ახალი სამთავრობო კონკურსის შედეგად, შესაძლებელია, 2025 წელს ვიხილოთ წმინდა ნულოვანი გემები
- ამჟამად საზღვაო გადაზიდვებსა და გემებზე მოდის მსოფლიოში ნახშირბადის ემისიების 2,5%, რაც დიდ გავლენას ახდენს გარემოზე.
- გაერთიანებულ სამეფოს სურს, თავისი საზღვაო სექტორი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია, გახადოს უფრო მწვანე.
- გაერთიანებული სამეფო ატარებს კონკურსს „ნულოვანი ემისიის გემები და ინფრასტრუქტურა (ZEVI)“, რომლის გამარჯვებული პროექტები შეძლებენ გემების წარმოებასა და გაშვებას 2025 წლისთვის.
მთავრობამ წამოიწყო ახალი კონკურსი მწვანე საზღვაო გადაწყვეტილებების მოძიების მიზნით, რომლის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები შეძლებენ გემების გაშვებას 2025 წლისთვის.
სუფთა საზღვაო ტექნოლოგიებში 77 მილიონი ფუნტის ინვესტიციასთან ერთად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა კონკრეტულად ამ სექტორს აფინანსებს.
საზღვაო ინდუსტრია ამჟამად დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. საზღვაო გადაზიდვებზე მოდის მსოფლიოში ნახშირბადის ემისიების 2,5%, ხოლო გემები ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისეთ მავნე აირებს გამოყოფენ, როგორებიცაა გოგირდის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდი.
გამოსავალი შეიძლება იყოს ელექტრო ბატარეებზე მომუშავე გემები, სანაპიროს ელექტრომომარაგება, ნახშირბადის დაბალი შემცველობის საწვავზე მომუშავე გემები, წყალბადზე მომუშავე გემები, ქარზე მომუშავე ბორნები.
ტრანსპორტის მდივნის სამსახურის (Transport Secretary) წარმომადგენელმა, მარკ ჰარპერმა, განაცხადა: „როდესაც საქმე ეხება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ყველანაირი ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი საზღვაო სექტორი, რომელიც მსოფლიოში წამყვანია, გავხადოთ უფრო „მწვანე“.
„ეს მრავალმილიონფუტიანი ინვესტიცია დაეხმარება უახლესი ტექნოლოგიური იდეების განხორციელებას, იმის უზრუნველყოფას, რომ გაერთიანებული სამეფოს წყლები უმასპინძლებს: „მწვანე“ სატვირთო გემებს, ბორნებსა და კრუიზებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
„ჩვენი დაფინანსება ხელს შეუწყობს, რომ სატვირთო სისტემა გახდეს უფრო სუფთა, ტურისტული ინდუსტრია — ეკომეგობრული, საზღვაო სექტორი კი — წმინდა ნულოვანი.
კონკურსს „ნულოვანი ემისიის გემები და ინფრასტრუქტურა” (ZEVI) ჩაატარებს „ინოვაცია დიდი ბრიტანეთი“ (Innovate UK), რომელსაც აქვს მსგავსი კონკურსების ჩატარების გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში.
„ინოვაცია დიდი ბრიტანეთის“ (Innovate UK) აღმასრულებელმა დირექტორმა Net Zero-სთვის, მაიკ ბიდლმა, თქვა: ,,ეს უახლესი, 77 მილიონი ფუნტის, ინვესტიცია სუფთა საზღვაო ინოვაციებში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაერთიანებული სამეფოს გადაზიდვების, ოფისის ემისიების შემცირების (UK SHORE) პროგრამის განხორციელების პროცესში, რაც დააჩქარებს გადასვლას წმინდა ნულოვან მაჩვენებელზე.
Innovate UK მჭიდროდ ითანამშრომლებს ტრანსპორტის დეპარტამენტთან კონკურსის „ნულოვანი ემისიის გემები და ინფრასტრუქტურის“ ჩასატარებლად, რასაც მოჰყვება დიდ ბრიტანეთში სუფთა საზღვაო ტექნოლოგიების რეალური დანერგვა“.
უნივერსიტეტებს გაერთიანებულ სამეფოში მოუწოდებენ, შეუერთდნენ ახალ „სუფთა საზღვაო კვლევით ჰაბს“ (Clean Maritime Research Hub), რომელსაც მთავრობის 7.4 მილიონიანი დაფინანსების გარდა, აქვს დამატებითი დაფინანსების წყაროებიც.
აღნიშნული ჰაბი შეიქმნება „საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევის საბჭოს“ (EPSRC) პარტნიორობითა და თანადაფინანსებით, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კვლევისა და ინოვაციების (UKRI) შემადგენელი ნაწილია.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი
წყარო : airqualitynews.com
19 აგვისტო 2023 წელი.