რა არის ჩამოსასხმელი წყლის ეკოლოგიური ღირებულება?
ჩამოსასხმელი წყლის მავნე ზემოქმედება ონკანის წყლისას 1400-3500-ჯერ აღემატება.
THM არის წყლის დეზინფექციის პროცესის მეორეული პროდუქტი, რომელიც ონკანის წყალშია და შარდის ბუშტის კიბოს გამოწვევა შეუძლია.
- 2016 წლისთვის, ჩამოსასხმელი წყალი ბარსელონას მოსახლეობის 60%–ისთვის სასმელი წყლის უმთავრესი რესურსი იყო. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით პლანეტას რესურსების მოპოვება 50 მილიონ აშშ დოლარად და 0.852 სახეობად უჯდება.
- დღესდღეობით, ონკანის წყლის მოხმარების გამო მთელს ქალაქში დაახლოებით 93.9 წლის სიცოცხლეა დაკარგული. ონკანის წყლის მოხმარების შემთხვევაში, დაკარგული წლების რაოდენობა ჯამში 309 წლამდე გაიზრდება, რაც თითო ადამიანის სიცოცხლის 2 საათის დაკარგვას უდრის.
- რესურსების ინტენსიური წარმოების პროცესი რამდენიმე გარემოსდაცვით პრობლემას აუარესებს, მათ შორისაა: კლიმატის კრიზისი, ოკეანის მჟავიანობა და საკვები ნივთიერებების დაბინძურება.
- ყველა ტიპის პლასტმასის ბოთლმა ბარსელონას პლაჟებიდან შეგროვებული ნაგვის მოცულობის 80% და წონის 35% შეადგინა.
- ნაპირიდან შორს, ზღვაში, ყოველ კვადრატულ კილომეტრზე სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 9 მილიონი ნარჩენი ტივტივებს.
- მეთევზეები ამბობენ, რომ ისინი უკვე 2050 წელში ცხოვრობენ, რადგან ახლა ზღვიდან თევზზე მეტ ნარჩენს იჭერენ.
ჯანმრთელობისა და გარემოსთვის წყლის დალევა პლასტმასის ბოთლიდანაა უკეთესი თუ ონკანიდან?
ამ კითხვაზე პასუხი Science of the Total Environment-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია, ესპანეთის ქალაქ ბარსელონასთვის მაინც. აღმოჩნდა, რომ ჩამოსასხმელი წყლის მავნე ზემოქმედება ონკანის წყლისას 1400-3500-ჯერ აღემატება, როცა მხოლოდ ონკანის წყლის დალევა საშუალოდ ადამიანის ცხოვრების 2 საათს წაიღებდა.
„ჩვენი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ბარსელონაში წყლის საზოგადო მარაგების მდგრადობის განვითარება ჩამოსასხმელ წყალთან შედარებით ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა, ვიდრე ამ უკანასკნელის მოხმარება“, – წერს კვლევის ავტორი.
ორი შეფასების ამბავი
კვლევა აღსანიშნავია, როგორც ორი სახის შეფასების ინტეგრირების „პირველი მცდელობა“: სასმელი წყლის არჩევანის სიჯანსაღისა და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად, განუცხადა კვლევის თანაავტორმა კატალონიის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მარიანა გარფიმ მეილში EcoWatch-ს.
პირველი არის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება (HIA).
“HIA უზრუნველყოფს გარემოში არსებული შერჩეული ჯანმრთელობის პრობლემაში ჩარევის ჩარჩოსა და პროცედურას, რათა დაადგინოს მისი გავლენა განსაზღვრულ მოსახლეობაზე“, – განმარტავს გარფი.
ამ შემთხვევაში, მკვლევარებმა ტრიჰალომეთანის (THM) ზემოქმედების რისკი განიხილეს. ეს არის წყლის დეზინფექციის პროცესის მეორეული პროდუქტი, რომელიც ონკანის წყალშია და შარდის ბუშტის კიბოს გამოწვევა შეუძლია. შემდეგ მათ ცხოვრების დაკარგული წლები გამოთვალეს, ცხოვრების წლები შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად და სიკვილის გამო დაკარგული სიცოცხლის პოტენციური წლები შედარებული სანდარტიზებულ სიცოცხლის წლებთან.
