GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ფრინველებსა და ცხოველებს

Homepage შემეცნებითი რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ფრინველებსა და ცხოველებს
შემეცნებითი

რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ფრინველებსა და ცხოველებს

აპრილი 29, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
2874 ნახვა
ნახვები : 1,560

ყოველწლიურად, 31 დეკემბრის ღამის 12 საათისთვის, ფოიერვერკებით ვხვდებით ახალ წელს. პიროტექნიკის ხმაური აფრთხობს ქალაქში მცხოვრებ ფრინველებსა და ცხოველებს. ბევრი მათგანისთვის კი ეს ფატალური შედეგით სრულდება.

ინტენსიური ფოიერვერკი, საშუალოდ, 15 წუთი გრძელდება. სანამ ხმაური იკლებს, უამრავი ფრინველი ტოვებს თავშესაფარს, მათი ნაწილი კი უკან ვეღარ ბრუნდება. ზოგიერთი დამფრთხალი ჩიტი 1000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავს, მაშინ როდესაც, ჩვეულებრივ, 100 მეტრზე დაბლა დაფრინავენ. ასეთ დიდ სიმაღლეზე აფრენისას, ჩიტები ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ, რომელიც მათ გამოსაზამთრებლად ძალიან სჭირდებათ. ფოიერვერკის ხმაურისგან და განათებისგან დეზორიენტირებულ ფრინველებს, ახალი თავშესაფრის ძებნა კიდევ უფრო უჭირთ.

გარდა ფრინველებისა, ინტენსიური ხმაური აფრთხობს და აფხიზლებს გამოსაზამთრებლად დაბუდებულ ცხოველებს, მაგალითად ზღარბებს და კუებს. ისინი თავშესაფარს ტოვებენ და შეიძლება დაიღუპონ კიდეც.

ცხოველთა დამცველები მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ ფოიერვერკებზე. არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა განსაკუთრებით ისეთ  ადგილებში, სადაც თავს იყრიან ფრინველები. ისინი გვირჩევენ, ამ თანხით შევიძინოთ   ჩიტებისთვის სახლები და ამით, გამოზამთრებაში დავეხმაროთ მათ.

 

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.lbv.de/ratgeber/naturwissen/gefahr-durch-feuerwerk/


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება ახლა უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო
შემდეგი პოსტი
VORTEX IOT-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კლიმატ მეგობრული კამპანიის განხორციელებაში ახალი, ხის დარგვის სქემით

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,