როგორ დავიცვა საკუთრი თავი და ჩვენი შინაური ცხოველები სიცხისგან
● სამოსის ნებისმიერი ფერი, რომელიც ტონალობით ყვითელზე მუქია, იზიდავს მზის სხივებს და შესაბამისად, ახდენს გავლენას ადამიანზე. ამ შემთხვევაში, ან მხოლოდ ღია ტონალობის ფერის სამოსები უნდა ატაროთ, ან მიიღოთ მეტი რაოდენობის სითხე, რათა დააბალასოთ ორგანიზმის ტემპერატურა.
- გახსოვდეთ, რომ თუ გწყურიათ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ორგანიზმი დეჰიდრირებულია, სითხე მანამ უნდა მიიღოთ, სანამ მოგწყურდებათ. გარეთ გავსლის დროს არ დაგავიწყდეთ სუფთა, ახალი წყლის წაღება, რათა მზეზე სიარულის დროს, თუნდაც უმცირეს მანძილზე, სხეული არ გამოფიტოთ.
- თუ გყავთ შინაური ცხოველები, ეცადეთ იყოლიოთ ჩაბნებელ ოთახებში, რადგანაც ოთახის განათებაც კი ახურებს ჰაერს. განსაკუთრებით კარგია, თუ იმ ოთახში, სადაც ცხოველი გყავთ, იატაკი იყოს გრილი, მაგალითად – კაფელის, ლინოლეუმის, მერქანის შემთხვევაში. ამ დროს ცხოველებს საშუალება ექნებათ, გრილ საფარზე გაწვნენ და გაგრილდნენ.
პიკნიკები, ბარბექიუები, საცურაო აუზები და ნაყინი, იდეალურად ჟღერს. ზაფხულიც მოვიდა და თან მოყვა ბევრ სასიამოვნო შეგრძნებებთან ერთად, გაუსაძლისი სიცხეც, რაც წელს განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა. ეს ძირითადად კლიმატური ცვლილებების ფონზე გახდა მწვავე პრობლემა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გვალვის რეკორდული მაჩვენებელიც დაფიქსირდა, ტემპერატურა კი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა.
ასობით ადამიანი გარდაიცვალა გასული კვირის მონაცემებით, რაც გამოწვეული იყო ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლით (ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქრსირდა 100 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა). ისეთ რეგიონებში სადაც მოსახლეობას არ აქვს ტექნიკა, რომელიც სიცხესთან გამკლავებაში დაეხმარებ, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა არაბუნებრივად მაღალია, მაინც, მსოფლიოს მოსახლების უმეტესი ნაწილი ზაფხულს დიდი სიხარულით ელოდება და გეგმავს განტვირთვას. ამ სტატიით გაცნობებთ იმ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ ზაფხული დაცულად და სასიამოვნოდ გაატარეთ. აგრეთვე, გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება გაუფრთხილდეთ თქვენს შინაურ ცხოველებს, რომელთაც სიცხის ატანა ჩვენზე მეტად უჭირთ.
- იყავით ჰიდრატირებული/მიიღეთ წყალი
ნორმალურ ყოველდღიურობაში, მამრობითი სქესის ორგანიზმს ესაჭიროება დაახლოებით 16 ჭიქა წყალი, ხოლო მდედრობითი სქესის ორგანიზმს 12. თუმცა, ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს ტემპერატურის ზრდის პარალელურად, რადგან რაც უცხო მაღალია ტემპერატურა, ჰაერის ცხელი ტალღები წყალს ჩვენი ორგანიზმიდან აორთქლებენ და ოფლის სახით გამოდევნიან, შესაბამისად, ადამიანის სხეული წყლისგან იცლება. რეალურად, ოფლის სახით წყლის აორთქლება ორგანიზმს გაგრილებაში ეხმარება, თუმცა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის დროს, ეს აღარ წარმოადგენს დახმარებას და სხეული უბრალოდ გამოიფიტება. ჰიდრატაცია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ წყალი უნდა მივიღოთ. ძალიან ბევრი საკვებისა თუ სასმლის სახეობა, ამ პროცესში გვეხმარება. განსაკუთრებით ეს იმ სასმელებს ეხებათ, რომლებიც კოფეინს შეიცავს.
