GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

გაიხსნა ქალაქ მასკატინის კომპოსტირების საწარმო ეზოს ნარჩენებისთვის

Homepage მსოფლიო გაიხსნა ქალაქ მასკატინის კომპოსტირების საწარმო ეზოს ნარჩენებისთვის
მსოფლიო

გაიხსნა ქალაქ მასკატინის კომპოსტირების საწარმო ეზოს ნარჩენებისთვის

აგვისტო 25, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
43 ნახვა
  • აშშ-ის ქ. მასკატინსა და ფრუტლენდში 19 მარტიდან ხის ნარჩენებს კომპოსტირების საწარმოზე ჩაიბარებენ
  • ქალაქების მაცხოვრებლებს შეეძლებათ ფიჩხის, ფოთლებისა და ხის მორების ადგილზე მიტანა
  • ასევე, მთელი წლის განმავლობაში ამისთვის განკუთვნილ დღეებში შესაძლებელია ხის ნარჩენების ტომრებში ჩალაგება, ან ბაწრით შეკვრა და გზების განაპირას დატოვება, რათა დასუფთავების სამსახურმა აალაგოს ისინი

 

მყარი ნარჩენების ობიექტის მენეჯერის, დევიდ პოპის, თქმით ქ. მასკატინისა[1] და ფრუტლენდის[2] მაცხოვრებლები თავიანთი ეზოს ნარჩენების (ბალახის, ფოთლების და მცენარეების) ჩაბარებას შეძლებენ კომპოსტირების საწარმოში, მასკატინის გამანაწილებელ სადგურთან ამა წლის 19 მარტიდან.

ობეიქტზე ასევე შესაძლებელია ფიჩხისა და ტოტების ჩაბარებაც, რომლების სიგრძე-სიგანეც 25 სმ.-ს არ აღემატება. უფრო დიდი ხეებისა და და მორების მიტანაც შესაძლებელია, თუმცა ხის კუნძებსა და ფესვებს არ ჩაიბარებენ.

პოპმა შეახსენა ქალაქის მაცხოვრებლებს, რომ ხის მასალის კომპოსტირების ობიექტზე ტრანსპორტირებისას საჭიროა მისი დამაგრება, რადგან მანქანიდან გადაცვენილმა ხის მასალამ შესაძლოა, ქუჩებში საცობები შექმნას ან ავტომანქანები დააზიანოს.

ქ. მასკატინში მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ხის ნარჩენების ჩაბარება გზების ნაპირებიდან ნაგვის გატანის დღეს. ბალახი, ფოთლები და ბაღის ნარჩენები მიიღება მყარი ნარჩენების განყოფილებაში, თუ ნარჩენებს ჩაყრიან ქ. მასკატინის ეზოს ნარჩენების ტომარაში.

გზების ნაპირზე დატოვებული ხის მასალით სავსე ტომრებს, რომლებსაც მაღაზიების ბრენდების ბეიჯები ექნებათ, არ აკრეფენ. თუმცა ამ ტომრების ჩაბარება შესაძლებელია კომპოსტირების ობიექტზე ამისთვის განსაზღვრულ საათებში.

ხის ტოტები, ბუჩქები და სხვა მოჭრილი ხის ნაწილები აგროვდება გზის ნაპირებიდან, მაგრამ ისინი 121 სმ.-ის სიგრძის თოკით ან ბაწრით უნდა შეკრათ. დიდი ხის ტოტების გატანის დასაგეგმად საჭიროა დარეკვა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში.

ქ. მასკატინში დროებით მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  კომპოსტირების ობიექტზე ნარჩენების ჩაბარებისას სავალდებულოა გასახადის გადახდა. მათ შეუძლიათ, გაეცნონ ნარჩენების ჩაბარების განრიგს მასკატინის კომპოსტირების საწარმოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ქალაქის საიტზეც.

[1] ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიოვას შტატში

[2] ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიდახოს შტატში

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლილიან მეტრეველი

წყარო : www.ourquadcities.com

25 აგვისტო 2023 წელი

ნახვები : 58 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ახალი სამთავრობო კონკურსის შედეგად, შესაძლებელია, 2025 წელს ვიხილოთ წმინდა ნულოვანი გემები
შემდეგი პოსტი
ევროპის ისტორიაში მეორე უთბილესი ზამთარი დაფიქსირდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,