GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

Homepage საქართველო ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა
საქართველო

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

აპრილი 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1096 ნახვა
ნახვები : 344

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც, თითქმის ერთი წლის წინ, ძეგლის სტატუსი თავადვე მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს. ქობულეთ-ფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას კი არქეოლოგები 2012 წლიდან ითხოვენ.

ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტარიდან დაახლოებით 14 ჰექტარამდე ფართობი], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა, კერძო კომპანიის, შპს „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში იყო.

ძეგლთადაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ახალი ბრძანებით კი, კომპანიის საკუთრებაში მოქცეული ძეგლის ტერიტორია დაახლოებით 4 ჰექტარამდე შემცირდა. ანუ, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარამდე ფართობს, ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას ასე თუ ისე კანონი მეტად იცავს. ამჯერად კი, ამ 10 ჰექტარზე [რომელიც ზღვიდან 1 კილომეტრში მდებარეობს] მშენებლობის შემთხვევაში, კომპანიას ძეგლთან დაკავშირებული ვალდებულებები ფაქტობრივად მოეხსნა.

 

ფიჭვნარ-ჩოლოქი.
1. ძეგლის ტერიტორია 2020 წელს [მონიშნულია ოქროსფრად]
2. ძეგლის ტერიტორია ახლა [ოქროსფრად]
3. „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელსაც სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა [დაშტრიხულია წითლად]

 

ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის სტატუსი სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 მარტის ბრძანებით მაშინ მხოლოდ 20 ჰექტარამდე ფართობს მიენიჭა.

ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მარტის ბრძანებით კი, ძეგლის ტერიტორია, მთლიანობაში, დაახლოებით 12 ჰექტარით შემცირდა. სააგენტოს დირექტორის აღნიშნული ბრძანება ორი დღის წინ, 2021 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა.

ძეგლის ტერიტორიის ნაწილი [ამჯერად 4 ჰექტარამდე ფართობი] იმ 180 ჰექტარში შედის, რომელიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულებით „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება.

სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება იმ „ცხელ წერტილად“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა.

 

წყარო : https://batumelebi.netgazeti.ge/news/340717/


წინა პოსტი
მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი PM2.5 ნაწილაკებისგან დაუცველია
შემდეგი პოსტი
როგორ გავაუმჯობესოთ ურბანული კლიმატი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,