მეორე არის სიცოცხლის ციკლის შეფასება (LCA), რომელიც პროდუქტის გარემოზე ზემოქმედებას წარმოებიდან ნარჩენამდე განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, მკვლევარებმა გამოყენებულ მასალებზე, მოხმარებულ ენერგიასა და წარმოქმნილ ნარჩენზე გაამახვილეს ყურადღება.
შემდეგ მათ მოცემული შეფასებები გამოიყენეს ჯანმრთელობისა და გარემოზე ზემოქმედების ოთხი სცენარის განსახილველად:
- ბარსელონაში სასმელი წყლის ამჟამინდელი ნიმუშები;
- რა მოხდებოდა, თუ ყველა ონკანის წყლის მოხმარებაზე გადავიდოდა;
- რა მოხდებოდა, თუ ყველა ჩამოსასხმელი წყლის მოხმარებაზე გადავიდოდა;
- რა მოხდებოდა, თუ ყველა ონკანის გაფილტრულ წყალზე გადავიდოდა.
მკვლევარები ბარსელონაზე ფოკუსირდნენ, რადგან ისინი იქ მუშაობდნენ და წვდომაც იქაურ მონაცემებზე ჰქონდათ. ბარსელონას ასევე ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსი THM (ტრიჰალომეთანის) დონეები და ჩამოსხმული წყლის მოხმარების წესები აქვს, რაც მას შედარებისთვის გამოსადეგს ხდის.
გარემოსთან დაკავშირებული ზიანი
შედეგები აჩვენებს, რომ ჩამოსასხმელი წყალი პლანეტისთვის ონკანის წყალზე უფრო საზიანოა. 2016 წლისთვის, ჩამოსასხმელი წყალი ბარსელონას მოსახლეობის 60%–ისთვის სასმელი წყლის უმთავრესი რესურსი იყო. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით პლანეტას რესურსების მოპოვება 50 მილიონ აშშ დოლარად და 0.852 სახეობად უჯდება. თუ ბარსელონაში ყველა ჩამოსასხმელ წყალზე გადავიდოდა, ეს ხარჯები წელიწადში 83.9 მილიონ აშშ დოლარამდე და 1.43 სახეობამდე გაიზრდებოდა. თუმცა, სცენარში, რომლის მიხედვითაც ხალხი მხოლოდ ონკანის წყალს ან გაფილტრულ ონკანის წყალს სვამდა, გარემოსთან დაკავშირებული ხარჯები უმნიშვნელო იყო. ონკანის წყლის ყველა სცენართან შედარებით, ჩამოსასხმელი წყლის სცენარს ეკოსისტემაზე 1400–ჯერ დიდი გავლენა ჰქონდა და 3500–ჯერ მეტი რესურსი სჭირდებოდა.
ჩამოსასხმელ წყალს ბარსელონას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მხოლოდ ოდნავი დადებითი გავლენა ჰქონდა. დღესდღეობით, ონკანის წყლის მოხმარების გამო მთელს ქალაქში დაახლოებით 93.9 წლის სიცოცხლეა დაკარგული. ონკანის წყლის სცენარში, დაკარგული წლების რაოდენობა ჯამში 309 წლამდე გაიზრდება, რაც თითო ადამიანის სიცოცხლის 2 საათის დაკარგვას უდრის. ის 35.6 წლამდე შემცირდება, თუ ქალაქი მთლიანად გაფილტრულ წყალზე გადაერთვება და უფრო მეტიც, 2.2 წლამდე შემცირდება, თუ ყველა ჩამოსასხმელ წყალს დალევს.
თუმცა ჯანმრთელობის პერსპექტივა შეიცვალა, როცა მკვლევარებმა დაადგინეს, თუ როგორ გავლენას მოახდენს ჩამოსასხმელი წყლის წარმოება ბარსელონას საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებზე.
