GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ულმობელი, ცხოველების გადარჩენის ყალბი ვიდეოები კვლავ გავრცელებულია YouTube-ზე

Homepage მსოფლიო ულმობელი, ცხოველების გადარჩენის ყალბი ვიდეოები კვლავ გავრცელებულია YouTube-ზე
მსოფლიო

ულმობელი, ცხოველების გადარჩენის ყალბი ვიდეოები კვლავ გავრცელებულია YouTube-ზე

აგვისტო 9, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
906 ნახვა
ნახვები : 377
  • ცხოველთა დადგმული შეტაკებები ადამიანის ჩარევით წყდება, რაც წარმოაჩენს ადამიანს, როგორც მხსნელს და ამცირებს მტაცებელი სახეობების რეპუტაციას. National Geographic-ის თანახმად, ვიდეოებმა შეიძლება გამოიწვიოს გადაღებებში მონაწილე ცხოველების სტრესი, დაზიანება და სიკვდილიც კი.
  • ”ზოგადად, თუ ველური ბუნების ფოტოგრაფი ან კინორეჟისორი ხართ, ეთიკურად კადრების აღებას, რომელსაც შეუძლია ველურ ბუნებაში მყოფი სახეობების შესახებ ამბის მოყოლა, უთვალავი საათი, დღე, თვე ან თუნდაც წლები სჭირდება”, – ამბობს DJ შუბერი National Geographic-თან საუბრისას, ველური ბუნების ბიოლოგი ცხოველთა დაცვის ინსტიტუტში.

კადრები YouTube- ზე განთავსებული ვიდეოდან, რომელზეც ჩანს რადიაციული ვირთხის გველის ყალბი “გადარჩენა” ჩვეულებრივი გველიჭამია არწივის კლანჭებიდან. ამ ვიდეოებში “მტაცებლის” სახით გამოსახულ რეპტორებს ხშირად აქვთ არასწორი მოპყრობის ისეთი ფიზიკური ნიშნები, როგორიცაა დაკარგული ბუმბულები და ფრთები. YoutTube ეკრანის ანაბეჭდი

 

ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისო არაკომერციულმა ორგანიზაციამ, მსოფლიო ცხოველთა დაცვა, დაიწყო ახალი გამოძიება, რომელიც YouTube–ზე ცხოველების „გადარჩენის“ ყალბი ვიდეოების ზრდას უკავშირდება.

2005 წლიდან YouTube ძალიან სწრაფად იზრდება. National Geographic–ის თანახმად, ყოველ წუთს, პლატფორმაზე ატვირთულია 500 საათიანი ვიდეო. დიდი შინაარსის გამო, საიტის მოდერაციას სჭირდება 10,000 ადამიანი.

ცხოველთა უფლებების დამცველები, მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას თხოვნით მიმართავენ, რათა უფრო კარგად დააკვირდნენ ცხოველების ყალბი გადარჩენის ვიდეოებს YouTube-ზე. News Wire–ის თანახმად, ამ ვიდეოებში ჩვეულებრივ ჩანს უდანაშაულო მტაცებელი, მაგალითად, ქათამი ან კატა, რომელსაც თავს ესხმის, უფრო დიდი ზომის მტაცებელი, როგორიცაა გველი ან ნიანგი.

“მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გსმენია, ადამიანები ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების სხვა ხერხებს მიმართავენ. სოციალური მედიის გიგანტებს, როგორიცაა YouTube, უპირატესობა ენიჭებათ, როდესაც საქმე ეხება ამ ამაზრზენი შინაარსის ვიდეოების აკრძალვას მათ პლატფორმაზე,” ამის შესახებ News Wire– ის ცნობით, ცხოველთა ადვოკატი, კომიკოსი და მსახიობი, რიკი გერვაისი ამბობს.

ცხოველთა დადგმული შეტაკებები ადამიანის ჩარევით წყდება, რაც წარმოაჩენს ადამიანს, როგორც  მხსნელს და ამცირებს მტაცებელი სახეობების რეპუტაციას. National Geographic-ის თანახმად, ვიდეოებმა შეიძლება გამოიწვიოს გადაღებებში მონაწილე ცხოველების სტრესი, დაზიანება და სიკვდილიც კი.

”ზოგადად, თუ ველური ბუნების ფოტოგრაფი ან კინორეჟისორი ხართ, ეთიკურად კადრების აღებას, რომელსაც შეუძლია ველურ ბუნებაში მყოფი სახეობების შესახებ ამბის მოყოლა, უთვალავი საათი, დღე, თვე ან თუნდაც წლები სჭირდება”, – ამბობს DJ შუბერი National Geographic-თან საუბრისას, ველური ბუნების ბიოლოგი ცხოველთა დაცვის ინსტიტუტში.

მარტში YouTube-მა განაცხადა, რომ აპირებს ცხოველებზე დადგმული სცენარის ვიდეოების აკრძალვას. ამ განცხადების გააკეთების შემდეგ ასზე მეტი ახალი ვიდეო აიტვირთა და ასობით ადამიანი რჩება პლატფორმაზე, ლედი ფრიტინკერის ცხოველთა კეთილდღეობის არაკომერციული ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად.

ლედი ფრიტინკერის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს 180 ყალბი ცხოველის „გადარჩენის“ ვიდეო, რომელიც განთავსებულია 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისამდე. News Wire- ის თანახმად, 180 ვიდეოდან 70 მათგანი აიტვირთა 2021 წელს, რაც  იმის მაჩვენებელია, რომ ულმობელი გართობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება.

50 ყველაზე ყურებად ყალბ ცხოველის „გადარჩენის“ ვიდეოს 133 მილიონი ნახვა აქვს. News View- ს თანახმად, რეკლამისგან მიღებული შემოსავალი თითოეული ნახვით გამომუშავდება, შესაბამისად მოგების მიღება პირდაპირ უკავშირდება მაყურებელს.

გამოკვლევამ ყურადღება გაამახვილა ასევე საკონსერვაციო პრობლემებზე. ვიდეოებში წარმოდგენილი მტაცებლები, მათ შორის სიამის ნიანგი და თეთრხელა გიბონი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები არიან.

”ეჭვგარეშეა, რომ ამ ვიდეოებში მოქმედ ცხოველებს დაზიანებები და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა ექნებათ მიღებული, მხოლოდ იაფფასიანი მღელვარების შესაქმნელად სახლში მჯდომი მაყურებლისთვის ”, – თქვა ცხოველთა დაცვის მსოფლიო პროგრამის დირექტორმა ბენ უილიამსონმა. ”თუ გადაუდებელი ზომები არ იქნა მიღებული, ჩვენ მივიღებთ მიმბაძველი შინაარსის მქონე მთელ ტალღას, რაც რისკის ქვეშ აყენებს უფრო მეტ ცხოველს და ადამიანს.”

 

სტატიაზე მუშაობდა : ლედი ბოჟაძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
პოლარული დათვების „უკანასკნელი თავშესაფარი“ დაუცველია გლობალური დათბობისგან
შემდეგი პოსტი
როგორ დავიცვა საკუთრი თავი და ჩვენი შინაური ცხოველები სიცხისგან

1 reply added

  1. Binance推荐 სექტემბერი 15, 2026 პასუხი

    Thanks for sharing. I read many of your blog posts, cool, your blog is very good.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,