GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

როგორ გამოვიყენოთ ტოტები მულჩისთვის

Homepage მსოფლიო როგორ გამოვიყენოთ ტოტები მულჩისთვის
შემეცნებითი, მსოფლიო

როგორ გამოვიყენოთ ტოტები მულჩისთვის

აგვისტო 16, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
977 ნახვა
ნახვები : 507
  • შეინახეთ ტოტები ხის გასხვლის შემდეგ, რათა მისგან მოამზადოთ ახალი მულჩი თქვენი ბოსტნისთვის. ტოტებისგან დეკორატიული მულჩის დამზადება შესაძლებელია მისი ნაფოტებად ქცევის შემდეგ.
  • მულჩი სპობს სარეველების უმეტესობას და ხელს უშლის ნიადაგის ტენიანობის დაკარგვას. ხის მულჩები ნელა იშლება, ამიტომ ისინი დიდხანს ძლებს და არ იწვევს ნიადაგის გამოფიტვას საკვები ნივთიერებებისგან.
  • მოერიდეთ მულჩის მიწაში დამუშავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიწყებს დაშლას და გამოიწვევს აზოტის დროებით დეფიციტს.

 

1.მულჩის დადებამდე ამოძირკვეთ სარეველა და მოასუფთავეთ მიწის ზედაპირი, მათ შორის,  ჩამოცვენილი ტოტების ან მცენარეთა ნარჩენებისგან. დაამუშავეთ მიწა თოხით, რათა ხელი შეუშალოთ ახალი მცენარეების გაზრდას.

2.დაფარეთ ბოსტანი ქსოვილით ან დააფინეთ გაზეთის ფურცლები, სურვილისამებრ. გააკეთეთ ხვრელები დაფენილ ქსოვილში ან გაზეთში ისე, რომ მოერგოს არსებულ მცენარეებს. ქსოვილის კარგად დასაფიქსირებლად დაფარეთ მისი კიდეები მიწით. თუ აფენთ ლანდშაფტურ ქსოვილს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნის სტეპლერი. ეს მასალები წარმოადგენს მეორად ბარიერს უფრო აგრესიული სარეველებისთვის.

3.დანაფოტებული ტოტები გაანაწილეთ ბოსტნის თავზე. 2-3 სმ.-ის დიამეტრის მულჩი დაყარეთ 5-6 სანტიმეტრის სიღრმეზე, უფრო დიდი ტოტების მულჩი კი – 10 სანტიმეტრის სიღრმეზე.

4.მოაცილეთ მულჩი მცენარის ძირებს. დატოვეთ 6 სმ.-მდე მანძილი მულჩსა და პატარა ბალახოვანი მცენარეების ძირებს შორის და დააახლოებით 15 სმ. მულჩსა და ხეს შორის.

5.დაყრილი მულჩიდან დაუყოვნებლივ ამოძირკვეთ ნებისმიერი სარეველა, რათა არ გაიდგას ფესვები. განაახლეთ მულჩის ფენა ყოველწლიურად გაზაფხულზე, მისი სიღრმის შესანარჩუნებლად.

 

სტატიაზე მუშაობდა  : ალექსანდრე ფიფია და მარიამ ტატუშვილი

 


წინა პოსტი
ჰოლანდიაში ველოსიპედისტები ჰაერის ხარისხს ზომავენ
შემდეგი პოსტი
ახალი სამთავრობო კონკურსის შედეგად, შესაძლებელია, 2025 წელს ვიხილოთ წმინდა ნულოვანი გემები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,