„ბოთლის წყლის წარმოება ბარსელონას მოსახლეობის სასმელი წყლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მსოფლიო მოსახლეობაში წელიწადში 625 DALYs–ს (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების წლები) გამოიწვევს“ – წერენ კვლევის ავტორები. „ეს ტვირთი 0.5 DALYs-მდე შემცირდებოდა, თუ მხოლოდ ონკანის ან ჩამოსასხმელი წყალი იქნებოდა მოხმარებული“.
„ბოთლების დამზადება არის მიზეზი, რის გამოც ჩამოსასხმელი წყალი გარემოს ასე ძვირი უჯდება“, – თქვა გარფიმ.
„მართლაც, ჩამოსხმული წყლის გამოყენების გავლენის უდიდესი ნაწილი ბოთლის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულმა და ენერგიამ შეადგინა,“ თქვა მან. ის ბოთლების გავლენის დაახლოებით 90 პროცენტზე იყო პასუხისმგებელი.
რესურსების ინტენსიური წარმოების პროცესი რამდენიმე გარემოსდაცვით პრობლემას აუარესებს, მათ შორისაა: კლიმატის კრიზისი, ოკეანის მჟავიანობა და საკვები ნივთიერებების დაბინძურება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულმა კვლევამ პლასტიკური ნარჩენების მხრივ ნაკლები გავლენა აღმოაჩინა, ბარსელონას წყლის მოხმარების ჩვევები პლაჟებსა და სანაპირო ზოლებს უკვე აზიანებს. ცეზარ სანჩესმა, ნარჩენების გადამუშავების ორგანიზაციის Retoma-ს კომუნიკაციების დირექტორმა, განუცხადა EcoWatch–ს ელ. ფოსტით. მან თქვა, რომ ყველა ტიპის პლასტმასის ბოთლმა ქალაქის პლაჟებიდან შეგროვებული ნაგვის მოცულობის 80% და წონის 35% შეადგინა. ნაპირიდან შორს, ზღვაში, ყოველ კვადრატულ კილომეტრზე სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 9 მილიონი ნარჩენი ტივტივებს.
„ამის გარდა, ამ რეგიონში მეთევზეებთან ერთად ყოფნის პირადი გამოცდილებით, მე მქონდა შანსი დამემტკიცებინა ეს მოვლენა“, – თქვა მან. „მეთევზეები ამბობენ, რომ ისინი უკვე 2050 წელში ცხოვრობენ, რადგან ახლა ზღვიდან თევზზე მეტ ნარჩენს იჭერენ“.
მომდევნო ნაბიჯი?
სანჩესი და გარფი ამტკიცებენ, რომ ბარსელონამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, ჩამოსასხმელი წყლიდან ონკანის წყალზე გადასვლის ხელშესაწყობად.
გარფიმ თქვა, რომ ქალაქის მასშტაბით საჯარო საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით, ონკანის წყლის ხარისხის გაუმჯობესებითა და ადგილობრივი რესურსების დაბინძურებისგან დაცვით, ბარსელონას შეუძლია, ხელი შეუწყოს ონკანის წყლის პოპულარიზაციას. სანჩესმა გააკეთა შემდეგნაირი შეთავაზება: მეტი შადრევნის დაყენება და ბარებისა და რესტორნების დავალდებულება მომხმარებელს ონკანის წყალი უფასოდ შესთავაზონ.
გარფიმ თქვამ, რომ გარკვეულ როლს ცალკეული მომხმარებლებიც თამაშობენ.
„იცოდეთ, ჩამოსასხმელი წყლის გავლენის შესახებ და ეცადეთ, იპოვოთ სხვა გამოსავალი“, – მაგალითად სახლის ფილტრის გამოყენება ონკანის წყლის გემოს გასაუმჯობესებლად”, – ურჩია მან.
საბოლოოდ, ნარჩენის პრობლემასთან დაკავშირებით, სანჩესმა ბოთლის დეპოზიტის სქემას გაუწია რეკომენდაცია. „ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დეპოზიტისა და დაბრუნების სისტემაა, სასმელი კონტეინერების 90%–ზე მეტი ხელახლა გამოიყენება ან გადამუშავდება. ესაა დაბინძურების პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა“, – თქვა მან.
სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი
წყარო : www.ecowatch.com