ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მეცნიერები სიცოცხლის ფორმებს წააწყდნენ
ანტარქტიდის ყინულის ფენის ქვეშ, 900 მეტრის სიღრმეზე, მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს: იქ რაღაც ბინადრობს.
ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ანტარქტიდაში ცოცხალ არსებებს მიაკვლიეს. „ამოუცნობი“ არსებების აღმოჩენა, რომელიც დღემდე დადასტურებულ მეცნიერულ ფაქტებს თავდაყირა აყენებს, ერთ-ერთია იმ აღმოჩენებს შორის, რომლებიც ამ აკრძალულ რეგიონში ბოლო პერიოდში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ხშირად, ასეთი აღმოჩენები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმოძრაო ზღვის არსებები წყლის ფსკერზე დაფიქსირდნენ, ანტარქტიდის ყინულის ფენის ქვეშ. ეს სტაციონარული არსებები, შეიძლება, ღრუბელს უფრო ჰგავდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი განიხილებიან, როგორც “სხეულიანი ორგანიზმები”.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდნენ სიცოცხლის ეს ფორმები ამ ადგილზე, რამდენი ხანია არსებობენ ან ზუსტად რას წარმოადგენენ.
„ეს აღმოჩენა ერთ-ერთია იმ იღბლიანი შემთხვევებიდან, რომელიც ჩვენს წარმოდგენებს მთლიანად უცვლის მიმართულებას და გვიჩვენებს, რომ ანტარქტიდის საზღვაო სამყარო განსაკუთრებით საოცარია და ამავე დროს ძალიან კარგად ადაპტირებული არსებულ კლიმატთან,“ – განაცხადა ანტარქტიდის კვლევის წამყვანმა ავტორმა და ბიო-გეოგრაფმა ჰუ გრიფითსმა.
როგორ მოხდა ყველაფერი – 2015-2016 და 2016-2017 წლების ზაფხულის პერიოდში, მეცნიერებმა ფილჩნერ-რონის ყინულის ფენაზე გააკეთეს ეგრედ წოდებული „ჭაბურღილები“ ცხელი წყლის საბურღი სისტემის გამოყენებით.
მეცნიერებმა გაზომეს წყლის ტემპერატურა და ასევე GoPro ვიდეოკამერის გამოყენებით გადაიღეს ფოტოები. 872 მეტრის ყინულის ფენის გაბურღვის შემდეგ, ისინი წააწყდნენ ლოდს, რომელზეც ცოცხალი არსებები აღმოჩნდნენ.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა შეძლეს, ყინულის ფენის ქვეშ, მყარ სუბსტრატზე მიწებებული ცოცხალი არსებების გადაღება
მეცნიერებმა გადაიღეს ზღვის არსებების სამი ტიპი, ძირითადად ღრუბლის ფორმის:
- კუდიანი „ღრუბლები“
- უკუდო „ღრუბლები“
- ამოუცნობი არსებები (შესაძლოა ღრუბლები, ასციდები, ჰიდროიდები, ბარნაკები, კნიდარიანი ან პოლიქეტები)
მეცნიერები იმასაც კი ფიქრობენ, რომ ისინი ხორცისმჭამელ „ღრუბლებსაც“ კი წააწყდნენ.
ეს ჩანაწერები, მეცნიერების წინა დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს, სადაც არასწორად იყო ნათქვამი, რომ ამ სიღრმეში მხოლოდ მობილური – და არა სტაციონარული სიცოცხლე გვხვდება. ეს არსებები ფილჩნერ-რონის ყინულის ფენიდან 260 კილომეტრ სიღრმეზე ცხოვრობენ. ადრე ამგვარი ფაუნა არ იყო დაფიქსირებული 200 კილომეტრზე მეტ მანძილზე. კიდიდან უფრო შორს სიღრმეში მოძრაობა ნიშნავს მზის შუქისგან შორს მოძრაობას, რაც ცოცხალი არსებების გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები არ არიან დარწმუნებული იმაში, თუ საიდან მოვიდნენ ეს არსებები, სრულიად შესაძლებელია, რომ მათ აღმოაჩინეს ღრმა ზღვაში მობინადრე ენდემური სიცოცხლის ფორმები, რომლებიც არსებულ გარემო პირობებთან კარგად შეგუებულნი არიან.
რა მოხდება ამის შემდეგ – ყოველი ახალი აღმოჩენისას, უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ყველაზე აქტუალური კითხვები კი ასეთია:
- რა დაემართებათ სიცოცხლის ამ ფორმებს ყინულის ფენის გადნობის შემთხვევაში?
- როგორ ცვლის ამ ფორმების არსებობა ჩვენს წარმოდგენას ყინულის ფენების ქვეშ მოქცეულ გარემოზე?
ანტარქტიდა შეიძლება შორეული და უკაცრიელი იყოს, მაგრამ მან მალე შეიძლება ყველა ჩვენგანზე დიდი გავლენა მოახდინოს. ზღვის დონის მატება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს 2019 იყო მოსალოდნელი. ანტარქტიდის მყინვარების და ყინულის დნობა უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია ამ შეუქცევად პროცესში. 2002 წლიდან კონტინენტი ყოველწლიურად კარგავს 150 მილიარდ ტონა ყინულს.
გასულ წელს აღმოჩნდა, რომ ყინულის ფენები, რომლებიც ანტარქტიდის სანაპირო ზოლის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ და მყინვარების ადგილზე შეჩერებას უწყობენ ხელს, უფრო სწრაფად დნება, ვიდრე მათი განახლება ხდება. ფაქტია, კონტინენტზე იმდენი ყინულია, მისი გადნობის შემთხვევაში ზღვის დონე 60 მეტრით აიწევს. 1880 წლიდან მოყოლებული ზღვის დონემ გლობალურად მხოლოდ 24 სანტიმეტრით მოიმატა.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ანა კუხაშვილი
წყარო : https://www.inverse.com/science/strange-antarctic-life-discovered