GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

2020 წელს ენერგიის ყველაზე იაფფასიანი წყარო განახლებადი ენერგია იყო

Homepage მსოფლიო 2020 წელს ენერგიის ყველაზე იაფფასიანი წყარო განახლებადი ენერგია იყო
მსოფლიო

2020 წელს ენერგიის ყველაზე იაფფასიანი წყარო განახლებადი ენერგია იყო

აგვისტო 15, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
817 ნახვა
ნახვები : 48
  • 2020 წელს გამოყენებული მზის, ქარისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების თითქმის მესამედი, 62 პროცენტი, უფრო იაფი იყო, ვიდრე ყველაზე დაბალბიუჯეტური წიაღისეულის საწვავის ენერგიის წყაროებიც კი.
  • წიაღისეულის საწვავზე უარის თქმა წელიწადში ნახშირორჟანგის გამოყოფას შეამცირებს 3 გიგატონით, რაც იმ მოცულობის 20 პროცენტია, რამდენითაც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა საჭირო 2030 წლამდე.
  • განახლებადი ენერგიის გამოყენების პროცესში ქვეყნის ეკონომიკა დაზოგავს 156 მილიარდ დოლარს.

 

ახალი კვლევის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წყაროები ანაცვლებს წიაღისეულ საწვავს, როგორც ენერგიის ყველაზე იაფფასიან წყაროს.

საერთაშორისო განახლებადი ენერგიის სააგენტოს (International Renewable Energy Agency) ინფორმაციით, 2020 წელს გამოყენებული მზის, ქარისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების თითქმის მესამედი, 62 პროცენტი, უფრო იაფი იყო, ვიდრე ყველაზე დაბალბიუჯეტური წიაღისეულის საწვავის ენერგიის წყაროებიც კი.

ამავე სააგენტოს ცნობით, ყოველწლიურად განახლებადი ენერგიის ფასი სულ უფრო და უფრო იკლებს. მსგავსი წყაროების ფასის დაწევა ხელს შეუწყობს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ნახშირისა და მსგავსი წიაღისეულის ჩანაცვლებას, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი შემცირებასა და მეტი სამუშაო ადგილის წარმოქმნას.

წიაღისეულის საწვავზე უარის თქმა წელიწადში ნახშირორჟანგის გამოყოფას შეამცირებს 3 გიგატონით, რაც იმ მოცულობის 20 პროცენტია, რამდენითაც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა საჭირო 2030 წლამდე, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატური კატასტროფა.

დამატებით, განახლებადი ენერგიის გამოყენების პროცესში ქვეყნის ეკონომიკა დაზოგავს 156 მილიარდ დოლარს.

სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიის წყაროს ფასი განსხვავებულად იცვლება. ჰელიოკონცენტრატორის ფასი საშუალოდ 16 პროცენტით დაეცა, ქარის საზღვაო ელექტროსადგურის ფასი – 9 პროცენტით, ხოლო მზის ენერგიის ფოტოვოლტაიკური სისტემების ფასი – 7 პროცენტით.

საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს (International Energy Agency) ცნობით, დღესდღეობით ელექტორენერგიის ყველაზე იაფფასიანი წყარო მზის ენერგიაა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 2050 წლისთვის ნახშრბადნეიტრალურობის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა მასშტაბური ცვლილებების ხარჯზე, რაც მოიცავს ნახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენების მაქსიმალურად შემცირებასა და განახლებად ენერგიაზე მეტი ყურადღების გამახვილებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ლესტერი ავტობუსების ოცდაათ გაჩერებას მწვანე საფარით გადახურავს და მათ ფუტკრების გაჩერებად გარდაქმნის
შემდეგი პოსტი
კვლევა ადასტურებს, რომ ხმაურით დაბინძურება გავლენას ახდენს ტყის ეკოსისტემის სიცოცხლეზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,