GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი PM2.5 ნაწილაკებისგან დაუცველია

Homepage მსოფლიო მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი PM2.5 ნაწილაკებისგან დაუცველია
მსოფლიო, შემეცნებითი

მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი PM2.5 ნაწილაკებისგან დაუცველია

აპრილი 16, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1127 ნახვა
ნახვები : 162

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლების ნახევარი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ჰაერის ხარისხი არ შეესაბამება ადეკვატურ სტანდარტს.

ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა საერთო ჯამში მყარი ნაწილაკებით დაბინძურებით გამოწვეულია 4.2 მილიონი სიკვდილი ყოველ წელს. ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასებისთვის მკვლევარებმა მაკგილის უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს  გლობალური ჰაერის ხარისხის სტანდარტები.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილებში, სადაც არსებობს დაბინძურების წინააღმდეგი ზომები, სტანდარტი არის უფრო დაბალი, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა.

ზოგ რეგიონში სადაც დაბინძურება ძალიან მაღალია, მაგალითად, შუა აზიაში, არც კი ზომავენ PM2.5-ის კონცენტრაციას ჰაერში.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ყველაზე დაბალი სტანდარტებიც კი ირღვევა ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში. ხოლო ყველაზე მაღალი სტანდარტებიც კი დაცულია ისეთ უსაფრთხო ქვეყნებში, როგორებიცაა კანადა და ავსტრალია.

ზოგ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შეძლეს სტანდარტების დაცვა მკაცრი წესებით. ასეა, მაგალითად, იაპონიაში, ტაივანში, სინგაპურში, სალვადორში, ტრინიდად და ტობაგოსა და დომინიკელთა რესპუბლიკაში.

კვლევის მთავარი ავტორი, პარისა არია, მაკგილის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი, ამბობს: „კანადაში 5,900 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო ყოველ წელს. ყოველ 3 წელიწადში ჰაერის დაბინძურება კანადაში კლავს იმდენ ადამიანს, რამდენიც მოკლა კორონავირუსმა დღემდე“.

ევგენი ნაზარენკო, კვლევის თანაავტორი, ამბობს : „ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები  კორონავირუსისგან ხალხის დასაცავად, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევთ მილიონობით ადამიანის სიკვდილს ჰაერის დაბინძურებისგან, რომელთა გადარჩენაც შეგვიძლია. ჩვენს კვლევებში ჩანს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტის დასაცავად სასწრაფოდაა საჭირო ადეკვატური სტანდარტების მიღება გარემოს დაბინძურებისა და ჰაერში PM2.5-ის წინააღმდეგ. ასეთი სტანდარტების დაწესება მილიონობით სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მაგალითი უნდა იყოს ქვეყნები, სადაც უკვე რეგულაციები და სტანდარტები გარემოს შესაბამისადაა მიღებული. განვითარებულ ქვეყნებშიც კი უნდა ვმუშაობდეთ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რათა გადავარჩინოთ ასი ათასობით სიცოცხლე ყოველწლიურად“.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://airqualitynews.com/2021/03/12/half-of-the-worlds-population-live-without-protection-from-pm2-5/?fbclid=IwAR1MCkp_3Nva10aKuRAgC_CrVkPeo31JTci9rCou_NvXueQ74Iamiu2o8sU


წინა პოსტი
კემბრიჯში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ
შემდეგი პოსტი
ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,