესობა ხანმოკლეა.

ამგვარად, პატარა აეროპორტების დაბინძურება დიდებზე მეტად იბეგრება მაშინ, როცა დიდები ხანგრძლივ ფრენებს უზრუნველყოფს და მეტ გამონაბოლქვს წარმოქმნის.

ჯო დარდენმა, T&E-ის საავიაციო მენეჯერმა თქვა: “მანქანებისა და ელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ავიაციური გამონაბოლქვის უმეტესობა ევროპის საზღვრებს გარეთ გამოიყოფა და ევროპის აეროპორტების ემისიების მნიშვნელოვანი წილი ყურადღების მიღმა რჩება. ყველა რეისი უნდა იყოს ჩართული გამონაბოლქვის სავაჭრო სისტემაში, და არა მხოლოდ ევროპის შიდა ფრენები.

ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ აეროპორტის გამონაბოლქვის საგანგაშო მასშტაბებს და ნათელია, რომ საავიაციო სექტორი დაბინძურების შესაჩერებლად საკმარისს არ აკეთებს. ჩვენ ვერ გავამართლებთ აეროპორტების გაფართოებას კლიმატური კრიზისის პირობებში.”

აღნიშნული უმსხვილესი აეროპორტებიდან ყველას აქვს გაფართოების გეგმა, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავია ჰითროუ. ჰითროუ, რომლის დაგეგმილი გაფართოება კოვიდის გამო გადაიდო, აეროპორტის გამონაბოლქვის დონით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მისი 16,2 მილიონი ტონა CO2 ყოველწლიურად 8,1 მილიონი მანქანის ექვივალენტია.

ნახშირბადის ეს არადოკუმენტირებული და დაუბეგრავი გამონაბოლქვი აეროპორტის გაფართოების საკითხის განხილვისას მეტად მნიშვნელოვანია, განაცხადა NGO-ების კოალიციამ. საავიაციო სექტორის ემისიები 2013-დან 2018 წლამდე წელიწადში 5%-ით იზრდებოდა და გლობალური CO2 გამონაბოლქვის 2,5%-ს მიაღწია – გამონაბოლქვით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე იქნებოდა, ქვეყანა რომ ყოფილიყო.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალია სლეპაკოვა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
რა არის ჩამოსასხმელი წყლის ეკოლოგიური ღირებულება?
შემდეგი პოსტი
საკვები პროდუქტების ნარჩენები – გლობალური პრობლემა რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,