GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ევროპის ისტორიაში მეორე უთბილესი ზამთარი დაფიქსირდა

Homepage მსოფლიო ევროპის ისტორიაში მეორე უთბილესი ზამთარი დაფიქსირდა
მსოფლიო

ევროპის ისტორიაში მეორე უთბილესი ზამთარი დაფიქსირდა

სექტემბერი 1, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
44 ნახვა
  • კლიმატის შემსწავლელი სააგენტო „კოპერნიკუსის“ ცნობით, გასულ წელს ევროპაში რეკორდულად მაღალი ზამთრის ტემპერატურები დაფიქსირდა;
  • თბილმა ამინდებმა შეიძლება სავალალო გავლენა მოახდინოს ველურ ბუნებასა და სოფლის მეურნეობაზე;
  • ასევე საგანგაშოა ანტარქტიდაში ყინულის დნობა, რაც მსოფლიო ოკეანეში ზღვის დონის მატებას იწვევს.

 

ბრიუსელში 8 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის მეცნიერებმა ევროპის ისტორიაში მეორე უთბილესი ზამთარი დააფიქსირეს. კლიმატური ცვლილებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

გასული წლის თებერვალში ჰაერის ტემპერატურა ევროპაში საშუალოდ 1.4° ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2000 წლებში ბორეული ზონის ზამთრის სეზონის მონაცემებს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის კლიმატის ცვლილებების შემსწავლელი უწყება „კოპერნიკუსი“ (EU’s Copernicus Climate Change Service (C3S).

პირველი ასეთი თბილი ზამთარი, კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში, ევროპაში 2019-2020 წლებში დაფიქსირდა, თუმცა, გასული წლის ზამთრის ამინდი მასზე უფრო თბილი აღმოჩნდა.

დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში ევროპაში ძალიან დათბა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, საფრანგეთისა და უნგრეთის ზამთრის სათხილამურო კურორტებზე თოვლი დადნა, რის გამოც კურორტები დახურეს.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2 იანვარს სატემპერატურო რეკორდები მოიხსნა, შვეიცარიის ქალაქ ალტდორფში ტემპერატურამ 19,2°C-ს მიაღწია და 1864 წლის რეკორდი მოხსნა.

„კოპერნიკუსის“ ცნობით, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ  ევროპაში ნორმაზე ბევრად მაღალი ტემპერატურა იყო, ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, რუსეთსა და გრენლანდიაში, უჩვეულოდ ციოდა.

მეცნიერების მტკიცებით, კლიმატის გლობალური, ანთროპოგენური ცვლილებების შედეგად, ზამთრის პერიოდი ევროპაში სულ უფრო და უფრო თბილი ხდება.

უჩვეულოდ თბილმა ზამთარმა მოკლევადიანი შემსუბუქება არგუნა იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც გაზის გაზრდილ ფასებს ებრძვიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირის ექსპორტი შეამცირა. ტემპერატურის მატებამ დასცა გაზით გათბობის მოთხოვნილება მოსახლეობაში.

მაღალი ტემპერატურა საფრთხეს წარმოადგენს ველური ბუნებისა და სოფლის მეურნეობისთვის. ტემპერატურულმა ცვლილებებმა ზამთარში შეიძლება გამოიწვიოს მცენარეების უდროო ზრდა და ცხოველების გაღვიძება, რაც მათ დაღუპვას გამოიწვევს გაზაფხულზე უეცარი აცივების შემთხვევაში.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ეკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ტილი კოლინზმა, განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების გამო ცხოველები მიგრირებენ რეგიონებში, სადაც უფრო შესაფერისი კლიმატური პირობებია და მცენარეებიც აღარ იზრდება ჩვეული რაოდენობით.

„მცირე პოპულაციის მქონე სახეობებისთვის მსგავსი მიგრაციები გადაშენების საფრთხის შემცველია“ — დასძინა კოლინზმა.

„კოპერნიკუსმა“ სხვა საგანგაშო სიტუაციებიც განიხილა, რომლებიც კლიმატის გლობალურმა ცვლილებებმა გამოიწვია, მაგალითად, ანტარქტიდის ზღვებში ყინულის დონემ დაიწია, ეს კი რეკორდია ბოლო 45 წლის მონაცემებით.

ზღვებში ყინულების დაბალმა შემცველობამ შეიძლება იქონიოს მნიშვნელოვანი  გავლენა და სერიოზული ზიანი მოუტანოს ანტარქტიკული შელფების სტაბილურობას, შედეგად,  ზღვის დონე მკვეთრად მოიმატებს“ — აცხადებს „კოპერნიკუსის“ დირექტორის მოადგილე, სამანტა ბრიდჯსი.

 

წყარო : www.reuters.com

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

1 სექტემბერი 2023 წელი.

ნახვები : 156 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
გაიხსნა ქალაქ მასკატინის კომპოსტირების საწარმო ეზოს ნარჩენებისთვის
შემდეგი პოსტი
აშშ-ს უსაფრთხოების კომისიის ინფორმაციის მოთხოვნის წესები ბუნებრივი აირის გაზქურის უსაფრთხოების შესახებ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,