GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

VORTEX IOT-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კლიმატ მეგობრული კამპანიის განხორციელებაში ახალი, ხის დარგვის სქემით

Homepage მსოფლიო VORTEX IOT-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კლიმატ მეგობრული კამპანიის განხორციელებაში ახალი, ხის დარგვის სქემით
მსოფლიო

VORTEX IOT-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კლიმატ მეგობრული კამპანიის განხორციელებაში ახალი, ხის დარგვის სქემით

აპრილი 29, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
242 ნახვა

Vortex IoT-ის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც  დაბალი სიმძლავრის ჰაერის ხარისხის გასაზომ სენსორულ აპარატებს ამზადებს, ეხმარება მუნიციპალურ საბჭოებს, კლიმატ მეგობრული კამპანიის განვითარებაში და ყოველ გაყიდულ მოწყობილობაზე რგავს ერთ ხეს.

Vortex IoT-ის მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროს თავის მომხარებელს, შეამციროს გარემოზე ზემოქმედება. კომპანია სიხარულით აცხადებს, რომ ყოველ გაყიდულ მოწყობილობაზე დარგავს ერთ ხეს, რათა დაეხმაროს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. Trees in Cities-ის თანახმად, ერთ ზრდასრულ ხეს ერთი წლის განმავლობაში შეუძლია შეიწოვოს 22 კილო კარბონის დიოქსიდამდე. მიიჩნევა, რომ გლობალურად ჩვენი ტყეები შეიწოვენ ადამიანის მიერ ამოსუნთქული CO2 -ის გამონაბოლქვის 40%-ს მანამ, სანამ ის მიაღწევს ატმოსფეროს.

Vortex IoT-ის მისია ჰაერის გაწმენდაა. მის მიერ შექმნილი ჰაერის ხარისხის გასაზომი სენსორული აპარატები ეხმარება მუნიციპალიტეტებს net zero ბალანსის მიღწევაში და შესაძლებლობას აძლევს მათ, შექმნან ახალი ურბანული ბიზნეს მოდელები. სენსორები გამოავლენენ ჰაერში ნიტროგენის დიოქსიდის (NO2), ოზონის (O3), PM2.5-ისა და PM10-ის ნაწილაკების დონეს. უფრო მეტიც, აპარატები მუშაობს „მოარგე და დაივიწყე“ ფუნქციით, შესაბამისად, იმართება დისტანციურად და არ საჭიროებს სამართავად ადგილზე მისვლას, შემოწმებას, განახლებასა და სენსორის ჩანაცვლებას.

აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სუტონმა განაცხადა: „ხეების დარგვას, როგორც ჩვენი მომსახურების ნაწილს, თავისი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების შემსუბუქებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ხეები შეიწოვენ კარბონის დიოქსიდს და გამოიმუშავებენ ჟანგბადს, მათი დარგვა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს გაიწმინდოს ჰაერი ქალაქებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტი აიღებს Hammersmith and Fulham-ის მაგალითს. მათ ევროპაში სენსორული აპარატების ყველაზე დიდი რაოდენობა შეიძინეს, რათა გააკონტროლონ დაბინძურების მაჩვენებელი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჯანდაცვასა და გარემოს. ჩვენ მოუთმენლად ველით დავეხმაროთ მათ, გაზარდონ დარგული ხეების რაოდენობა და გადავცეთ 56 ხე.“

შეფასების თანახმად, 2,367,000 ტონა კარბონს ინახავენ მხოლოდ ლონდონში არსებული ხეები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის £147 მილიონს შეადგენს. ერთ ზრდასრულ ხეს შეუძლია გამოყოს 10 ადამიანის სამყოფი ჟანგბადი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მჭიდროდ დასახლებული და დაბინძურებული სივრცეებისთვის, როგორებიცაა ქალაქები, სადაც ჟანგბადის საშუალო მაჩვენებელი სულ მცირე 6%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ხეები ასევე შეიწოვენ სხვადასხვა ტოქსინებსა და დამაბინძურებელ ნაწილაკებს, რომლებიც გამოიყოფა ყოველდღიური აქტივობების შედეგად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესდღეობით, რადგან ჰაერის დაბინძურება (განსაკუთრებით ურბანულ სივრცეებში) ნიშნავს, რომ ჰაერს რომელსაც ვსუნთქავთ, უახლოვდება ან აჭარბებს ტოქსიკურ ზღვარს. ყოველი ათი ადამიანიდან რვა ცხოვრობს ქალაქში და შესაბამისად, მეტი ხის დარგვას ქალაქში ექნება უფრო დიდი გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანი ჩუბინიძე და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://airqualitynews.com/2020/12/23/vortex-iot-supports-councils-with-new-tree-planting-scheme/

ნახვები : 16 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ფრინველებსა და ცხოველებს
შემდეგი პოსტი
Volvo გეგმავს 2030 წლისთვის სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
  • ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
  • ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
  • ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 6, აგვ
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 3, აგვ
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
სამშაბათი, 2, აგვ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
სამშაბათი, 2, აგვ
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
ორშაბათი, 1, აგვ
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
ორშაბათი, 1, აგვ
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Welcome back,