GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

როგორ გავაუმჯობესოთ ურბანული კლიმატი

Homepage მსოფლიო როგორ გავაუმჯობესოთ ურბანული კლიმატი
მსოფლიო

როგორ გავაუმჯობესოთ ურბანული კლიმატი

აპრილი 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
839 ნახვა

დღესდღეობით, დიდი ქალაქების კლიმატისთვის დამახასიათებელია ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია, დაბალი ტენიანობა და ტემპერატურის ექსტრემალური ცვალებადობა. ასეთი კლიმატური პირობები უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე. ნეგატიური გავლენის შემცირებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ურბანული გამწვანება, მცენარეები ხელს უწყობს ქალაქის კლიმატის გაუმჯობესებას. ამიტომ გამწვანება პრიორიტეტული უნდა იყოს  ქალაქის დაგეგმარების პროცესში. სამწუხაროდ, მისთვის გამოყოფილი ფინანსები და გასამწვანებელი სივრცეები სულ უფრო და უფრო მცირდება. ამისათვის განვიხილოთ ალტერნატიული ვარიანტები, თუ როგორ უნდა გავამწვანოთ პატარა სივრცეები მაქსიმალურად და მცირე ბიუჯეტის ფარგლებში.

ქალაქების გამწვანებისას დიდი როლი ენიჭება არა მხოლოდ სკვერებს და პარკებს, არამედ უშუალოდ საცხოვრებელ სახლებთან მდებარე მცირე ზომის თავისუფალ სივრცეებსაც. ბოლო პერიოდში, ასევე აქტუალური გახდა ურბანული ბაღჩა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას საშუალებას აძლევს პატარა ფართობზე თავად მოიყვანოს ხილი და ბოსტნეული. ასეთი წერტილოვანი გამწვანება დადებითად მოქმედებს მოსახლეობის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

მცენარეების არჩევისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ურბანული კლიმატისთვის შესაფერისი ხეების და ბუჩქების სახეობებს. ყველა მცენარე ვერ უძლებს დაბინძურებულ ჰაერსა და დაბალ ტენიანობას. გარდა ამისა, მისი ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ასეთი მცენარეების დარგვაც ნაკლებად სახარბიელოა. გზის პირას დასარგავად უნდა შეირჩას გამძლე სახეობის მცენარეები, რადგან ასეთ ადგილებში ჰაერი მეტად დაბინძურებულია. ზაფხულში ასფალტიან ადგილას ტემპერატურაც მაღალია და ჰაერიც მშრალი. ამიტომ დასარგავი მცენარეების სახეობები უნდა შევარჩიოთ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ვალერი გელოვანი

წყარო : https://abes-online.com/publikationen/ratgeber/zukunftsfaehig-und-nachhaltig-die-gruene-stadt/

ნახვები : 33 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა
შემდეგი პოსტი
ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მეცნიერები სიცოცხლის ფორმებს წააწყდნენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,