GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლესტერი ავტობუსების ოცდაათ გაჩერებას მწვანე საფარით გადახურავს და მათ ფუტკრების გაჩერებად გარდაქმნის

Homepage მსოფლიო ლესტერი ავტობუსების ოცდაათ გაჩერებას მწვანე საფარით გადახურავს და მათ ფუტკრების გაჩერებად გარდაქმნის
მსოფლიო

ლესტერი ავტობუსების ოცდაათ გაჩერებას მწვანე საფარით გადახურავს და მათ ფუტკრების გაჩერებად გარდაქმნის

აგვისტო 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
661 ნახვა
ნახვები : 141
  • დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ფუტკრების გაჩერებების ახალი ქსელის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
  • „ძალიან სასიამოვნოა, რომ გამწვანებულსახურავიანი ავტობუსის გაჩერებები მთელი ქალაქის მასშტაბით გამოჩნდება“.
  • ,,მზის ენერგიისა და გამწვანებული სახურავების კომბინაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ამბიციის მისაღწევად”.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ფუტკრების გაჩერებების ახალი ქსელის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. ქსელი მოიცავს ავტობუსის ოცდაათ ე.წ. ცოცხალსახურავიან გაჩერებას, რომლებზეც განთავსებული იქნება ველური ყვავილები და კლდისდუმას ჯიშის მცენარეები, რომლებიც განსაკუთრებით იზიდავენ დამამტვერიანებელ მწერებს, რომელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ფუტკრის პოპულაციის შემცირების წინააღმდეგ ბრძოლაში ქალაქ ლესტერმა „clear channel“-თან თანამშრობლობით ავტობუსების გაჩერებები ფუტკრების ნამდვილ სავანედ აქცია. ეს მწვანე ზონები, უფრო სწორად, ფუტკრების გაჩერებები, ძირითადად ავტობუსის მოსაცდელებია, რომელთა სახურავებზე იზრდება ბალახი და ველური ყვავილები იმ მიზნით, რომ შეიქმნას დამტვერვისთვის საჭირო გარემო პირობები. ეს თავშესაფრები ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კლიმატის მედეგობას, შეიწოვს წვიმის წყალს, ხელს შეუწყობს ურბანული სითბოს ეფექტისა  და ასევე ჰაერში არსებული ნაწილაკების რაოდენობის  შემცირებას.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ გამწვანებულსახურავიანი ავტობუსის გაჩერებები მთელი ქალაქის მასშტაბით გამოჩნდება“, – განაცხადა ლესტერის მერის მოადგილემ, ადამ კლარკმა, რომელიც ხელმძღვანელობს გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტს. ,,ჩვენს წამოწყებას ძალიან ბევრი ადამიანი დადებითად გამოეხმაურა, რადგან ისინიც ისევე არიან აღფრთოვანებული, როგორც ჩვენ, როდესაც ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება ავტობუსების გაჩერებები ფუტკრებისა და პეპლების თავშესაფრად“. ახალი, თანამედროვე გაჩერებები ასევე მოსახერხებელი იქნება მგზავრებისთვისაც. ,,მზის ენერგიისა და გამწვანებული სახურავების კომბინაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ამბიციის მისაღწევად, რომ 2030 წლისთვის ვიყოთ ნახშირბადნეიტრალური და კლიმატის პირობებს მორგებული ქალაქი“.

როგორც კი შესაძლებელი გახდება, ავტობუსების ყველა სხვა გაჩერებაც აღიჭურვება მზის პანელებით, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია მოხმარდება ჭკვიან განათებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ენერგიის გამოყენების უკეთეს კონტროლს.  გამწვანებული სახურავები 10-წლიანი კონტრაქტის ნაწილია ლესტერის საკრებულოსა და ბრიტანულ „clear channel“-ს შორის.

ამ ტიპის ფუტკრების გაჩერებები უკვე დამონტაჟებულია უტრეხტში, ნიდერლანდებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე

წყარო : www.designboom.com


წინა პოსტი
როგორ დავიცვა საკუთრი თავი და ჩვენი შინაური ცხოველები სიცხისგან
შემდეგი პოსტი
2020 წელს ენერგიის ყველაზე იაფფასიანი წყარო განახლებადი ენერგია იყო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,