საინტერესოა, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ სხეული ჰიდრატირება. პირველ რიგში, ყურადღება გაამახივლეთ ფერებზე – სამოსის ნებისმიერი ფერი, რომელიც ტონალობით ყვითელზე მუქია, იზიდავს მხის სხივებს და შესაბამისად, ადამიანის გახურებას იწვევს. ამ შემთხვევაში, ან მხოლოდ ღია ტონალობის ფერის სამოსები უნდა ატაროთ, ან მიიღოთ მეტი რაოდენობის სითხე, რათა დააბალასოთ ორგანიზმის ტემპერატურა. გახსოვდეთ, რომ თუ გწყურიათ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ორგანიზმი დეჰიდრირებულია, სითხე მანამ უნდა მიიღოთ, სანამ მოგწყურდებათ. გარეთ გავსლის დროს არ დაგავიწყდეთ სუფთა, ახალი წყლის წაღება, რათა მზეზე სიარულის დროს, თუნდაც უმცირეს მანძილზე, სხეული არ გამოფიტოთ.
ამგვარადვე, თქვენი შინაური ცხოველებიც წყლით კარგად მოამარაგეთ. თუ თქვენი შინაური ცხოველი ქოშინებს და სხეული უთრთის, ეს ნიშნავს, რომ დეჰიდრირებულია და მათი სხეულის ტემპერატურა მაღალია.
- მოერიდეთ მზეს
სათქმელად მარტივი და თითქოს, თავისთავად ცხადია, რომ პირდაპირ მზეს უნვე ვერიდოთ, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ მზის ქვეშ დიდხანს ყოფნამ, თუნდაც სიარულმა, შესაძლოა რაიმე დაზიანება მოგაყენოთ. თუ გიწევთ გარეთ ყოფნა, ამ შემთხვევაში ჩაიცვით ფართო, განიერი სამოსი, სასურველია ღია ფერის, აუცილებლად დაიხურეთ ქუდი, უმჯობესია თუ ფართოფარფლებიანი იქნება, რათა თავის ქალა არ გადაგიხურდეთ და სახეც დაიცვათ მზის სხივებისგან, შეგიძლიათ წაიღოთ ქოლგაც, გზის დასაჩრდილად. ეცადეთ იაროთ გზის ისეთ სავალ ნაწილში, სადაც მეტი ხე, მაღალი შენობა და შესაბამისად, მეტი ჩრდილია, ეცადეთ იპოვოთ ისეთი ადგილი, რომელიც ნიავდება, ან სულ ოდნავი სიო მაინც ხვდება. შეგახსენებთ, რომ მზე ყველაზე მწველი არის დილის 11 საათიდან შუადღის 3 საამთამდე. ასე რომ, ამ პერიოდის განმავლობაში გარეთ ყოფნას შეეცადეთ თავი აარიდოთ. როდესაც მზე ზენიტშია და მის ქვეშ დიდი ხნით უწევს ადამიანს ყოფნა, შეიძლება მიიღოს მზის დამწვრობა, მოითენთოს და გამოიფიტოს ენერგიისგან, ასაკოვან ადამიანებში იზრდება ინსულტის რისკიც, შესაძლოა მზის დარტყმაც მიიღოთ.
- ხრიკები, რათა სახლი უფრო გრილი გახდეს
ბევრ ადამიანს არ აქვს ცენტრალური კონდიციონერი, და შესაძლოა ფანჯარებიც არ იყოს ისე განლაგებული, რომ სათანადოდ განიავდეს სახლი. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგმანოთ ყველა ფანჯარა და ჭუჭრუტანა, საიდანაც სიცხე შემოდის, ყველა ფანჯარას აქვს ირგვლის სულ მცირე ნასვრეტები, საიდანაც სიცხის ნაკადი შემოდის, რომ დავაჯამოთ ეს ნასვრეტები, შესაზლოა საკმაოდ დიდი ხვრელი გამოვიდეს, სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ამ ნასვრეტებში ნაჭერი ან რაიმე მსგავსი მოათავსოთ. ისინი გარედან შემოპარულ სიცხეს შთანთქავენ.
ვინტილიატორს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ სახლში ნორმალური ტემპერატუაა, თუმცა ექსტრემალური სიცხის პირობებში მას დიდად შვება ვერ მოაქვს. ამიტომაც, შეგიძლიათ ვენტილატორის წინ მოათავსოთ ყინულის კუბებით სავსე ლანგარი, და ის შეძლებს შედარებით გრილი ჰაერის გამოუშვას თქვენსკენ.
შეგიძლიათ აგრეთვე ახლადგარეცხილი სამოსის კისრისა და მაჯების ადგილას მოთავსება, მიიღეთ გრილი ან ცივი შხაპი, ეს ყოველივე დაგეხმარებათ ორგანიზმის ტემპერატურა დაარეგულიროს. თუ მაღალი სიცხეებია, ეცადეთ იყოთ დაბალ სართულზე, თუ სარდაფი ან ავტოფარეხი გაქვთ, იქ ჩასვლაც არ იქმებოდა ურიგო. ამ პერიოდში ეცადეთ არ გამოიყენოთ ქურა საკვების გასაკეთებლად, რადგან ის ოთახის ტემპერატურას კიდევ უფრო გაზრდის.
- რა სიმპტომები უნდა ვიცოდეთ ტემპერატურის მიერ გამოწვეული დისტრესის შესახებ და როგორ უნდა მივხედოთ თავს საწიროყების შემთხვევაში
არსებობს ტემპერატურისა და ტენიანობის ისეთი მაჩვენებლები, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი უბრალოდ ვერ უძლებს და შესაძლოა, გამოიწვიოს სპონტანური სიკვდილი. სამწუხაროდ, ეს პირობები ყოველწლიურად უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება. თუ ვინმე თქვენს სანაცნობოში სიცხისგან ღონეგამოცლილია, მარტივად იოფლება და უჭირს სუნთქვა, იმასაც შენიშნავთ, რომ კანის ფერი უუფერულდება, აციებს და შეხებისას წებოვანია. მათ ამ დროს შესაძლოა კუნთების კრუნჩხვა დაემართოთ, დაეწყოთ გულსირევა, პირღებინება ან თავბრუსხვევა, შესაძლოა, გონებაც დაკარგონ. თუ მსგავსი რამ მოხდება, მყისიერად დარეკეთ სასწრაფოში და სანამ სასწრაფო მოვა, ეცადეთ ტანთ გახადოთ და სხეული გაუგრილოთ, მოახურეთ სველი სამოსი კანზე.
გულის შეტევა აგრეთვე ერთ-ერთი ყელაზე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ამწვავებს. თუ თქვენს ირგვლივ ვინმეს აქვს მაღალი ტემპერატურა, სიცხე და ეს ცდება 104 გრადუს ფარენჰეიტს, დაურეკეთ სასწრაფოს. მსგავს ვითარებაში, როგორც წესი, ადამანს თავბრუსხვევა, პირღებინება და გონების დაკარგვაც ახასიათებს. თუ ფიქრობთ, რომ ადგილი აქვს გულის შეტევას, სასწრაფოდ ჩააწვინეთ ეს ადამიანი ცივ აბაზანაში, არ მიაღებინოთ არანაირი სასმელი, მანამ სანამ ექიმი არ მოვა.
5.მოიკითხეთ თქვენი ასაკოვანი მეზობლები და ბეწვიანი ცხოველები
როგორც წესი, ასაკოვან ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ საკუთარი ტემპერატურის კონტროლი, შესაბამისად, მაღალი სიცხე მათ მეტად ვნებთ. ამიტომაც, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოიკითხეთ ხოლმე თქვენი ასაკოვანი მეზობლები, მეგობრები თუ ნათესავები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მარტო ცხოვრობენ. დარწმუნდით, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ტემპერატურაც ნორმაში აქვთ.
დაიცავით თქვენი ცხოველებიც, ეცადეთ იყოლიოთ ჩაბნებელ ოთახებში, რადგანაც ოთახის განათებაც კი ახურებს ჰაერს. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ იმ ოთახში, სადაც ცხოველი გავთ, იატაკი იყო გრილი, მაგალითად – კაფელის, ლინოლეუმის, მერქანის. ამ დროს ცხოველებს საშუალება ექნებათ, გრილ საფარზე გაწვნენ და გაგრილდნენ.
ყურადღება გაამახვილეთ, რომ საჭირო რაოდენობის ცივი წყალი მიიღონ. არასდროს დატოვოთ ცოხველები მანქანაში პარკინგის შემდგომ, მაშინაც კი, თუ მხოლოდ წუთების საქმე გაქვთ და ფანჯრებს ღიას ტოვებთ. მზის ქვეშ გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურამ შესაძლოა 120 გრადუსს ფარენჰეიტსაც გადააჭარბოს სულ რაღაც ორ წუთში.
სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნატა შველიძე
წყარო : www.ecowatch.com